ნატა მურვანიძე კინოსა და თეატრის ერთ-ერთი გამორჩეული არტისტია. მსახიობის შემოქმედებითი ბიოგრაფია რამდენიმე ათეულ როლს, ეროვნულ და საერთაშორისო პრიზსა და სახელმწიფო პრემიას ითვლის.
იავნანა

„ იავნანა “ ნანა ჯანელიძის 1994 წლის ქართული ფილმია. სიუჟეტი ქართული ოჯახის შესახებ მოგვითხრობს - ოჯახის უმცროსი წევრი ბავშვობაში ლეკებმა გაიტაცეს, სამშობლოში კი წლების შემდეგ აბრუნებენ.
ჯაყოს ხიზნები

ეს მიხეილ ჯავახიშვილის რომანის ეკრანიზაციაა. ნატა მურვანიძე ფილმში მარგოს როლს ასრულებს.
მარტოობის ორდენის კავალერი
ფილმში ასახულია გალაკტიონ ტაბიძის დრამატული, წინააღმდეგობებით სავსე ცხოვრების ეპიზოდები.
ნატა მურვანიძე
ნატა მურვანიძე 1970 წლის 18 თებერვალს დაიბადა. სამსახიობო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ მარჯანიშვილის თეატრის მსახიობია.
შესრულებული აქვს მთავარი როლები სპექტაკლებში: რუსთაველის თეატრში - კალდერონ დე ლა ბარკას "ცხოვრება სიზმარია"(1992); კინომსახიობთა თეატრში - აკუტაგავას "ცხოვრება იდიოტისა"(1994); მარჯანიშვილის თეატრში მილერის "სეილემის პროცესი(1994), "მეფე ლირი" (1995), ოცდამეთვრამეტე(1996); ჯან ანუის "ანტიგონე", ოსკარ უაილდის "სალომეა" და სხვა.
ქართველი მაყურებლისთვის, მისი სახელი ცნობილი 1992 წელს გახდა, როცა სულ ახალგაზრდამ ფილმში "იავნანამ რა ჰქმნა" ქეთოს დედის როლი შეასრულა. წლების გასვლასთან ერთად მსახიობური ნიჭიც ვითარდებოდა, არაერთი დასამახსოვრებელი სახე შექმნა კინოსა თუ თეატრში და ერთ-ერთ სპექტაკლში კაცის როლიც მოირგო.
2017 წელს კი, „აზიურ ოსკარზე“, პეკინში, ფილმში „საშიში დედა“, დედის სახის განსახიერებისთვის - ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის დააჯილდოვეს.
„ისე მოხდა, რომ ალბათ, ინტერესებიდან გამომდინარე, ბავშვობაში უფრო მეტი ბიჭი მეგობარი მყავდა. ფეხბურთი, ველოსიპედი უფრო მიზიდავდა. დაუოკებელი, მოუსვენარი ვიყავი. ახლა იშვიათად მაქვს ემოციურად გადარევის პერიოდები. უფრო მშვიდი გავხდი. თვითონ, რა თქმა უნდა, არ მახსოვს, მაგრამ მშობლებისგან ვიცი, რომ ძალიან ბევრ კითხვას ვსვამდი. ყველაფერზე! ტვინს ვუჭამდი, ყველას ვღლიდი - „რატომ-ის?“ გამო. ამ მხრივ კარგი პროფესია ავირჩიე. იმდენი შეკითხვაა დასასმელი, იმდენი „რატომაა“! ახლა რეჟისორებს ვაწამებ. მამა და დედა, მაგრამ ბებიებიც აქტიურად მონაწილეობდნენ ჩვენ აღზრდაში. მაკა ახერხებდა, ყველაფერი შეეთავსებინა. მე და ანუკა, სანამ სკოლაში წავიდოდით, პრაქტიკულად ვცხოვრობდით ოპერისა და ბალეტის თეატრის სარეპეტიციოში. ზაფხულში, რეგიონულ გასტროლებზე, ბებიაჩემს დავყავდით ხოლმე. მეორე ბებიასთანაც ძალიან ხშირად ვრჩებოდით. თან იქ მუსიკასაც ვმეცადინეობდით. ოღონდ, ბრჭყალებში“- ამბობდა ნატა ერთ-ერთ ინტერვიუში.