ეს ულამაზესი ქალბატონები ყოველ წუთს ამტკიცებენ, რომ ასაკი მხოლოდ ციფრებია.
ნანი ბრეგვაძე არაერთი უკვე მრავალი წელია, რაც სცენაზე დგას და ამ ხნის მანძილზე ყველა თაობის საყვარელი მუსიკოსი გახდა. მას ცოცხალ ლეგენდადაც კი მოიხსენიებენ. ის საზოგადოებას საკუთარი გამორჩეული, დახვეწილი და ელეგანტური გარეგნობითაც აღაფრთოვანებს. მუსიკოსი 88 წლის ასაკში შესანიშნავად გამოიყურება და აქტიურად აგრძელებს საქმიანობას.
მაყურებელს დღემდე ახსოვს მის მიერ განსახიერებული ცირა, ფილმიდან "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი"; ძაბული, ფილმიდან "მთვარის მოტაცება" და მრავალი სხვა. კირა ანდრონიკაშვილი ხშირად ამბობს, რომ სილამაზის საიდუმლო გენეტიკასთან ერთად ადამიანის პოზიტიური აზროვნების შედეგია და რომ ბედნიერი ქალბატონები ყველაზე ლამაზები არიან.
ლეგენდარულ მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილს ყველა დროის საუკეთესო ქართველ სპორტსმენ ქალად მოიხსენიებენ. ჭადრაკის თამაში ნონას 5 წლისას ასწავლეს ძმებმა. სწორედ მათი მეშვეობით მოხვდა ნონა ზუგდიდის ნაკრებში, რომელიც 1953 წლის ზაფხულში ბათუმში გამართულ მოსწავლეთა რესპუბლიკურ პირველობაში მონაწილეობდა. სწორედ ამ ტურნირზე შეამჩნია ის ჭადრაკის ცნობილმა პედაგოგმა ვახტანგ ქარსელაძემ.
თინათინ მგალობლიშვილი 1937 წელს თბილისში დაიბადა. იყო საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის დიქტორი, საქართველოს დამსახურებული არტისტი. გაახმოვანა 600-მდე კინოგმირი. მათ შორისაა: მარიტა („ნატვრის ხე“), ხათუნა („როცა აყვავდა ნუში"), ესმა („სამი სიცოცხლე“), თამარი („მთვარის მოტაცება“), შორენა („დიდოსტატის მარჯვენა“) და სხვ. წლების განმავლობაში იყო საინფორმაციო პროგრამა „მოამბის“ წამყვანი.
არიადნა შენგელაია 2015 წლიდან საქართველოში ცხოვრობს. აქ დაბრუნების შემდეგ შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში მსახიობის ოსტატობას და მეტყველებას ასწავლიდა. ფილმებში სათამაშოდ მას ჯერ კიდევ სტუდენტს იწვევდნენ და ყოველთვის მთავარი როლები ჰქონდა.
გიული ჩოხელი საბჭოთა კავშირში პირველი ჯაზ-მომღერალი ქალი იყო. მისი კარიერა 1950-იანი წლების შუაში დაიწყო. ის მალევე გახდა საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი წამყვანი ჯაზ-მომღერალი ქალი. მისმა პოპულარობამ პიკს 1960-იანი წლების მეორე ნახევარში მიაღწია სოპოტის პოპ-ფესტივალზე შთამბეჭდავი გამოსვლის შემდეგ.
„ღვთაებრივი კომედია“, „ხანუმა“, „ჭინჭრაქა“, „კავკასიური ცარცის წრე“, „რიჩარდ III“, „ჯაყოს ხიზნები“… ეს იმ სპექტაკლების მცირე ჩამონათვალია, რომლებშიც ნანა ფაჩუაშვილმა კარიერის დაწყებიდან დღემდე ითამაშა. მდიდარია მისი ფილმოგრაფიაც - სხვადასხვა დროს მთავარი თუ მეორეხარისხოვანი როლი არაერთ ცნობილ ფილმში შეასრულა.
ლამარა აბჟანდაძე 90 წელს გადაცილებული ბლოგერია. სპეციალობით პედაგოგია, მათემატიკის მასწავლებელი იყო.
"ადამიანმა ბარიერი საკუთარ თავს არ უნდა შეუქმნას. არ უნდა იფიქრო არცერთ ასაკში, რომ უნდა გაჩერდე − მაშინ მართლაც დამთავრდება ყველაფერი. ვიცი, რომ კიდევ ბევრი რამის გაკეთება შემიძლია და მინდა, გავაკეთო. მე კიდევ მინდა სიცოცხლე და განვითარება."
.