"37 წლის ვარ და არასდროს გამიკეთებია ბოტოქსი" - რა არის სახის ტეიპი და რა დადებით თვისება ახასიათებს მას - Marao

"37 წლის ვარ და არასდროს გამიკეთებია ბოტოქსი" - რა არის სახის ტეიპი და რა დადებით თვისება ახასიათებს მას

2025-04-28 08:57:34+04:00

სალომე კასრაძე სოციალურ ქსელში ნაოჭების პრევენციასთან დაკავშირებულ ვიდეოს აქვეყნებს:

"37 წლის ვარ და არასდროს გამიკეთებია ბოტოქსი. ვისაც ნაოჭების ბუნებრივი მოვლა გაინტერესებთ, გიზიარებთ იაპონური სახის ტეიპებს" - წერს ბლოგერი. 

თავის მოვლის პირველი საფეხური მაკიაჟის მოშორებაა. ამისთვის ვიყენებ ნუქსის ზეთს, რომელიც ყველაზე მძიმე მაკიაჟსაც კი აშორებს. წმენდის მეორე საფეხური ნორევას ზეთოვანი დასაბანი გელია. 

რაც შეეხება ტეიპს, ის სათანადო ზომაზე უნდა გაჭრათ. აღსანიშნავია, რომ ტეიპი ნაჭრის მატერიისაა და ჰაერსაც ატარებს. წარბებს შორის ვიწებებთ ტეიპს, მეორე ხელით კი ვქაჩავ კანს და ასე ვამაგრებ."

  • "გვიცავს ოსტეოქონდროზისაგან, ჰორმონალური დისბალანსისაგან" - სახლში გასაკეთებელი მარტივი ვარჯიშის ვიდეოგაკვეთილი ნუცა შანშიაშვილისგან 

რა არის სახის ტეიპი?

სახის ტეიპის რეგულარული გამოყენებისას კუნთებისა და უჯრედული მეხსიერება აქტიურდება. ასევე, სახის ტეიპი ახდენს კანის ‘ლიფტინგს’, შესაბამისად, ლოკალურად საგრძნობლად უმჯობესდება სისხლის ცირკულაცია. კანი და კუნთები ტეიპის მოხსნის შემდეგ, რჩება იმავე მდგომარეობაში, რის გამოც ნაოჭები გლუვდება, ხოლო კანი იჭიმება. 

  • მარიამ გეგუჩაძის რჩევები წონის კლებასთან დაკავშირებით - რა არის OMAD დიეტა? 
  • აუმჯობესებს კანის მდგომარეობას;
  • ამცირებს შეშუპებას;
  • აუმჯობესებს ლიმფურ დრენაჟს;
  • ებრძვის ნაოჭებს;
  • ხსნის სტრესსა და აფიქსირებს მიმიკურ კუნთებს;
  • ახდენს კუნთების რელაქსაციასა და კანის გადაჭიმვას.

აღსანიშნავია, რომ ეს ახალი პროცედურა არ არის და  ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში შეიქმნა. 1889 წელს მარგარეტ კრეუზენმა შექმნა ნაოჭების საწინააღმდეგო პაჩი თავისი ქალიშვილისთვის, ალისისთვის, რომელიც პიანისტი იყო.

  • "თამამად შემიძლია გირჩიოთ ეს პროცედურა, ხელს უწყობს ცხიმის დაწვას, ცელულიტის გაქრობას, ძალიან სასარგებლოა სისხლძარღვებისთვის" - თაკო ჩხეიძის რჩევები ქალებს 

სინამდვილეში, ასაკთან ერთად წარმოქმნილი ნაოჭების შესამცირებლად, კანზე რაიმე ზემოქმედების კუთხით არანაირი მტკიცებულება არ არსებობს ამ მეთოდის ეფექტურობაზე. ნაოჭების გასწორება შესაძლებელია მხოლოდ შიგნიდან.

  • "ბოტოქსი პირველად 2023 წლის იანვარში გავიკეთე, 29 წლის ასაკში"- ლიკუნა მეტრეველის სილამაზის რჩევები 

არასწორია ტეპინგს ბოტოქსის შემცვლელი ვუწოდოთ. ბოტოქსის ეფექტი 3-6 თვე გრძელდება. ტოქსინი ახდენს სახის კუნთების პარალიზებას რის გამოც ნაოჭები დროებით იშლება, შემდეგ ბუნებრივად გამოიყოფა ორგანიზმიდან და კუნთები წინა აქტივობას უბრუნდება. ხარვეზები ნაოჭების შემცირების გრძელვადიანი ეფექტის არარსებობის გარდა, ლენტს ასევე აქვს გვერდითი მოვლენები, რომლებიც შეიძლება საზიანო იყოს კანისთვის. თუ ლენტი ძალიან დიდხანს დარჩა სახეზე, ამან შეიძლება გამოიწვიოს ფორების გადაკეტვა და გამონაყარი, ოფლისა და ცხიმის დაგროვების გამო.