"რატომ უნდა გავუღიმო მას, ვინც არ მომწონს და ვიმეგობრო მასთან, ვინც არ მაინტერესებს" - ლეგენდარული ალ პაჩინოს ცხოვრების საინტერესო დეტალები - Marao

"რატომ უნდა გავუღიმო მას, ვინც არ მომწონს და ვიმეგობრო მასთან, ვინც არ მაინტერესებს" - ლეგენდარული ალ პაჩინოს ცხოვრების საინტერესო დეტალები

2025-04-28 14:31:18+04:00

ლეგენდარული ამერიკელი მსახიობი, ალფრედ ჯეიმს პაჩინო 1940 წლის 25 აპრილს, ნიუ-იორკში დაიბადა. მშობლები მაშინ  დაშორდნენ, როცა ალი 2 წლის იყო. მისი ბებია და ბაბუა  წარმოშობით სოფელ კორლეონედან იყვნენ.

ბავშვობაში მისი ერთადერთი გართობა დედასთან ერთად კინოთეატრში წასვლა იყო. ყოველი სეანსის შემდგომ, ბიჭი ნანახი ფილმის შინაარსს ბებიას უყვებოდა და საუბრის ბოლოს ყოველთვის აღნიშნავდა, რომ თავად აუცილებლად მსახიობი გახდებოდა. 

17 წლის ასაკში  სწავლას თავი დაანება და  სხვადასხვა დროს ფოსტალიონად, კურიერად და გაზეთების გამყიდველად მუშაობდა.

  • ჟანრი ლოლაშვილი 83 წლისაა: 2 ქორწინება, კლინიკური სიკვდილი, მხატვრობა და დაუვიწყარი როლები: ლეგენდარული მსახიობის პორტრეტი 

pacino

  • "გაკვეთილებს არასდროს ვაცდენდი. მიყვარდა 5-იანების მიღება. მომწონდა ყოველთვის დროზე მისვლა" - მიშელ ობამას ცხოვრება და კარიერა 

1961 წლის 7 იანვარს, 21 წლის ასაკში ალ პაჩინო საპატრულო პოლიციამ დააკავა.მსახიობს ეკეთა ნიღაბი და შავი ხელთათმანები, ხოლო ავტომობილი დაბალი სიჩქარით მოძრაობდა. საბარგულში კი რევოლვერი აღმოჩნდა. მსახიობმა 3 დღე გაატარა პოლიციის განყოფილების წინასწარი დაკავების საკანში და მხოლოდ მესამე დღეს გაირკვა, რომ რევოლვერიც და დანარჩენი ამოღებული ნივთებიც კინორეკვიზიტი იყო და პაჩინოს ის უბრალოდ ერთი გადასაღები მოედნიდან მეორეზე მიჰქონდა.

კარიერა

1971 წელს, ფილმში „პანიკა ნიდლ-პარკში“ ალ პაჩინომ ნარკომანის როლი შეასრულა. სწორედ ამ ფილმით მიიქცია მან ლეგენდარული რეჟისორის, ფრენსის ფორდ კოპოლას ყურადღება.

pacino

  • ლეგენდარული ადრიანო ჩელენტანოს ცხოვრება და კარიერა: სად არის და როგორ ცხოვრობს მომღერალი დღეს 

 1972 წელს ითამაშა მაიკლ კორლეონეს როლი, მაფიოზურ ფილმ „ნათლია" - 1974-75 წლებში, გამოჩნდა ფილმებში: „ძაღლური შუადღე“ და „ბობი დირფილდი“ და მიიღო ოქროს გლობუსი. 1970-იან წლებში მან მიიღო ოსკარის ოთხი ნომინაცია ფილმებისთვის „სერპიკო“, „ნათლია III“, „ძაღლური შუადღე“ და „...და სამართლიანობა ყველასთვის“. 

მისი კარიერა მკვეთრად დაეცა 1980-იან წლებში. თუმცა 1983 წელს, ბრაიან დე პალმას ფილმში ნაიარევი სახე,  ტონი მონტანას როლი შეასრულა და თავისი შესაძლებლობები კიდევ ერთხელ დაამტკიცა. თავისი კარიერის საუკეთესო როლად ალ პაჩინო სწორედ ტონი მონტანას მიიჩნევს.

რიჩარდ მესამეს როლის მოსამზადებლად პაჩინო სახლში ხელოვნურ კუზს იკეთებდა; „ნაიარევ სახეზე“ მუშაობის დროს კუბური აქცენტით ლაპარაკობდა; უსინათლო პოლკოვნიკის თამაში ისეთი ძნელი იყო, რომ ლამის მართლა დაბრმავდა. „როცა ვთამაშობ, მთელი ჩემი ცხოვრება პერსონაჟზეა კონცენტრირებული. მას უნდა დაუთმო მთელი დრო, უნდა გაინტერესებდეს მისი პრობლემები, მისწრაფებები...”.

pacino

გამონათქვამები

"ადვილია თვალის მოტყუება, მაგრამ გულს ვერასდროს მოატყუებ!"

"წარმატების პირველი წესი – არასდროს დანებდე! მეორე წესი – არასდროს დაივიწყო პირველი წესი!" 

"ყოველთვის მაქვს საკუთარი აზრი, რომელზეც არასდროს ვამბობ უარს, მაქვს პრინციპები, რომელთაც არასდროს ვღალატობ. არ მესმის, რატომ უნდა გავუღიმო მას, ვინც არ მომწონს და ვიმეგობრო მასთან, ვინც არ მაინტერესებს"