ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ ზოგიერთი ბრენდის შეფუთვაზე დატანილია ინფორმაცია ინგრედიენტების ბუნებრივი წარმოშობის შესახებ, რაც გვატყობინებს, რომ პროდუქტი ნაკლებად შეიცავს ქიმიური პროცესებით მიღებულ ნივთიერებებს.
ნატურალური ინგრედიენტები მიიღება მცენარეებისგან და მინერალებისგან, რომელიც გვხვდება ბუნებაში და გადამუშავდება ისე, რომ ყველა სასარგებლო თვისება შეინარჩუნოს. კანის მოვლის საშუალებებში ისინი ნატურალური ფორმით გვხვდება, არ არის გენეტიკურად მოდიფიცირებული, ასეთი პროდუქტები არ შეიცავს არც სულფატებს, არც პარაბენებს, არც ნავთობისგან მიღებულ ქიმიურ ინგრედიენტებს და არც სხვა ისეთ სუბსტანციებს, რომელთა ზიანის ხარისხის შესახებ სამეცნიერო საზოგადოებაში დავა და კვლევები ჯერ კიდევ აქტიურად მიმდინარეობს.
მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი კანის მოვლის საშუალებების ბრენდი, რომელიც სწორედ ამგვარ ფილოსოფიაზეა დაფუძნებული, არის „კოდალი“ (Caudalie), ფრანგული კომპანია მრავალწლიანი ისტორიით. ბრენდის ფორმულები ცნობილია ბუნებრივი წარმოშობის ინგრედიენტებისგან შექმნილი პროდუქტებით, რომელიც ერთი მხრივ უსაფრთხო და მეორე მხრივ, ეფექტურია.
ბრენდის ისტორია ჯერ კიდევ 1993 წლიდან იწყება. 1995 წელს უკვე საფრანგეთის სილამაზის ინდუსტრიაში მისი პირველი სამი პროდუქტი გამოჩნდა. „კოდალის“ უნიკალურმა ფილოსოფიამ მალევე მიიქცია მომხმარებლების ყურადღება და მათ ერთ-ერთ საყვარელ სააფთიაქო პროდუქციად იქცა. ბრენდის ყველაზე ნიშური პროდუქტი „სილამაზის ელექსირი“ ჯერ კიდევ 1997 წელს შეიქმნა და 28 წლის შემდეგაც კი არ კარგავს პოპულარობას.
„კოდალის“ ოფიციალურ ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ ყველა პროდუქტი შექმნილია საფრანგეთში, ინგრედიენტები კი მოდის პირდაპირ საოჯახო ვენახიდან, რომელსაც უნიკალური ადგიმდებარეობა აქვს. პროდუქტები გადის მკაცრ შემოწმებას და ყოველწლიურად უმჯობესდება მათი ფორმულები, რათა დააკმაყოფილოს ნებისმიერი მომხმარებლის მოთხოვნა. უნიკალური, ინოვაციური ფორმულები თავსებადია ყველა ტიპის კანისთვის, ატენიანებს, აახლებს და იცავს მას.
ამგვარ პროდუქტებში უმეტესად გვხვდება ჟოჟობა, შიის კარაქი, ალოე ვერა, ჩაის ხის ზეთი, ქოქოსის ცხიმი, გვირილა, ყურძნის წიპწის ზეთი, არგანის ზეთი, მწვანე ჩაი, ბრინჯის წყალი, თაფლი და სხვა.
„კოდალის“ მაგალითზე რომ განვიხილოთ, მისი პროდუქტები უმეტესად ყურძნის წიპწაზეა დაფუძნებული, რომელიც არის ანტიოქსიდანტი, კვებავს და იცავს კანს ინფექციის, ქსოვილის დაზიანების, ოქსიდაციური სტრესისა და სხვა პროცესებისგან. ყურძნის წიპწა კოსმეტიკაში კანს იცავს დაბინძურებული გარემოსგან მიყენებული ზიანისგანაც.
ბრენდის პროდუქტებში გვხვდება ისეთი იშვიათი და ეფექტური ინგრედიენტებიც, როგორიცაა მაგალითად, უდაბნოს ფინიკის ზეთი, რომელიც ღრმად კვებას კანს და იცავს მას დაზიანებისგან.
