ცნობილი შეფმზარეული ლუკა ნაჭყებია და მისი მეორე ნახევარი, ანუკა ჯორბენაძე რამდენიმე ხნის წინ მშობლები გახდნენ. წყვილს უსაყვარლესი გოგონა შეეძინათ, რომელსაც ანიტა დაარქვეს. ამჯერად ლუკა უსაყვარლეს ფოტოს აქვეყნებს:

ლუკა ნაჭყებია
ლუკა ნაჭყებია ფართო საზოგადოებამ პოპულარული შოუდან "მასტერშეფი" გაიცნო, სადაც ის ჟიურის ერთ-ერთი წევრი იყო. ლუკა, გარდა იმისა, რომ ამ სფეროში გამორჩეული პროფესიონალია, საკუთარ გამოცდილებას დამწყებ კულინარებსაც უზიარებს და ამ შესაძლებლობას ცხოვრების მთავარ გამართლებად მიიჩნევს:
"მაგარი რამე ყოფილა ბავშვი" - ლუკა ნაჭყებია შვილთან ერთად გადაღებულ კადრებს გვიზიარებს
"ერთი, რაშიც გამიმართლა ცხოვრებაში - ძალიან ახალგაზრდა გავხდი ლექტორი და ლექტორობა დიდი პასუხისმგებლობაა. თან საუკეთესო ახალგაზრდები მოდიან, ყოველი მომავალი თაობა წინაზე უკეთესია. სულ მზადყოფნაში უნდა ვიყო, არასწორი პასუხის ფუფუნება არ მაქვს. საკუთარი თავის განვითარება და წნეხში ყოფნა სიამოვნებას მანიჭებს. კომფორტი არ მომწონს. მინდა, სულ მეშინოდეს იმის, რომ ვიღაც იტყვის, ლუკამ რაღაც არ იცისო. ამიტომ არის, რომ დღე-ღამეში 4 საათი მძინავს, უმეტესი დრო ვმუშაობ, ან რაღაცას ვსწავლობ. ჩვენი დარგი ახლა ვითარდება და თუ ამ დარგში მომუშავე ხალხს ასეთი მიდგომა არ ექნება, კულინარია, როგორც ხელოვნება და ხელობა, შორს ვერ წავა. ამიტომ, სულ მაქვს შიში, რომ რაღაც არ გამომივა; სტრესი სულ არის, სულ არის ეჭვი, საკმარისს ვაკეთებ თუ არა. მაგრამ მგონია, რომ ეს არის მამოძრავებელი და, ამიტომ, კარგია", - ამბობდა ის.
სულ ცოტა ხნის წინ ლუკა ნაჭყებიამ სოციალურ ქსელში მეგობრებსა და გამომწერებს სასიხარულო ინფორმაცია გაუზიარა და დაწერა, რომ დაინიშნა. მისსა და მისი რჩეულის, ანუკა ჯორბენაძის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო.
წყვილმა ოფიციალურადაც იქორწინა, რის შესახებაც პროდიუსერმა თეონა ჯორბენაძემ დაწერა და წყვილის ფოტოები გამოაქვეყნა: "ნამდვილი სიყვარული ჩვენს ოჯახშიც მოფრენილა და ანუკა და ნუციკო სატრფოებთან გაფრენილან. ასე ერთმანეთის მიყოლებით, ერთ ზაფხულს, ორი ძალიან მაგარი ბიჭი, ლუკა და გიორგი, აწ უკვე ჩვენს ძვირფას სიძეებად იწოდებიან. ახალი და ბედნიერი თავგადასავალი იწყება" - დაწერა მან.