"პატარა მე" - შორენა ბეგაშვილის ქალიშვილი ბავშვობის ფოტოს აქვეყნებს - Marao

"პატარა მე" - შორენა ბეგაშვილის ქალიშვილი ბავშვობის ფოტოს აქვეყნებს

2025-05-01 12:33:49+04:00

ევა ბარბაქაძე შორენა ბეგაშვილს პატარა ასაკში შეეძინა. რო­გორც ერთ-ერთ გა­და­ცე­მა­ში მოგ­ვი­ა­ნე­ბით შო­რე­ნა საუბრობდა, ევას მამას ღა­ლა­ტის გამო და­შორ­და. 

ცნობილი დედის მსგავსად ევაც სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მას 120 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს, რომელთაც ხშირად უზიარებს პირად ფოტოებსა და სასარგებლო რჩევებს.

  • "არ ვიცი, რატომ უნდა ვითმინო ეს შეურაცხყოფა, ან დააბით, ან ინტერნეტი გადაუჭერით ამ ქალებს“ - შორენა ბეგაშვილის მიმართვა 

eva

  • ქართველი დიზაინერის კაბა და Cartier-ის ლეგენდარული ყელსაბამი: შორენა ბეგაშვილმა ახალი წელი დუბაიში შვილთან და დასთან ერთად აღნიშნა 

შემთხვევა

შემთხვევა 2016 წლის 27 მარტს მოხდა. როგორც თვითმხილველები ჰყვებოდნენ, ევა სახლში, საკუთარ ოთახში ფანჯარაზე იჯდა, რა დროსაც მოულოდნელად გადავარდა. მაშინ 14 წლის ევას ხერხემლის სამი მალის, ბეჭის და ბარძაყის მოტეხილობები ჰქონდა, მკურნალობდა რამდენიმე თვე თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში და რამდენიმე ოპერაციის შემდეგ ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდა.

  • საოცარი პერიოდი ჩემს ცხოვრებაში, როცა გაჩნდა პატარა არსება" - შორენა ბეგაშვილის ფოტოები არქივიდან 

შორენა ამბობდა, რომ ინციდენტის დროს სამზარეულოში იყო და კერძს ამზადებდა, როდესაც ეზოში სასწრაფო დახმარების მანქანის ხმა გაიგო, რომელსაც საპატრულო პოლიციის სირენების ხმაც ერთვოდა, გაიქცა ევას ოთახში და ის იქ აღარ დახვდა.

  • ცნობილი დედის შვილობა, უცნობი მამა და უბედური შემთხვევა - ევა ბარბაქაძე 

შორენა ბეგაშვილი

შორენას კარიერა პრაქტიკულად დაიწყო 2008 წლიდან, როდესაც ის „ფლეიბოისთვის“ გადაიღეს. 2009–2010 წლებში ჰქონდა საავტორო ხასიათის გადაცემა „ღამე შორენასთან“ (იმედი TV). გადაცემას ბევრი კრიტიკა მოჰყვა და მალევე დაიხურა კიდეც. „რუსთავი 2“-ის ეთერში ვანიკო თარხნიშვილთან ერთად მიჰყავდა გადაცემა „იღბლიანი ბორბალი“. 2020 წლის სექტემბრიდან "რუსთავი 2"-ზე მიჰყავს გადაცემა „შორენას ეფექტი“.

  • განსაკუთრებული სიურპრიზი და ფოტოები რჩეულთან ერთად: შორენა ბეგაშვილი რომანტიკულ კადრებს აქვეყნებს 

შორენა გახვეული იყო უამრავ სკანდალში, როგორც მისი საქმიანობის, ასევე მისი პირადი ცხოვრების გარშემო. ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული სკანდალი ეხება მისი და საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრის, დავით მუხრანელის რომანს.

შორენა ბეგაშვილისა და "კანონიერი ქურდის", ლაშა ბარათელის ურთიერთობის შესახებ საზოგადოება ასევე ბევრს საუბრობდა,  შორენამ კარანტინის პერიოდი სწორედ საყვარელ მამაკაცთან ერთად ესპანეთში გაატარა და ერთად გადაღებული ფოტოებიც გამოაქვეყნა. წყვილი დაშორდა და მას შემდეგ შორენა პირადი ცხოვრების გასაჯაროებას ერიდება.