"შავკანიანთა სტილი და დენდიზმის ისტორია" - Met Gala 2025 - Marao

Met Gala 2025: ვინ იყო საუკეთესოდ ჩაცმული ვარსკვლავი წლის მთავარ ღონისძიებაზე? დეტალები და ფოტოები

2025-05-06 15:50:38+04:00

ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის მუზეუმში Met Gala ჩატარდა - ეს გრანდიოზული საღამო მუდამ სავსეა ცნობილი ადამიანებითა და ლუქებით.

გამონაკლისი არც წლევანდელი წელია — 2025 წლის Met Gala-ს თემა "შავკანიანთა სტილი და დენდიზმის ისტორია" იყო, რასაც ვარსკვლავებმა შესაბამისი ჩაცმულობით უპასუხეს:

კიმ კარდაშიანი

met

კაილი ჯენერი

met

Anok Yai  

met

კენდალ ჯენერი

met

ჰეილი ბიბერი

met

ზენდეია

met

Teyana Taylor  

met

რიანა

met

  • 90-იანების სტილი: ტრენდები, რომლებიც მოდაში აუცილებლად დაბრუნდება 

Met Gala - ისტორია 

Met Gala დაარსდა 1948 წელს მოდის პიარ-სპეციალისტ ელეონორ ლამბერტის მიერ.

  • სკანდალი ნინო წილოსანის პიჯაკზე, განსხვავებული ხედვა და დიდი წარმატება: გაიცანით გიორგი ქებურია - თანამედროვე მოდის სამყაროს კიდევ ერთი გამორჩეული ქართველი დიზაინერი 

met gala იმართება მანჰეტენზე მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმში. Met Gala მიიჩნევა მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ და გლამურულ მოდის ღონისძიებად. დამსწრეებს ეძლევათ შესაძლებლობა, გამოხატონ საკუთარი თავი მოდის საშუალებით. სამოსი, რომელიც წარმოდგენილია ღონისძიებაზე, ინსპირირებულია საღამოს თემატიკით. ღონისძიება ცნობილია როგორც „მოდის უდიდესი ღამე".

  • სტილის ხატი და მოდის ლეგენდა - აირის აპფელი 102 წლის ასაკში გარდაიცვალა: როგორი იყო ყველასთვის საყვარელი მოდელის ცხოვრება 

ღონისძიებაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს არ შეუძლია. Met Gala-ზე წარმოდგენილია ისეთი პიროვნებები, რომლებიც აღიქმებიან კულტურულად მნიშვნელოვან პიროვნებებად თანამედროვე საზოგადოებაში. მიწვეული სტუმრები მოღვაწეობენ სხვადასხვა სფეროში, მათ შორის მოდა, კინო, ტელევიზია, მუსიკა, თეატრი, ბიზნესი, სპორტი, სოციალური მედია და პოლიტიკა. აღნიშნულ ღონისძიებას ორგანიზებას უწევს მოდის ჟურნალი Vogue.

  • ფაქტები და ისტორია: რატომ მართავენ მოდის სამყაროს კაცები? 

Met Gala იმართება ყოველწლიურად მაისის პირველ ორშაბათს. აღსანიშნავია, რომ ღონისძიების სპეციფიკური თემა წინასწარ იგეგმება. სტუმრები ვალდებულნი არიან გაითვალისწინონ თემატიკა და ისე შეარჩიონ კოსტიუმები.

1995 წლიდან დღემდე Met Gala-ს ორგანიზების საკითხებს ხელმძღვანელობს Vogue-ის აღმასრულებელი დირექტორი ანა ვინტური. 

გამოფენას ყოველ წელს ენიჭება კონკრეტული თემა, რომელსაც სტუმრები უნდა მიჰყვნენ, თუმცა ეს არ არის სავალდებულო. ღონისძიება მოიცავს კოქტეილის საათსა და ოფიციალურ სადილს. კოქტეილის საათის განმავლობაში, სტუმრები წითელ ხალიჩაზე გადიან, ათვალიერებენ წლის სპეციალურ თემატურ გამოფენას, ხოლო შემდეგ იკავებენ ადგილებს. წვეულებაზე წარმოდგენილია ცნობილი შემსრულებლების გამორჩეული გამოსვლები.