შორენა ბეგაშვილის ძვირადღირებული ჩანთების კოლექცია: TOP 10 ჩანთა მსახიობის გარდერობში - Marao

შორენა ბეგაშვილის ძვირადღირებული ჩანთების კოლექცია: TOP 10 ჩანთა მსახიობის გარდერობში

2025-04-24 16:03:34+04:00

ქართველი მსახიობი, ტელეწამყვანი და ფოტომოდელი შორენა ბეგაშვილი საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო და შეიყვარა. მან თამამი ფოტოებითა თუ ხმაურიანი განცხადებებით არაერთხელ მიიქცია მედიის ყურადღება, ხშირად ხდებოდა განხილვისა და კრიტიკის საგანიც, თუმცა მასზე გავრცელებულ ჭორებსა და ნეგატიურ კომენტარებს ყოველთვის სიმშვიდით ხვდება.  

“ინ­სტაგ­რამ­ზე” შო­რე­ნას 1.1 მი­ლი­ო­ნი გა­მომ­წე­რი ჰყავს და ცნობილი ინფლუ­ენ­სე­რია  - ჰყავს ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი მან­ქა­ნა, ფლობს სა­კუ­თარ ვი­ლას დი­ღომ­ში და მოგ­ზა­უ­რობს უამ­რავ ქვე­ყა­ნა­ში.

განსაკუთრებულ ყურადღებას შორენა ბეგაშვილის ჩანთების კოლექცია იმსახურებს. Dior, Gucci, Fendi, BALMAIN - ეს იმ ბრენდების მცირე ჩამონათვალია, რომელიც ტელეწამყვანის გარდერობშია.

ამ წითელი Mini Lady Dior Bag-ის ფასი, დაახლოებით, 5 000 ევროა. 

shorena_chanta

Gucci-ის ამ ცნობილი მოდელის ფასი 3 000-დან 4 000-ევრომდე მერყეობს 

shorena

Birkin 30 Aligator-ის მო­დე­ლი, ნი­ან­გის ტყა­ვის­გან არის დამ­ზა­დე­ბუ­ლი და მისი ღი­რე­ბუ­ლე­ბა 69 900 ევ­როა. 

shorena

ერთ-ერთ ფოტოზე, ტელეწამყვანს წითელი HERMES Birkin-ის ჩანთა უჭირავს ხელში, მისი დაახლოებითი ღირებულება 13 100 ევროდან იწყება. 

birkin

ცოტა ხნის წინ, შორენამ გარდერობს ერმესის კიდევ ერთი ჩანთა შეამატა, რომლის ღირებულებაც 175 000 ევროა.

shorena

HERME-ის ახალი შენაძენი შორენა ბეგაშვილმა მეგობრებს სულ ცოტა ხნის წინ გაუზიარა. ლიმიტირებული ყავისფერი მოდელის ღირებულება 83 000 ევროა. 

shorena

GUCCI-ის ამ ტრენდული მოდელის ფასი 4 000 ევრომდეა.

shorena 

Miu MiuArcadie mini bag-ის ფასი 2 000-დან 4 000-ევრომდეა.

shorena

Moschino Love Me Bag ამ პატარა გულის ფორმის ჩანთის ფასი დაახლოებით 2 000 ევროა. 

shorena

Valentino-ს ამ პატარა ვარდისფერი ჩანთის ღირებულება კი 2 700-3 000 ევროა.

shorena

ვინ არის შორენა ბეგაშვილის რჩეული?

 შორენა ბეგაშვილი სოციალურ ქსელში პერიოდულად აქვეყნებს კადრებს საკუთარი ცხოვრებიდან. მან ბოლო დროს საყვარელი მამაკაცისგან არაერთი ძვირადღირებული საჩუქარი მიიღო, რის შესახებაც თავად დაწერა, თუმცა საჩუქრების ავტორის ვინაობის გამხელისგან თავს იკავებდა. ცოტა ხნის წინ მან დაწერა კიდეც, რომ "ინსტაგრამზე" ყველაზე მეტი კითხვა სწორედ ამ თემაზე მისდიოდა, ამჯერად კი მან რჩეულთან ერთად გადაღებული კადრების გასაჯაროება გადაწყვიტა. 

როგორც ცნობილი ხდება, შორენა ბეგაშვილის შეყვარებული 65 წლის ქართველი ბიზნესმენი მამუკა ურუშაძეა. წყვილს შორის 23-წლიანი ასაკობრივი სხვაობაა. 

  • საოცარი პერიოდი ჩემს ცხოვრებაში, როცა გაჩნდა პატარა არსება" - შორენა ბეგაშვილის ფოტოები არქივიდან 

შორენა ბეგაშვილი

შორენა ბეგაშვილმა დაამთავრა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი. მუშაობდა ვაკის თეატრალურ სარდაფში, რუსთაველის თეატრალურ სარდაფში, თეატრ „გლობუსში“.

შორენას კარიერა პრაქტიკულად დაიწყო 2008 წლიდან, როდესაც ის „ფლეიბოისთვის“ გადაიღეს. 2009–2010 წლებში ჰქონდა საავტორო ხასიათის გადაცემა „ღამე შორენასთან“ (იმედი TV). გადაცემას ბევრი კრიტიკა მოჰყვა და მალევე დაიხურა კიდეც. „რუსთავი 2“-ის ეთერში ვანიკო თარხნიშვილთან ერთად მიჰყავდა გადაცემა „იღბლიანი ბორბალი“. 2020 წლის სექტემბრიდან "რუსთავი 2"-ზე მიჰყავს გადაცემა „შორენას ეფექტი“.

  • "არაფერია ბედნიერ ქალზე ლამაზი" - შორენა ბეგაშვილის ემოცია HERMES-ის ჩანთის მიღებისას 

შორენა გახვეული იყო უამრავ სკანდალში, როგორც მისი საქმიანობის, ასევე მისი პირადი ცხოვრების გარშემო. ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული სკანდალი ეხება მისი და საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრის, დავით მუხრანელის რომანს.

შორენა ბეგაშვილისა და "კანონიერი ქურდის", ლაშა ბარათელის ურთიერთობის შესახებ საზოგადოება ასევე ბევრს საუბრობდა,  შორენამ კარანტინის პერიოდი სწორედ საყვარელ მამაკაცთან ერთად ესპანეთში გაატარა და ერთად გადაღებული ფოტოებიც გამოაქვეყნა. წყვილი დაშორდა და მას შემდეგ შორენა პირადი ცხოვრების გასაჯაროებას ერიდება. 

  • განსაკუთრებული სიურპრიზი და ფოტოები რჩეულთან ერთად: შორენა ბეგაშვილი რომანტიკულ კადრებს აქვეყნებს 

შორენა ბეგაშვილს ჰყავს ერთი ქალიშვილი, ევა ბარბაქაძე, რომელიც ზურაბ ბარბაქაძესთან ქორწინებაში 2001 წელს შეეძინა. რამდენიმე წლის წინ, უბედური შემთხვევის დროს, როცა ევა მაღალი სართულიდან გადავარდა და სიკვდილს სასაწაულებრივად გადაურჩა, შორენა ბეგაშვილს რთული პერიოდის გავლა მოუწია, თუმცა დღეს დედა-შვილი ერთად და ბედნიერად ცხოვრობს. ევა უკვე სტუდენტია და აგრძელებს სრულფასოვან ცხოვრებას. შორენა ბევრს მოგზაურობს, კადრებს კი ერთგულ გამომწერებსაც უზიარებს.