ქართველი მსახიობი, ტელეწამყვანი და ფოტომოდელი შორენა ბეგაშვილი საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო და შეიყვარა. მან თამამი ფოტოებითა თუ ხმაურიანი განცხადებებით არაერთხელ მიიქცია მედიის ყურადღება, ხშირად ხდებოდა განხილვისა და კრიტიკის საგანიც, თუმცა მასზე გავრცელებულ ჭორებსა და ნეგატიურ კომენტარებს ყოველთვის სიმშვიდით ხვდება.
“ინსტაგრამზე” შორენას 1.1 მილიონი გამომწერი ჰყავს და ცნობილი ინფლუენსერია - ჰყავს ძვირადღირებული მანქანა, ფლობს საკუთარ ვილას დიღომში და მოგზაურობს უამრავ ქვეყანაში.
განსაკუთრებულ ყურადღებას შორენა ბეგაშვილის ჩანთების კოლექცია იმსახურებს. Dior, Gucci, Fendi, BALMAIN - ეს იმ ბრენდების მცირე ჩამონათვალია, რომელიც ტელეწამყვანის გარდერობშია.
ამ წითელი Mini Lady Dior Bag-ის ფასი, დაახლოებით, 5 000 ევროა.
Gucci-ის ამ ცნობილი მოდელის ფასი 3 000-დან 4 000-ევრომდე მერყეობს
Birkin 30 Aligator-ის მოდელი, ნიანგის ტყავისგან არის დამზადებული და მისი ღირებულება 69 900 ევროა.
ერთ-ერთ ფოტოზე, ტელეწამყვანს წითელი HERMES Birkin-ის ჩანთა უჭირავს ხელში, მისი დაახლოებითი ღირებულება 13 100 ევროდან იწყება.
ცოტა ხნის წინ, შორენამ გარდერობს ერმესის კიდევ ერთი ჩანთა შეამატა, რომლის ღირებულებაც 175 000 ევროა.
HERME-ის ახალი შენაძენი შორენა ბეგაშვილმა მეგობრებს სულ ცოტა ხნის წინ გაუზიარა. ლიმიტირებული ყავისფერი მოდელის ღირებულება 83 000 ევროა.
GUCCI-ის ამ ტრენდული მოდელის ფასი 4 000 ევრომდეა.
Miu MiuArcadie mini bag-ის ფასი 2 000-დან 4 000-ევრომდეა.
Moschino Love Me Bag ამ პატარა გულის ფორმის ჩანთის ფასი დაახლოებით 2 000 ევროა.
Valentino-ს ამ პატარა ვარდისფერი ჩანთის ღირებულება კი 2 700-3 000 ევროა.
შორენა ბეგაშვილი სოციალურ ქსელში პერიოდულად აქვეყნებს კადრებს საკუთარი ცხოვრებიდან. მან ბოლო დროს საყვარელი მამაკაცისგან არაერთი ძვირადღირებული საჩუქარი მიიღო, რის შესახებაც თავად დაწერა, თუმცა საჩუქრების ავტორის ვინაობის გამხელისგან თავს იკავებდა. ცოტა ხნის წინ მან დაწერა კიდეც, რომ "ინსტაგრამზე" ყველაზე მეტი კითხვა სწორედ ამ თემაზე მისდიოდა, ამჯერად კი მან რჩეულთან ერთად გადაღებული კადრების გასაჯაროება გადაწყვიტა.
როგორც ცნობილი ხდება, შორენა ბეგაშვილის შეყვარებული 65 წლის ქართველი ბიზნესმენი მამუკა ურუშაძეა. წყვილს შორის 23-წლიანი ასაკობრივი სხვაობაა.
შორენა ბეგაშვილმა დაამთავრა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი. მუშაობდა ვაკის თეატრალურ სარდაფში, რუსთაველის თეატრალურ სარდაფში, თეატრ „გლობუსში“.
შორენას კარიერა პრაქტიკულად დაიწყო 2008 წლიდან, როდესაც ის „ფლეიბოისთვის“ გადაიღეს. 2009–2010 წლებში ჰქონდა საავტორო ხასიათის გადაცემა „ღამე შორენასთან“ (იმედი TV). გადაცემას ბევრი კრიტიკა მოჰყვა და მალევე დაიხურა კიდეც. „რუსთავი 2“-ის ეთერში ვანიკო თარხნიშვილთან ერთად მიჰყავდა გადაცემა „იღბლიანი ბორბალი“. 2020 წლის სექტემბრიდან "რუსთავი 2"-ზე მიჰყავს გადაცემა „შორენას ეფექტი“.
შორენა გახვეული იყო უამრავ სკანდალში, როგორც მისი საქმიანობის, ასევე მისი პირადი ცხოვრების გარშემო. ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული სკანდალი ეხება მისი და საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრის, დავით მუხრანელის რომანს.
შორენა ბეგაშვილისა და "კანონიერი ქურდის", ლაშა ბარათელის ურთიერთობის შესახებ საზოგადოება ასევე ბევრს საუბრობდა, შორენამ კარანტინის პერიოდი სწორედ საყვარელ მამაკაცთან ერთად ესპანეთში გაატარა და ერთად გადაღებული ფოტოებიც გამოაქვეყნა. წყვილი დაშორდა და მას შემდეგ შორენა პირადი ცხოვრების გასაჯაროებას ერიდება.
შორენა ბეგაშვილს ჰყავს ერთი ქალიშვილი, ევა ბარბაქაძე, რომელიც ზურაბ ბარბაქაძესთან ქორწინებაში 2001 წელს შეეძინა. რამდენიმე წლის წინ, უბედური შემთხვევის დროს, როცა ევა მაღალი სართულიდან გადავარდა და სიკვდილს სასაწაულებრივად გადაურჩა, შორენა ბეგაშვილს რთული პერიოდის გავლა მოუწია, თუმცა დღეს დედა-შვილი ერთად და ბედნიერად ცხოვრობს. ევა უკვე სტუდენტია და აგრძელებს სრულფასოვან ცხოვრებას. შორენა ბევრს მოგზაურობს, კადრებს კი ერთგულ გამომწერებსაც უზიარებს.