სალომე კასრაძე სოციალურ ქსელში ნაოჭების პრევენციასთან დაკავშირებულ ვიდეოს აქვეყნებს:
"37 წლის ვარ და არასდროს გამიკეთებია ბოტოქსი. ვისაც ნაოჭების ბუნებრივი მოვლა გაინტერესებთ, გიზიარებთ იაპონური სახის ტეიპებს" - წერს ბლოგერი.
თავის მოვლის პირველი საფეხური მაკიაჟის მოშორებაა. ამისთვის ვიყენებ ნუქსის ზეთს, რომელიც ყველაზე მძიმე მაკიაჟსაც კი აშორებს. წმენდის მეორე საფეხური ნორევას ზეთოვანი დასაბანი გელია.
რაც შეეხება ტეიპს, ის სათანადო ზომაზე უნდა გაჭრათ. აღსანიშნავია, რომ ტეიპი ნაჭრის მატერიისაა და ჰაერსაც ატარებს. წარბებს შორის ვიწებებთ ტეიპს, მეორე ხელით კი ვქაჩავ კანს და ასე ვამაგრებ."
რა არის სახის ტეიპი?
სახის ტეიპის რეგულარული გამოყენებისას კუნთებისა და უჯრედული მეხსიერება აქტიურდება. ასევე, სახის ტეიპი ახდენს კანის ‘ლიფტინგს’, შესაბამისად, ლოკალურად საგრძნობლად უმჯობესდება სისხლის ცირკულაცია. კანი და კუნთები ტეიპის მოხსნის შემდეგ, რჩება იმავე მდგომარეობაში, რის გამოც ნაოჭები გლუვდება, ხოლო კანი იჭიმება.
აღსანიშნავია, რომ ეს ახალი პროცედურა არ არის და ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში შეიქმნა. 1889 წელს მარგარეტ კრეუზენმა შექმნა ნაოჭების საწინააღმდეგო პაჩი თავისი ქალიშვილისთვის, ალისისთვის, რომელიც პიანისტი იყო.
სინამდვილეში, ასაკთან ერთად წარმოქმნილი ნაოჭების შესამცირებლად, კანზე რაიმე ზემოქმედების კუთხით არანაირი მტკიცებულება არ არსებობს ამ მეთოდის ეფექტურობაზე. ნაოჭების გასწორება შესაძლებელია მხოლოდ შიგნიდან.
არასწორია ტეპინგს ბოტოქსის შემცვლელი ვუწოდოთ. ბოტოქსის ეფექტი 3-6 თვე გრძელდება. ტოქსინი ახდენს სახის კუნთების პარალიზებას რის გამოც ნაოჭები დროებით იშლება, შემდეგ ბუნებრივად გამოიყოფა ორგანიზმიდან და კუნთები წინა აქტივობას უბრუნდება. ხარვეზები ნაოჭების შემცირების გრძელვადიანი ეფექტის არარსებობის გარდა, ლენტს ასევე აქვს გვერდითი მოვლენები, რომლებიც შეიძლება საზიანო იყოს კანისთვის. თუ ლენტი ძალიან დიდხანს დარჩა სახეზე, ამან შეიძლება გამოიწვიოს ფორების გადაკეტვა და გამონაყარი, ოფლისა და ცხიმის დაგროვების გამო.