ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის მუზეუმში Met Gala ჩატარდა - ეს გრანდიოზული საღამო მუდამ სავსეა ცნობილი ადამიანებითა და ლუქებით.
გამონაკლისი არც წლევანდელი წელია — 2025 წლის Met Gala-ს თემა "შავკანიანთა სტილი და დენდიზმის ისტორია" იყო, რასაც ვარსკვლავებმა შესაბამისი ჩაცმულობით უპასუხეს:
კიმ კარდაშიანი

კაილი ჯენერი

Anok Yai

კენდალ ჯენერი

ჰეილი ბიბერი

ზენდეია

Teyana Taylor

რიანა

Met Gala - ისტორია
Met Gala დაარსდა 1948 წელს მოდის პიარ-სპეციალისტ ელეონორ ლამბერტის მიერ.
met gala იმართება მანჰეტენზე მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმში. Met Gala მიიჩნევა მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ და გლამურულ მოდის ღონისძიებად. დამსწრეებს ეძლევათ შესაძლებლობა, გამოხატონ საკუთარი თავი მოდის საშუალებით. სამოსი, რომელიც წარმოდგენილია ღონისძიებაზე, ინსპირირებულია საღამოს თემატიკით. ღონისძიება ცნობილია როგორც „მოდის უდიდესი ღამე".
ღონისძიებაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს არ შეუძლია. Met Gala-ზე წარმოდგენილია ისეთი პიროვნებები, რომლებიც აღიქმებიან კულტურულად მნიშვნელოვან პიროვნებებად თანამედროვე საზოგადოებაში. მიწვეული სტუმრები მოღვაწეობენ სხვადასხვა სფეროში, მათ შორის მოდა, კინო, ტელევიზია, მუსიკა, თეატრი, ბიზნესი, სპორტი, სოციალური მედია და პოლიტიკა. აღნიშნულ ღონისძიებას ორგანიზებას უწევს მოდის ჟურნალი Vogue.
Met Gala იმართება ყოველწლიურად მაისის პირველ ორშაბათს. აღსანიშნავია, რომ ღონისძიების სპეციფიკური თემა წინასწარ იგეგმება. სტუმრები ვალდებულნი არიან გაითვალისწინონ თემატიკა და ისე შეარჩიონ კოსტიუმები.
1995 წლიდან დღემდე Met Gala-ს ორგანიზების საკითხებს ხელმძღვანელობს Vogue-ის აღმასრულებელი დირექტორი ანა ვინტური.
გამოფენას ყოველ წელს ენიჭება კონკრეტული თემა, რომელსაც სტუმრები უნდა მიჰყვნენ, თუმცა ეს არ არის სავალდებულო. ღონისძიება მოიცავს კოქტეილის საათსა და ოფიციალურ სადილს. კოქტეილის საათის განმავლობაში, სტუმრები წითელ ხალიჩაზე გადიან, ათვალიერებენ წლის სპეციალურ თემატურ გამოფენას, ხოლო შემდეგ იკავებენ ადგილებს. წვეულებაზე წარმოდგენილია ცნობილი შემსრულებლების გამორჩეული გამოსვლები.