ცნობილი ოჯახის შვილობა, ხმაურიანი განცხადებები და კარიერა დუბაიში - ქეთო თოფურიძის ცხოვრების საინტერესო დეტალები - Marao

ცნობილი ოჯახის შვილობა, ხმაურიანი განცხადებები და კარიერა დუბაიში - ქეთო თოფურიძის ცხოვრების საინტერესო დეტალები

2025-04-28 15:24:28+04:00

ეკა კახიანი ცნობილი მსახიობის, იმედა კახიანისა და ფლორა ანთიძის ქალიშვილია. ცნობილი ოჯახიდან გამომდინარე, ეკას საზოგადოება ბავშვობიდან იცნობს. გარდა ამისა, ის "მზიურელია" და მუსიკალური კარიერის შექმნაც სწორედ აქედან დაიწყო. ეკა პროფესიით მსახიობია და თეატრის სცენასა თუ ეკრანებზეც არაერთხელ გვინახავს. 

ეკა ნაადრევ ასაკში რეჟისორ ერეკლე ბადურაშვილზე დაქორწინდა, რომელთანაც ქალიშვილი, ყველასთვის ცნობილი მომღერალი ნინი ბადურაშვილი ჰყავს. პირველი ქორწინება წარუმატებელი აღმოჩნდა და ერეკლესთან დაშორების შემდეგ ეკამ ნიკო თოფურიძეზე იქორწინა. მათ ორი შვილი, ანასტასია და ქეთო შეეძინათ.

  • "მადლობელი ვარ ჩემს ცხოვრებაში ყველაფრისთვის - ადამიანებისთვის, მომენტებისთვის" - ქეთო თოფურიძე 

keto

  • ქეთო თოფურიძის პირველი კომენტარი კრიტიკისა და ბულინგის შესახებ: "ქართული ოცნების" წევრი მამა, წარმატებული კარიერა და ცნობილი ოჯახი 

26 წლის უმშვენიერესი ქეთო დებს შორის ყველაზე უმცროსია. ცნობილი ოჯახიდან გამომდინარე, ის ყოველთვის იყო ყურადღების ცენტრში. ქეთომ დედისა და დებისგან განსხვავებული პროფესია აირჩია და პიარისა და მარკეტინგის სფეროში საქმიანობს. მან მცირე ასაკში მოახერხა ამ მიმართულებით წარმატების მიღწევა და განვითარებას მუდმივად აგრძელებს. 

  • ხმაური ქეთო თოფურიძის განცხადების გარშემო: ვინ არის ეკა კახიანის უმცროსი ქალიშვილი და რას საქმიანობს ის 

ქეთოს მამა, ხა­რა­გა­უ­ლის გამ­გე­ბე­ლი გახ­ლდათ, რო­მე­ლიც ყო­ფილ­მა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა წა­რად­გი­ნა. ქეთო "ჰაივ ტექ ჰა­ბის" ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბის დი­რექ­ტო­რის პოზიციას იკავებდა. ის ხში­რად სტუმ­რობს სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­და­ცე­მებს და სა­კუ­თარ ბიზ­ნეს საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე სა­უბ­რობს.

  • "ყოველთვის გამორჩეული" - ნინი ბადურაშვილის სტილი და ახალი ფოტოები 

ქეთო თოფურიძის განცხადება

მიუხედავად იმისა, რომ ქეთო პოპულარულ შოუებსა და გადაცემებს თითქმის არასდროს სტუმრობს და უფრო ხშირად პროფესიის შესახებ საუბრობს, მისი ცხოვრება მაინც არაერთხელ იქცა განხილვის საგნად. ჯერ კიდევ 2016 წელს ბევრს წერდნენ, რომ გოგონამ პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა და გარეგნობაში ცვლილებები შეიტანა. მოგვიანებით ქეთომ ყურადღება კარიერული წარმატებითაც მიიქცია: ქეთო თოფურიძე 21 წლის ასაკში ერთ-ერთ ავტოსატრანსპორტო კომპანიის დირექტორი იყო. ეს უმსხვილესი კომპანია ძვირადღირებული მანქანების გაქირავებას კურირებდა.

ცოტა ხნის წინ,  ქეთო თოფურიძის განცხადება კრიტიკის მიზეზი გახდა - სოციალურ ქსელში მის მიერ გამოქვეყნებული "სთორი" არაერთ გვერდზე გავრცელდა, სადაც წერდნენ, რომ შექმნილი პოლიტიკური თუ სოციალური სიტუაციის გათვალისწინებით, მსგავსი კომენტარები მიუღებელია. 

keto

საქმე ეხებოდა, ქეთოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას, სადაც იგი აქციის მონაწილეებს აკრიტიკებდა:

"ვერ გადავადგილდებით ქალაქში. ასე უნდა გაგრძელდეს? თუ ალაგდებიან და წავლენ სახლებში ნეტა?" - წერდა ქეთო.

ქეთო თოფურიძის კარიერა

ქეთო თოფურიძე უკვე რამდენიმე წელია, პიარისა და მარკეტინგის მიმართულებით საქმიანობს. იკავებდა არაერთ მაღალ თანამდებობასაც, ამჯერად კი მან  მეგობრებს კარიერული წარმატების შესახებ სასიხარულო სიახლე გაუზიარა. 

"4-წლიანი გამორჩეულად საინტერესო გზა გავიარე ტექნოლოგიების სფეროში. ახალი თავგადასავლის დროა - კარიერას დუბაიში, @nextproperty_com -ში ვაგრძელებ, გენერალური მენეჯერის პოზიციაზე .წინ დიდი გეგმებია და მჯერა, ამ გუნდთან ერთად კიდევ უფრო დიდ წარმატებას შევძლებ"- დაწერა მან.