"რომელია დედა?!" - ეკა კახიანის სამი უმშვენიერესი ქალიშვილი და ახალი კადრები დაბადების დღის წვეულებიდან - Marao

"რომელია დედა?!" - ეკა კახიანის სამი უმშვენიერესი ქალიშვილი და ახალი კადრები დაბადების დღის წვეულებიდან

2025-05-02 11:27:46+04:00

ეკა კახიანმა ქალიშვილებთან, ნინისთან, ანასტასიასა და ქეთოსთან ერთად გადაღებული კადრები გამოაქვეყნა და მეგობრებისგან უამრავი კომპლიმენტი დაიმსახურა. 61 წლის მომღერალი შვილების გვერდით საოცრად გამოიყურება. 

  • სამი უმშვენიერესი ქალიშვილი და ცხოვრება ცნობილ ოჯახში: ეკა, ნინი, ანასტასია და ქეთო 

ეკას უმცროსმა ქალიშვილმა, ქეთო თოფურიძემ დაბადების დღე ოჯახურ გარემოში აღნიშნა, სადღესასწაულო ტორტი ჩააქრო და კადრები საკუთარ გვერდზეც გააზიარა. 

kakhiani

ეკა კახიანი 

როგორც ცნობილია, ეკა ნაადრევ ასაკში რეჟისორ ერეკლე ბადურაშვილზე დაქორწინდა, რომელთანაც ქალიშვილი, ყველასთვის ცნობილი მომღერალი ნინი ბადურაშვილი ჰყავს. პირველი ქორწინება წარუმატებელი აღმოჩნდა და ერეკლესთან დაშორების შემდეგ ეკამ ნიკო თოფურიძეზე იქორწინა. მათ ორი შვილი, ანასტასია და ქეთო შეეძინათ.

kakhiani

ნინი ბადურაშვილი 

ნინი ბადურაშვილი  მომღერალი და მსახიობია. დაიბადა რეჟისორ ერეკლე ბადურაშვილისა და ქართველი მომღერლისა და მსახიობის ეკა კახიანის ოჯახში. ექვსი წლიდან ბასტი-ბუბუს სოლისტი იყო. პირველი კლიპი ბავშვობაში დათო ევგენიძის სიმღერაზე „ნანა ჩემო ბაია-ზე“ გადაიღო. ასევე იყო ჯგუფ სტეფანე და 3G-ს მონაწილე.

  • შეცვლილი გარეგნობა და ულამაზესი კადრები - ნინი ბადურაშვილის ახალი იმიჯი დიდ მოწონებას იმსახურებს 

რამდენიმე წლის წინ ნინი მაყურებელმა ტელეწამყვანის ამპლუაშიც ნახა, დღეს ამ საქმით აქტიურადაა დაკავებული და აგრძელებს მუსიკალურ კარიერასაც. ნინი დაქორწინებული იყო ბიზნესმენ ირაკლი კუტალაძეზე, თუმცა წყვილი ერთმანეთს მალევე დაშორდა. ნინის ერთი ქალიშვილი, ელენე ჰყავს. 

badura

ანასტასია თოფურიძე

ეკა კახიანის შვილი, მოდელი ანასტასია თოფურიძე, ქართველი საზოგადოებისთვის ბავშვობიდან ცნობილია. გოგონა სამოდელო სფეროში წლები აქტიურად ჩანდა, თუმცა შვილების გაჩენის შემდეგ ამ საქმიანობას ჩამოშორდა.

  • წარმატებული სამოდელო კარიერა და ბედნიერი ოჯახი - რას საქმიანობს და როგორ ცხოვრობს ანასტასია თოფურიძე

topuridze

ანასტასია თოფურიძე დაოჯახებულია. მისი ქმარი ირაკლი გაბაშვილია, რომელზეც მან 2012 წელს იქორწინა და მათ ბედნიერი ოჯახი აქვთ. წყვილს ორი ვაჟი ჰყავს - ლადო და იკო. 

ქეთო თოფურიძე

უმშვენიერესი ქეთო დებს შორის ყველაზე უმცროსია. ცნობილი ოჯახიდან გამომდინარე, ის ყოველთვის იყო ყურადღების ცენტრში. ქეთომ დედისა და დებისგან განსხვავებული პროფესია აირჩია და პიარისა და მარკეტინგის სფეროში საქმიანობს.

  • ცნობილი ოჯახის შვილობა, ხმაურიანი განცხადებები და კარიერა დუბაიში - ქეთო თოფურიძის ცხოვრების საინტერესო დეტალები 

მან მცირე ასაკში მოახერხა ამ მიმართულებით წარმატების მიღწევა და განვითარებას მუდმივად აგრძელებს. 

topuridze