მოდელი, ფოტომოდელი, ტელეწამყვანი და ინფლუენსერი - ეს ალექსანდრა პაიჭაძის ყოველდღიური საქმიანობის ნაწილია. ის სოციალურ ქსელში განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა და ღიად საუბრობს არაერთ საკითხზე, მათ შორის, ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაზე, ქალების დამოუკიდებლობასა და გაძლიერებაზე და, ასევე, საკუთარ პირად ცხოვრებაზე.
„ლამაზზე მეტად, გამბედავს ვიტყოდი საკუთარ თავზე, იმიტომ, რომ ბევრად მეტი გავბედე, ვიდრე იმ სხვა ცნობილმა ქალებმა, ვისაც ამდენი წელია ვხედავთ ეკრანებზე, სცენაზე, ქუჩაში... მე გავბედე, ვიყო ის, ვინც ვარ; ვაკეთო ის, რაც მსიამოვნებს, სტერეოტიპების, საზოგადოებისა და ხალხის აზრის მიუხედავად“, - ამბობდა ის ერთ-ერთ ინტერვიუში.
ალექსანდრა პაიჭაძე დავით კოდუასა და პატარა ვიქტორიასთან ერთად გადაღებულ ოჯახურ კადრებს აქვეყნებს
„ძალიან გავხდი, არ მქონდა გეგმაში, თუმცა მაინც კომფორტულად ვარ..." - როგორ ახერხებს ალექსანდრა პაიჭაძე წონის დაკლებას

მოდელის, ალექსანდრა პაიჭაძის ყოფილი ქმარი გიორგი ხატიაშვილი მოცეკვავისა და ტელეწამყვანის, ქეთევან ხატიაშვილის ბიძაშვილია. ალექსანდრას ვაჟი სწორედ გიორგისგან ჰყავს. წყვილი დიდი ხანია რაც ერთმანეთს დაშორდა, მათ დაშორებასთან დაკავშირებით უამრავი ჭორი იყო, თუმცა ალექსანდრას თქმით, მათი დაშორება აზრთა სხვადასხვაობამ გამოიწვია.
ალექსანდრას ბიზნესმენ დავით კოდუასთან შვილი, ვიქტორია ჰყავს.
"ოჯახები თვითონ ინგრევა, მე არასოდეს მიზეზი არ ვყოფილვარ. უბრალოდ ასეთ გიჟურ პერიოდში გადავეყარეთ ერთმანეთს და უფრო ნათელი გახდა, ვის რა სურს ცხოვრებაში... უგონოდ შეყვარებული ვარ და ვუფრთხილდები ჩემ ძვირფას ადამიანს. საერთოდ ასეა ცხოვრებაში, მესამე და გარემო ფაქტორები არაფერ შუაშია. როდესაც ადამიანები აცნობიერებენ, რომ ერთად ყოფნა აღარ უნდათ, იქ არაფერ შუაში არ არის მესამე ადამიანი. მე ასე ვთვლი, ჩემს ურთიერთობას რომ ბზარი გაუჩნდება, ეს მხოლოდ ჩემი და ჩემი მეორე ნახევრის ბრალი იქნება. ძლიერი ქალი ამით გამოირჩევა სუსტისგან" - ამბობდა ალექსანდრა.

ამჯერად სოციალურ ქსელში ალექსანდრამ ყოფილი ქმრისა და შვილის ვიდეო გამოაქვეყნა.