"14-შვილიან ოჯახში უფროსი ვიყავი და ყველაფერს ვაკეთებდი, რომ ისინი ფეხზე დამეყენებინა" - მირეი მატიეს საოცარი ცხოვრება - Marao

"14-შვილიან ოჯახში უფროსი ვიყავი და ყველაფერს ვაკეთებდი, რომ ისინი ფეხზე დამეყენებინა" - მირეი მატიეს საოცარი ცხოვრება

2025-05-05 11:59:06+04:00

ლე­გენ­და­რუ­ლი ფრან­გი მომ­ღე­რა­ლი მი­რეი მა­ტიე 1946 წლის 22 ივლისს დაიბადა. 13 წლის იყო, როცა ნათელმხილველმა დიდებული მომავალი უწინასწარმეტყველა. მოგვიანებით ეს წინასწარმეტყველება ახდა...

მირეი მატიე

მომავალი ვარსკვლავი საკმაოდ ღარიბ ოჯახში დაიბადა. დედმამიშვილთან ერთად ბარაკებში ცხოვრობდა.ძალიან  უჭირდათ და ხშირად საკვებიც კი არ ჰქონდათ. მირეი 15 წლის იყო, როდესაც მისი ოჯახი ოთხოთახიან ბინაში გადავიდა საცხოვრებლად.

 სკოლაში წერა-კითხვა ძალიან უჭირდა და ამის გამო ერთხელ კლასშიც ჩატოვეს. 14 წლის იყო, როცა სწავლა მიატოვა და ოჯახის დასახმარებლად ქარხანაში დაიწყო მუშაობა. 

  • ბრწყინვალება ერთ ქალში: ნაომი უოტსის ძალიან საინტერესო ცხოვრება და განვლილი გზა 

mirai

  • "ძალიან მადლიერი ვარ ჩემი ცხოვრების, იღბლიანი ვიყავი, მქონია წარმატება, სიყვარულები, ფული" - მარჩელო მასტროიანი 

"14-შვილიან ოჯახში – შვიდი ძმა და შვიდი და – უფროსი ვიყავი და ყველაფერს ვაკეთებდი, რომ ისინი ფეხზე დამეყენებინა და მე ეს შევძელი!“

სიმღერის ნიჭი მამისგან გამოჰყვა - ცნობილია, რომ მამა ქალიშვილთან ერთად ეკლესიაში ხშირად მღეროდა. ერთხელ ქალაქში გამართულ კონკურსში. მერიამ იგი პარიზში, გადაცემა „ბედის თამაშში“ მონაწილეობის მისაღებად გაგზავნა. კონკურსზე გოგონას დასცინეს. მიზეზი კი დისლექსია და მისი განსხვავებული, პროვინციული აქცენტი იყო. 

mirei

  • მოძალადე ქმარი, სამი შვილი და წარმატებული კარიერა - როგორია ქართველების საყვარელი მსახიობის, მექსიკური ტელენოველების დედოფლის, ვიქტორია რუფოს ცხოვრება დღეს 

დიდ სცენაზე რამდენიმე წლის შემდეგ დაბრუნდა. 1965 წელს  პროდიუსერს, ჯონი სტარკს შეხვდა. მისი ხელმძღვანელობით მატიე 1968 წელს საფრანგეთში ყველაზე პოპულარული მომღერალი გახდა - კარიერის განმავლობაში მომღერალმა ჩაწერა 1200-ზე მეტი სიმღერა და იმღერა 11 ენაზე, მათ შორის, გერმანულად, იტალიურად, ფინურად და იაპონურადაც კი.

პირადი ცხოვრება

მომღერალი არასდროს დაქორწინებულა, არც შვილები ჰყავს - იგი წლებია საფრანგეთში, თავის დასთან ერთად ცხოვრობს. ხელი არაერთხელ სთხოვეს, თუმცა მომღერალმა ოჯახის შექმნას მარტოობა არჩია.

აღსანიშნავია, რომ ოჯახის შექმნა ერთხელ იფიქრა, თუმცა მას შემდეგ, რაც მამაკაცმა მას კარიერის დატოვება მოსთხოვა, მირაიმ კატეგორიული უარი განაცხადა და საქმრო ქორწილამდე ერთი კვირით ადრე მიატოვა.

mirei

„ეს ჩემი შეგნებული არჩევანია. მე მსხვერპლად არაფერი შემიწირავს. ჩემს ცხოვრებაში მხოლოდ ორი მთავარი რამ არსებობს: სიმღერა და ჩემი ოჯახი – დედაჩემი, ჩემი ძმები და დები“, – განაცხადა მომღერალმა ერთ-ერთ ინტერვიუში.

იყო ჭორები, რომ მომღერალს რომანი ჰქონდა ალენ დელონთან და ჩარლი ჩაპლინთან. თავად მირეი პირად ცხოვრებაზე არასდროს საუბრობს.