მოძალადე ქმარი, სამი შვილი და წარმატებული კარიერა - როგორია ქართველების საყვარელი მსახიობის, მექსიკური ტელენოველების დედოფლის, ვიქტორია რუფოს ცხოვრება დღეს - Marao

მოძალადე ქმარი, სამი შვილი და წარმატებული კარიერა - როგორია ქართველების საყვარელი მსახიობის, მექსიკური ტელენოველების დედოფლის, ვიქტორია რუფოს ცხოვრება დღეს

2025-04-29 17:00:57+04:00

მექსიკელი მსახიობი, ვიქტორია რუფო პოპულარობას დღემდე არ კარგავს. სერიალები „უბრალოდ მარია“ და „დედინაცვალი“, საქართველოში დღესაც ბევრს ახსოვს.

  • ოცნების არქიტექტორი რეალურ სამყაროში - გენიალური ქალი არქიტექტორის, ზაჰა ჰადიდის საოცარი ცხოვრება 

ვიქტორია რუფო

ვიქტორია რუფოს კარიერა 80-იან წლებში დაიწყო, როცა ცნობილმა პროდიუსერმა ერნესტო ალონსომ მიიწვია თავის სერიალში „ლურჯი ცა“. 1983 წელს ვიქტორიამ მთავარი როლი შეასრულა სერიალში „ცეცხლში“, რამაც მას საერთაშორისო აღიარება მოუტანა. 1990 წელს მის კარიერაში გარდატეხა მოხდა, როცა მონაწილეობა მიიღო სერიალში „უბრალოდ მარია“, ამ როლმა ის საერთაშორისო დონის მსახიობად აქცია.

2001 წელს რუფომ ითამაშა სერიალში „მხოლოდ შენ“, სადაც ბრმა კრისტინას როლი განასახიერა. ამ სერიალის შემდეგ რუფო ეკრანიდან გაქრა და 4 წლის შემდეგ კვლავ დაბრუნდა ახალი სერიალით „დედინაცვალი“, რომელმაც მსახიობს დიდი აღიარება მოუტანა საერთაშორისო ასპარეზზე. 

ruffo

ვიქტორია დღესაც განაგრძობს სერიალებში მონაწილეობას და ძალიან აქტიურია „ინსტაგრამზე“. რუფო ლა­თი­ნუ­რი ამე­რი­კის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბა­დი მსა­ხი­ო­ბია. გა­სულ წელს მისი ქო­ნე­ბა 82 მი­ლი­ონ დო­ლა­რად შე­ფას­და.

პირადი ცხოვრება

27 წლის ვიქტორია  ევ­გე­ნიო დერბეზს შეხვდა. ახალ­გაზ­რდებს ერ­თმა­ნე­თი ერთი ნახ­ვით შე­უყ­ვარ­დათ და რო­მა­ნი ქორ­წი­ნე­ბით დას­რულ­და. წყვილს მალე პირველი შვილი, ხოსე ედუ­არ­დო შე­ე­ძი­ნა. ყველას ეგონა, რომ მათ ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა, თუმცა რეალურ ცხოვრებაში ყველაფერი გაცილებით რთულად იყო. 

ქმარი ამტკიცებდა, რომ ვიქტორია საშინელი დედა და მეუღლე იყო. ეჭვიანობდა, უწყობ­და სკან­და­ლებს, აყე­ნებ­და შე­უ­რა­ცხყო­ფას უცხო ადა­მი­ა­ნე­ბის თან­დას­წრე­ბი­თაც კი. თავად კი ცოლს გამუდმებით ღალატობდა და საყვარლისგან შვილიც კი შეეძინა. 

ევ­გე­ნი­ოს აღი­ზი­ა­ნებ­და ცო­ლის წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რა. მუდ­მი­ვად ზარ­მაცს და უსაქ­მურს უწო­დებ­და და ეუბ­ნე­ბო­და, რომ წარ­მა­ტე­ბა მხო­ლოდ გა­რეგ­ნო­ბამ და იღ­ბალ­მა მო­უ­ტა­ნა.

ruffo

  • "ძალიან მადლიერი ვარ ჩემი ცხოვრების, იღბლიანი ვიყავი, მქონია წარმატება, სიყვარულები, ფული" - მარჩელო მასტროიანი 

საბოლოოდ, წყვილი 1996 წელს გან­ქორ­წინ­და. ხოსე ედუარდო დედასთან დარჩა. 

"ხში­რად ქა­ლე­ბი დიდ შეც­დო­მას უშ­ვე­ბენ რო­დე­საც მე­უღ­ლის­გან ღა­ლატს, დამ­ცი­რე­ბას და შე­უ­რა­ცხყო­ფას იტა­ნენ იმ იმე­დით, რომ „დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი გა­მოს­წორ­დე­ბა“ ან "გა­ი­გებს, რომ შეც­და..." - ამ­ბობ­და ქალი მოგ­ვი­ა­ნე­ბით.

2000-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში ვიქ­ტო­რია პო­ლი­ტი­კოს ომარ ფა­ი­ადს შეხ­ვდა. მათი მე­გობ­რო­ბა რო­მან­ში გა­და­ი­ზარ­და. 2001 წელს, შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი და­ქორ­წინ­დნენ.

  • "რატომ უნდა გავუღიმო მას, ვინც არ მომწონს და ვიმეგობრო მასთან, ვინც არ მაინტერესებს" - ლეგენდარული ალ პაჩინოს ცხოვრების საინტერესო დეტალები 

მალე წყვილს ტყუპები შეეძინა - ბავშვებს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნათ, ამიტომ ვიქტორიამ კარიერა მიატოვა და მთლიანად მათზე ზრუნვას დაუთმო დრო.