ცოტა ხნის წინ ალექსანდრა პაიჭაძე საცხოვრებლად მილანში გადავიდა. იქიდან კი ფოტოები პარტნიორთან, დავით კოდუასთან ერთად გამოაქვეყნა. რომანტიკულმა კადრებმა დიდი გამოხმაურება გამოიწვია - "რეიტინგის მამა - განახოთ სტატისტიკა?" - დაწერა მოდელმა ერთ-ერთ ფოტოზე.
განსაკუთრებული ყურადღება პაიჭაძისა და კოდუას მიმართ ახალი არ არის - წყვილი მედიის ინტერესის ობიექტად ჯერ კიდევ წლების წინ იქცა, როცა ალექსანდრა დიდი ხნის მანძილზე მალავდა დათოს ვინაობას, ბოლოს კი გაამხილა, რომ მისგან შვილს ელოდებოდა. შემდეგ იყო კონფლიქტი თავად დავით კოდუასა და მის ოჯახის წევრებს - ცოლსა და შვილებს შორის. მათთან დაპირისპირება ჰქონდა ალექსანდრა პაიჭაძესაც, დეტალების შესახებ მოდელმა მაშინ თავად ისაუბრა.
ცოტა ხნის წინ ალექსანდრამ დავით კოდუასთან დაშორების შესახებ დაწერა: "ბევრი ჭორის თავიდან აცილების მიზნით ვწერ ძვირფასებო. ჩვენ დავშორდით ოფიციალურად. მიჭირს, თუმცა დიდი მადლიერებით და სრულიად გაცნობიერებულად. საოცარი თავგადასავლებით სავსე ვნებათაღელვა, სიყვარული და თანაცხოვრება დასრულდა. ვრჩებით მეგობრებად სამუდამოდ და სულ ვიქნებით ერთმანეთის გულშემატკივრები. მადლობა დათუჩა ყველაფრისთვის, სიყვარულისთვის, თავგანწირვისთვის, გაბედნიერებისთვის! ყველაზე კეთილი ადამიანი ხარ ვისაც ვიცნობ და მინდა უბედნიერესი იყო სიცოცხლის ბოლომდე, რაც ჩვენ სამწუხაროდ აღარ გამოგვივა“, – წერდა ალექსანდრა პაიჭაძე სოციალურ ქსელში.
მოგვიანებით ალექსანდრამ გამომწერებთან კითხვა-პასუხის დროს, მისსა და საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარის, გიორგი მამარდაშვილის შესახებ გავრცელებულ ჭორებზეც ისაუბრა, თითქოს მოდელმა მეკარეს პირად შეტყობინებაში საკუთარი შიშველი ფოტოები გაუგზავნა. ალექსანდრას ეკითხებოდნენ, იყო თუ არა დავით კოდუასთან დაშორების მიზეზი მამარდაშვილი, ალექსანდრა კი ამ ფაქტს უარყოფდა:
"აზრზე არ ვარ, მაგრამ პირველწყარო ვიცი, ვინცაა და იმას, მაგ ლამაზ ოჯახს ჩამოვაშორებდი. იმედია, ჩამოიშორა "მამარდამაც" და ცოლმაც. მიყვარს ორივე, ულამაზესები არიან. ეგეთი უტვინო უნდათ გამომიყვანონ, რომ ეგ ლამაზი, ახალი ოჯახი დავაზიანო. ან ჭორიკანა ფეხბურთელებს ჩემი "ნუდი" ჩავუგდო. ქმარი მაინც არ მყოლოდა ნაკრებიდან, იცის ერთმა, იცის ათასმა. ამას მხოლოდ უტვინო გოგო მოიფიქრებდა", - წერდა პაიჭაძე.
ალექსანდრა პაიჭაძემ დავით კოდუასთან შერიგების შესახებ საჯაროდ საუბრისგან თავი შეიკავა, თუმცა მასთან ერთად გადაღებული რომანტიკული კადრები გაასაჯაროვა. ახლა წყვილი შვილთან ერთად იტალიაში იმყოფება.
მოდელის, ალექსანდრა პაიჭაძის ყოფილი ქმარი, გიორგი ხატიაშვილი, მოცეკვავისა და ტელეწამყვანის, ქეთევან ხატიაშვილის ბიძაშვილია. ალექსანდრას ვაჟი სწორედ გიორგისგან ჰყავს. წყვილი დიდი ხანია რაც ერთმანეთს დაშორდა, მათ დაშორებასთან დაკავშირებით უამრავი ჭორი იყო, თუმცა ალექსანდრას თქმით, მათი დაშორება აზრთა სხვადასხვაობამ გამოიწვია.