ნატურალური ინგრედიენტებისგან შექმნილი ფორმულები ქიმიურისგან განსხვავებული მექანიზმით მუშაობს კანზე. გამოყენებამდე რეკომენდებულია, თვალი გადავავლოთ შემადგენლობას და დავრწმუნდეთ, რომ არცერთ ინგრედიენტზე არ გვაქვს ალერგია და უსაფრთხოა ის ჩვენთვის. მაგალითად, შეიძლება ზეთისხილის ან ვარდის ექსტრაქტზე ალერგია გვქონდეს და მნიშვნელოვანია, ასეთი შემადგენლობის პროდუქტი ჩვენი რუტინიდან გამოვრიცხოთ.
რაც შეეხება „კოდალის“ ნატურალურ პროდუქტებს, რომლებიც გამოირჩევა ეფექტიანობით, გაზაფხულის სეზონზე გამოაცოცხლებს ჩვენს კანს და თამამად შეგვიძლია შევიტანოთ თავის მოვლის რუტინაში, ჩვენი რეკომენდაცია ასეთია:
ეს არის უნიკალური გამწმენდი საშუალება ფრანგული კოსმეტიკური ბრენდისგან, რომელიც შეიცავს ორგანული ყურძნის წყალს, ხილისა და მანდელის მჟავებს. პროდუქტი ნაზად ასუფთავებს კანს ჭუჭყისა და მკვდარი უჯრედებისგან და არ აშრობს მას.
შედეგად ვიღებთ უფრო ბზინვარე, ჯანსაღ და გამოცოცხლებულ კანს.
„კოდალის“ გლიკოლის ნიღაბი არის ბრენდის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მისი ეფექტი პირველივე გამოყენების შემდეგ იგრძნობა.
ნიღაბი ეფექტურად აშორებს კანს მკვდარ უჯრედებს, ათანაბრებს მის ფერს და ანიჭებს მომენტალურ ბზინვარებას.
ბუნებრივი წარმოშობის ინგრედიენტებისგან, სქვალენისგან, ზეთისხილისა და ვინიფერინისგან შექმნილი ეს შრატი ამცირებს პიგმენტურ ლაქებს, ებრძვის მათ წარმოქმნას და კანს იცავს დაზიანებისგან. რაც მთავარია, არის არაკომედოგენური, არ შეიცავს სილიკონს, პარაბენებსა და ცხოველური წარმოშობის ინგრედიენტებს, რაც იმას ნიშნავს, რომ თავსებადია ყველა ტიპის კანთან.
თუ თვალის გარშემო მუქი წრეები გაწუხებთ, Vinoperfect-ის ხაზის ეს თვალის კრემი სწორედ თქვენთვისაა. უნიკალური ფორმულა ნიაცინამიდით ღრმად ატენიანებს და ანათებს თვალის კონტურს. მეტი ეფექტისთვის დაიტანეთ გამამკვრივებელი კერამიკული წვერით.
დამატენიანებელი ამცირებს მუქ ლაქებს, ახდენს მათ პრევენციას და ღრმად ატენიანებს კანს. თუ გაწუხებთ მზის სხივებისგან, აკნესგან, ასაკობრივი თუ ორსულობის გამო გაჩენილი ლაქები, ეს საცხი სწორედ თქვენთვისაა.
„ვინოპერფექტის“ ხაზის ღამის კრემი შეიცავს გლიკოლის მჟავას, პაპაიას ენზიმებსა და ყურძნის წიპწების ზეთს, რომელთა კომბინაცია ებრძვის პიგმენტურ ლაქებს, ათანაბრებს კანის ფერს, კვებას მას და ებრძვის დაბერების ნიშნებს.
პროდუქტი არის სრულიად ნატურალური წარმოშობის ინგრედიენტებისგან დამზადებული, არ შეიცავს მავნე ნივთიერებებს, პარაბენს, ფენოქსიეთანოლს, მინერალურ ზეთებსა და ცხოველური წარმოშობის ინგრედიენტებს.
შედეგს გამოყენებიდან მალევე იგრძნობთ.
თუ ბუნებრივ ინგრედიენტებზე დამზადებულ თავის მოვლის საშუალებებს არჩევთ, გირჩევთ, „კოდალის“ პროდუქტებით დაიწყოთ.
R