დაუვიწყარი ხმა, შთამბეჭდავი გარეგნობა და ჩვენი საყვარელი როლები: თამარ ბუხნიკაშვილის ცხოვრება ეკრანს მიღმა - Marao

დაუვიწყარი ხმა, შთამბეჭდავი გარეგნობა და ჩვენი საყვარელი როლები: თამარ ბუხნიკაშვილის ცხოვრება ეკრანს მიღმა

2025-04-18 16:12:47+04:00

მსახიობი თამარ ბუხნიკაშვილი 1972 წლის 23 აპრილს, თბილისში დაიბადა. მსახიობობის გარდა სხვა პროფესიაზე არასდროს უფიქრია.  5 წლიდან "მსახიობობდა", ლექსებს კითხულობდა, ცეკვავდა, წარმოდგენებსაც მართავდა. მერე ვოკალზეც დადიოდა, მაგრამ დრამა მეტად აინტერესებდა. 

  • "გაკვეთილებს არასდროს ვაცდენდი. მიყვარდა 5-იანების მიღება. მომწონდა ყოველთვის დროზე მისვლა" - მიშელ ობამას ცხოვრება და კარიერა

"ჩემი სურვილებისა და ინტერესების გათვალისწინებით, ერთდროულად ძალიან ბევრ წრეზე დავდიოდი. არ ვიცი, ამას დედა როგორ ახერხებდა. ამაზე მოგვიანებით დავფიქრდი, მეტად მივხვდი, როცა თავად გავხდი დედა და გავიაზრე, ეს რამდენად რთული იყო: ჩემი შვილების სხვადასხვა წრეზე ტარება ფიზიკურად ძალიან გამიძნელდა" - ამბობდა მსახიობი. 

tamar

  • ცხოვრება მძიმე სენის შემდეგ, ბედნიერი ოჯახი და ორი შვილი: ხათუნა ჟორდანიას ცხოვრების საინტერესო მომენტები 

კარიერა

ბო­ლოს ფილმში "გრძე­ლი ნა­თე­ლი დღე­ე­ბი" ითა­მა­შა, მა­ნამ­დე იყო რუ­სუ­დან ჭყო­ნი­ას - "გა­ი­ღი­მეთ". ქართველმა მაყურებელმა მის მიერ შესრულებული როლი სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებშიც" იხილა. 

"ჩემ­მა გმირ­მა ფული ორი და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი მხა­რის­გან აიღო და გაქ­რა - მა­ყუ­რე­ბე­ლი ამას არ მპა­ტი­ობს. "აიღე ბევ­რი ფული და მა­ღა­ზი­ებ­ში და­დი­ხარ, რა გე­ნაღ­ვლე­ბა". "რო­გო­რი გოგო ყო­ფილ­ხართ, ძა­ლი­ან მა­ნერ­ვი­უ­ლეთ", - ჩემი მი­სა­მარ­თით მსგავ­სი ფრა­ზე­ბი გა­მუდ­მე­ბით მეს­მის. თა­ვი­დან ვერ ვხვდე­ბო­დი, ხალ­ხი რა­ტომ მე­ჩხუ­ბე­ბო­და, მერე ამას მი­ვეჩ­ვიე. მა­ყუ­რებ­ლე­ბის ნა­წი­ლი მე­უბ­ნე­ბა: ცუდი ქალი ძა­ლი­ან და­მა­ჯე­რებ­ლად გა­ნა­სა­ხი­ე­რეო. წი­ნა­სა­ა­ხალ­წლო პე­რი­ოდ­ში დატ­ვირ­თუ­ლი დღის რე­ჟი­მი მქონ­და. თე­ატ­რში "სა­შო­ბაო სიმ­ღე­რა" დავ­დგით, სე­რი­ალ­ში გა­და­ღე­ბე­ბი იყო და პა­რა­ლე­ლუ­რად, "ჯი­დი­ეს­ზე" - სე­რი­ალ­ში "პა­ნი­კის გა­რე­შე" ვთა­მა­შობ­დი" - იხსენებდა მსახიობი. 

  • სამი შვილი და ოჯახური იდილია - "თესეას" ვარსკვლავის, ანიკო ცეცხლაძის უცნობი ამბები 

tamar

  • "ერთხელ მითხრა, არასდროს დაკარგო ღირსება, თორემ მერე არაფერი გამოგივაო" - ნინა ლორთქიფანიძის ოჯახი და კარიერა 

შესრულებული როლები:

ბიანკა - ჯოვანი ბოკაჩოს მიხედვით ”დეკამერონი” რეჟისორი ლევან წულაძე

უნტერ ოფიცრის ქვრივი - ნიკოლოზ გოგოლი ”რევიზორი”, რეჟისორი გიზო ჟორდანია

მორინ ფოლანი - მარტინ მაკდონაჰი "სილამაზის დედოფალი" რეჟისორი გურამ ვაშაკიძე

ქალი – "ტანგო ნაბიჭვართან" რეჟისორი ქეთევან ხარშილაძე, გურამ ვაშაკიძე

ბეტი - არტურ მილერი "სეილემის პროცესი", რეჟ. თემურ ჩხეიძე

სონია - დავით კლდიაშვილი "ქამუშაძის გაჭირვება", რეჟ. დიმიტრი ხვთისიაშვილი

კესო - ლალი როსება "სახლის ანგელოზები", რეჟ. მედეა კუჭუხიძე