აღდგომის დღესასწაული გვანცა დარასელიას ოჯახში - Marao

აღდგომის დღესასწაული გვანცა დარასელიას ოჯახში

2025-04-22 11:20:48+04:00

გვანცა დარასელია ახლა ტელევიზიის მიღმა საქმიანობს - მან რადიოში გადაინაცვლა და საყვარელი ხმის მოსმენა დღეს "ქალების რადიოში" შეგიძლიათ. მიუხედავად იმისა, რომ გვანცას ტელევიზიაში ხშირად ვეღარ ვხედავთ, მისი სოციალური ქსელი სავსეა სიახლეებით... 

ამჯერად გვანცა ოჯახის წევრებთან ერთად აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს:

gvantsa

gvantsa

გვანცა დარასელია

გვანცა დარასელია ტელეწამყვანის ამპლუას 15 წლის მანძილზე ირგებდა, თუმცა ცოტა ხნის წინ მშობლიური არხიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო: "ჩემო ძვირფასებო! მახარებს თქვენი უამრავი გზავნილი იმის შესახებ, რომ გენატრებით ეკრანზე. მე არ წავსულვარ პროფესიიდან- მიყვარს ის და არასდროს გავცვლი სხვა რამეზე. დროებითი პაუზა მაქვს, რომელიც ავიღე ჩემი ნებით და კმაყოფილი ვარ ჩემი გადაწყვეტილებით. მალე, აუცილებლად დავბრუნდები.

  • ახდენილი ოცნება და ოჯახური კადრები პრაღიდან: როგორი იყო გვანცა დარასელიას ახალი წელი 

"ბოლო წლების განმავლობაში რასაც ვაკეთებდი, უკვე ძალიან დამღლელი, რუტინული საქმე იყო, მაგრამ მე ნამდვილად არ მითქვამს უარი ჩემს პროფესიაზე. ეს არის ჩემი საქმე, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს. უბრალოდ, მინდოდა, რომ გადახალისებულიყო. ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღე. პროფესიიდან წასვლა ერთი წუთითაც არ მიფიქრია. მქონდა რამდენიმე შემოთავაზება სხვა სფეროდან, საკმაოდ სოლიდური იყო ყველანაირად, მაგრამ უარი ვთქვი, რადგან მოითხოვდა ჩემი პროფესიიდან დისტანციას. ამ გადაწყვეტილების ცოტა შემეშინდა" - ამბობდა გვანცა. 

  • რატომ გაქრა გვანცა დარასელია ეკრანიდან: სრულიად ახალი ცხოვრება, ბედნიერი ოჯახი და ამბები კადრს მიღმა 

გვანცა დარასელიას ქმარი

„ეს სიყვარული, რასაც მე ვგრძნობ მეუღლის მიმართ, არის ყველაფერზე მაღლა მდგომი, რომელმაც ბევრი რამ გადაგვატანინა და ასე მოგვიყვანა აქამდე...მე ცოტა უკარება ადამიანი ვიყავი, ახლაც დისტანციური ადამიანი ვარ, მიჭირს შევიდე ადამიანთან ნდობაში... მაქსიმალურად ვირიდებდი თავიდან, თუმცა თავბრუ დამახვია თავისი სიყვარულით... მაშინ 20 წლის ვიყავი.

  • დღესასწაული გვანცა დარასელიას ოჯახში: ტელეწამყვანის ოჯახური კადრები მეუღლესა და შვილებთან ერთად 

მე მაქვს ცოტა დამთმობი ხასიათი... მას კი ყველაფერი ჩვენთვის უნდა, ყველაფერი ჩვენთვის ხდება. ეს ძალიან გაძლიერებს ქალს... ზრუნვა და ჩემი პიროვნების აღიარება ხდება, ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია", – ამბობდა გვანცა.

გვანცას მეუღლე ყოფილი მორაგბე, ვახო მჭედლიძეა. ამჟამად ის ბიზნესმენია და ბედი პოლიტიკაშიც სცადა. წყვილმა ერთმანეთ ერთ-ერთი საღამოზე გაიცნეს, სადაც გვანცაც მღეროდა. ტელეწამყვანის გარეგნობითა და ხმით მოხიბლულმა ვახომ მისი გაცნობა გადაწყვიტა და ყველაფერი ასე დაიწყო.