ჯასტინ ბიბერის მეუღლე,ჰეილი ბიბერი სოციალურ ქსელში ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ საუბრობს.
28 წლის ჰეილიმ ინსტაგრამზე გააზიარა ინფორმაცია, რომ მას საკვერცხეებზე ორი კისტა აქვს: „ამჟამად ორი კისტა მაქვს. თუ საკვერცხის კისტებთან გაქვთ საქმე, მე თქვენს გვერდით ვარ!“
ჰეილის აგვისტოში ჯასტინ ბიბერთან პირველი შვილი, ჯეკ ბლუზ ბიბერი შეეძინა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც Rhode-ის დამფუძნებელი საკვერცხის კისტებთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბრობს. 2022 წლის ნოემბერში ჰეილიმ ორსულობის შესახებ სპეკულაცია უარყო, მას შემდეგ, რაც გულშემატკივრებმა მისი შებერილი მუცელი ფეხმძიმობის ნიშნად მიიჩნიეს.
„საკვერცხეზე ვაშლის ზომის კისტა მაქვს. არ მაქვს ენდომეტრიოზი ან პოლიკისტოზური საკვერცხის სინდრომი, მაგრამ რამდენჯერმე გამიჩნდა საკვერცხის კისტა და ეს არასდროს არის სასიამოვნო“. - წერდა მაშინ ბიბერი.

ჯასტინ ბიბერის მენტალური მდგომარეობა
ჯასტინ ბიბერმა Instagram-ის სთორიში გამოქვეყნებულ პოსტში მენტალური პრობლემების შესახებ ისაუბრა.
„მთელი ცხოვრება მეუბნებოდნენ: „ვაუ, ჯასტინ, ამას იმსახურებ“ - პირადად მე ყოველთვის უღირსად ვგრძნობდი თავს. თითქოს თაღლითი ვიყავი“, - წერს ბიბერი. „ თავს ეშმაკად ვგრძნობდი, მათ რომ ჩემი ფიქრები სცოდნოდათ, ასე აღარ იტყოდნენ. რა კრიტიკული ვარ, რა ეგოისტი ვარ სინამდვილეში..
თუ თავს უღირსად გრძნობთ, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კლუბში. უმეტესად თავს მოუმზადებლად და არაკვალიფიციურად ვგრძნობ“.
პოსტი ბიბერის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გულშემატკივრების მიერ კვირების განმავლობაში გამოთქმული სპეკულაციებისა და შეშფოთების შემდეგ გავრცელდა. თებერვალში, როგორც ბიბერის, ასევე მისი მეუღლის, ჰეილის წარმომადგენლებმა მისი ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობის შესახებ კომენტარებს „დამღლელი და სავალალო“ უწოდეს.
ცნობისთვის, ჰეილისა და ჯასტინის ურთიერთობის შესახებ პრესაში ინფორმაცია 2014 წელს გავრცელდა. მაშინ ჯასტინი სელენა გომესს დაშორდა. მედია აქტიურად აშუქებდა წყვილის რომანს და, რა თქმა უნდა, სელენასთან დაშორების შემდეგ, ყველას აინტერესებდა ვინ გახდებოდა ბიბერის ახალი რჩეული.