"აპრილი ჩემს მზესთან ერთად" - ნუცა ქავთარაძისა და აჩიკო სოლოღაშვილი ოჯახური ბედნიერება სანისთან ერთად - Marao

"აპრილი ჩემს მზესთან ერთად" - ნუცა ქავთარაძისა და აჩიკო სოლოღაშვილი ოჯახური ბედნიერება სანისთან ერთად

2025-05-02 11:03:50+04:00

"აპრილი ჩემს მზესთან ერთად" - ტელეწამყვანი ნუცა ქავთარაძე სოციალურ ქსელში ოჯახურ კადრებს აქვეყნებს. 

nutsa_kavtaradze

nutsa_kavtaradze

nutsa_kavtaradze

ნუცა ქავთარაძისა და აჩიკო სოლოღაშვილის წყვილი მაყურებელს განსაკუთრებულად უყვარს. ნუცა ცნობილი მსახიობისა და რეჟისორის - გოგი ქავთარაძის შვილიშვილია. 

  • ცნობილი ბაბუა, 13-წლიანი ქორწინება და ბედნიერი ოჯახი: უმშვენიერესი წამყვანის, ნუცა ქავთარაძის პორტრეტი

აჩიკო სოლოღაშვილი საზოგადოებამ პირველად  ტელევიზიით გაიცნო, როგორც წამყვანი. განსაკუთრებით პოპულარული გახდა მისი მონაწილეობა გასართობ გადაცემებში, მათ შორის „სხვა შუადღე“ და „არ გაჩერდე“, სადაც მან თავისი ხალისიანი და ენერგიული სტილით მაყურებელს თავი კიდე უფრო შეაყვარა. 

ნუცა ქავთარაძისა და აჩიკო სოლოღაშვილის ოჯახი 

„პატარა ვიყავი, როდესაც წავედი სახლიდან. დავიწყე სამსახური და ჩემს თავს მივეცი ამის უფლება. 19 წლის ვიყავი. იყო მსუბუქი, მაგრამ მუქარა; იყო თბილი საუბარი, "იქნებ არ გინდა დედიკო, ვინ გაგირეცხავს, ვინ გაჭმევს, ვინ გასმევს"… იმდენმა ტკივილმა მოიყარა თავი, რომ ჩემს თავს ვეკითხებოდი, ღირდა თუ არა ამის გაკეთება. მერე მივხვდი, რომ მე ძალიან მინდოდა და მათი ტკივილები მეორეხარისხოვანი იყო, ვიდრე ჩემი ლტოლვა დამოუკიდებლობისადმი. მერე იყო დღეში რამდენიმე ზარი, ეს-ემ-ესი. რა ქენი, ჭამეო? მეტი გაღიზიანება და მზრუნველობა გამოიწვია. სახლში როცა ვიყავი, შეიძლებოდა არ დაერეკათ და არ ეკითხათ, მშიერი ვიყავი თუ არა. არ მინდოდა, ჩემი ოჯახისთვის მეტი ტკივილი მიმეყენებინა. გარკვეული ეტაპის მერე მიიღეს ეს მოცემულობა…“

  • შვილის 8-წლიანი მოლოდინი, საზოგადოებისთვის უცნობი ძმა და ცხოვრების საინტერესო ეტაპები: აჩიკო სოლოღაშვილის პორტრეტი

არჩილის მეუღლე ჟურნალისტი ნუცა ქავთარაძეა. წყვილმა ერთმანეთი წლების წინ გაიცნო. როგორც არჩილი მოგვიანებით ინტერვიუში იხსენებდა, ნუცა პირველად თეატრის ეზოში, პრესკონფერენციის დროს დაინახა, სადაც ჟურნალისტებიც იყვნენ დაბარებულები.

"გას­ტროლ­ზე ვი­ყა­ვით ხორ­ვა­ტი­ა­ში. რო­დე­საც დავ­ბრუნ­დით, თე­ატ­რის ეზო­ში პრეს­კონ­ფე­რენ­ცია იყო, და­ი­ბა­რეს ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი. მა­შინ ისე მოხ­და, რომ მაგიდასთან შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ჯგუ­ფი ვი­ყა­ვით. მო­ვი­და ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბის დრო, მა­ნამ­დე ვხე­დავ­დი, რომ ვი­ღაც მა­გა­რი რუ­ჯით, გრძე­ლით თმით დარ­ბო­და. მი­იქ­ცია ჩემი ყუ­რა­დღე­ბა. მა­შინ უბ­რა­ლოდ რესპონდენტი ვი­ყა­ვი, რო­მე­ლიც ნუ­ცამ ჩა­წე­რა..."

ამის შემდეგ არჩილმა "რუსთავი 2"-ში დაიწყო მუშაობა, დილის გადაცემაში. ჩათვალეს, რომ  გადაცემისთვის კიდევ რამდენიმე ჟურნალისტი იყო საჭირო და დაამატეს კიდეც, მათ შორის იყო ნუცაც. 

"ნუცა ბა­თუ­მი­დან იყო ახა­ლი ჩა­მო­სუ­ლი, მა­ში­ნაც მა­გა­რი დამ­წვა­რი იყო და ზედ­მე­ტი რუ­ჯის­გან სა­ხე­ზე ლაქა ჰქონ­და. თა­ვის მოვ­ლა ჩემი საყ­ვა­რე­ლი მხა­რეა. იმ წუ­თას აღ­მო­მაჩ­ნდა სა­ხის ზეთი, რო­მე­ლიც ამ ლა­ქის მო­სა­შო­რებ­ლად მი­ვე­ცი ნუ­ცას... შემ­დეგ დავ­მე­გობ­რდით და მერე უკვე მო­ვე­დით აქამ­დე, სა­დაც ახლა ვართ" - ამ­ბობდა სო­ლო­ღაშ­ვი­ლი.

  • "პატარა მეცნიერი" - ნუცა ქავთარაძისა და არჩილ სოლოღაშვილის შვილის უსაყვარლესი ვიდეო

არჩილ სოლოღაშვილისა და ნუცა ქავთარაძის ვაჟი, ალექსანდრე 2021 წლის გაზაფხულზე დაიბადა. სანი მშობლებისთვის ნანატრი შვილია - მის დაბადებას ნუცა და აჩიკო 8 წლის მანძილზე ელოდნენ. სახელიც შესაბამისი შეურჩიეს - სანი - პატარა ალექსანდრემ მათი ცხოვრება მართლაც მზით გაანათა და ახლა მშობლები მის ფოტოებსა და ვიდეოებს სოციალურ ქსელშიც ხშირად აქვეყნებენ.