"ჩემზე ჭორების აგორება თუ აბედნიერებთ, კი ბატონო..." - რუსკა მაყაშვილის ინტერვიუ ოჯახსა და პირად ურთიერთობაზე - Marao

"ჩემზე ჭორების აგორება თუ აბედნიერებთ, კი ბატონო..." - რუსკა მაყაშვილის ინტერვიუ ოჯახსა და პირად ურთიერთობაზე

2025-05-06 14:10:06+04:00

- როდესაც დედას, თამარ მაყაშვილს ჰქონდა რთული პერიოდი და პირდაპირ ეთერში იხუმრა, მერე კი მის მიმართ ბულინგი წამოვიდა, შვილები როგორ აღიქვამდით ამას?

- გული ეტკინა კი არა, დედაჩემი კინაღამ მოკვდა იმ პერიოდში. მერე ყველაფერი დალაგდა, მაგრამ ქალმა უბრალოდ იხუმრა. ამ ქვეყანაში ხუმრობაც აღარ შეიძლება.

  • „ვისი დავალებით იყო ეს ყველაფერი? ჩვენ უკვე ვიცით! მე გამწირეთ, მაგრამ არ გამოვიდა, საზოგადოების 80%-მა არ გაიზიარა!“ - ვის მიმართავს თამარ მაყაშვილი 

ეს აგორებული თემა იყო. თამრიკო კინაღამ მოგვიკვდა და გავაცოცხლეთ. ერთ წამში ვთელავთ ერთმანეთს, მიუხედავად იმისა, რომ გვერდში დგომაც ვიცით, გათელვაში ბადალი არ გვყავს. ჩემზე ჭორების აგორებაც იგივე საკითხია, ეს თუ აბედნიერებთ, კი ბატონო…

mayashvili

  • "ჩემი სოლიდარობა თამარ მაყაშვილს! არ იცით, რომ ბოროტი ქალი არ არის? სამწუხაროა, რომ ადამიანის მიერ მოხდილ ბოდიშს ფასი დავუკარგეთ” - რას წერენ ცნობილი სახეები თამარ მაყაშვილის შესახებ 

- როგორ ფიქრობ,  რთულია რუსკა მაყაშვილის მეუღლეობა?

- გონზე არ ვარ. ამაზე არ გვისაუბრია. ეს ტაბუდადებული თემაა. არ ვლაპარაკობ პირად ცხოვრებაზე. ვისთვის სირთულეა, ვისთვის – არა, გააჩნია ადამიანს…

ამ თემებზე რუსკა მაყაშვილმა გადაცემა "ვიზიტორში" ისაუბრა. როგორც ცნობილია, რუსკა მაყაშვილი ცოტა ხნის წინ მეუღლეს დაშორდა და ახლა შვილებთან ერთად ახალ ბინაში ცხოვრობს. 

  • რუსკა მაყაშვილი მეუღლესთან დაშორებაზე: "ახალი ეტაპია ჩემს ცხოვრებაში და ვნახოთ, როგორ წავა. ეს არის მარტო ცხოვრების ეტაპი…“ 

რუსკა მაყაშვილის ბიოგრაფია 

რუსკა მაყაშვილი ცნობილი ქართველი მსახიობი და ტელეწამყვანია. ეკრანზე პირველად გამოჩნდა "საქართველოს ბანკის" 2010 წლის რეკლამაში; შემდეგ - სერიალში „გოგონა გარეუბნიდან“, სადაც ის ანჩოს როლს ასრულებდა. ამ როლმა მის სამსახიობო კარიერასა და წარმატებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. მოგვიანებით მან ეპიზოდური როლი ყველასთვის ნაცნობ და საყვარელ სერიალში, „შუა ქალაქში“ შეასრულა. აქტიურად იყო დაკავებული რუსთაველის თეატრშიც და გიორგი თავაძისა და რობერტ სტურუას სპექტაკლებში იღებდა მონაწილეობას, ბოლო დროს კი კარიერა უფრო კინოს დაუკავშირა.

რუსკა მაყაშვილი იყო სატელევიზიო შოუ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ 2012 წლის სეზონის ერთ-ერთი თანაწამყვანი და ოთო ფოლადაშვილთან ერთად ამავე პროექტის გამარჯვებულიც გახდა. ამჯერად ის ერთ-ერთი გადაცემის თანაწამყვანია და ტელეეკრანებზე ხშირად ჩნდება.

რუსკა მაყაშვილმა რამდენიმე წლის წინ სპორტსმენ სანდრო ნიჟარაძეზე იქორწინა. მათ ორი შვილი, ილია და კატო ჰყავთ, რომლებიც რუსკას სოციალურ ქსელებში ხშირად ჩანან და კომერციულ ვიდეოებშიც მონაწილეობენ. შვილებისგან განსხვავებით, რუსკასთან ერთად საჯაროდ იშვიათად ჩნდებოდა მისი მეუღლე, მსახიობი განმარტავდა, რომ სანდროს კამერები არ უყვარს და მათთან ურთიერთობას მაქსიმალურად ერიდება.  

ცოტა ხნის წინ რუსკამ  ტელეკომპანია „იმედი“ დატოვა. როგორც ტელეწამყვანმა დაწერა, ყველაფერს საზღვარი აქვს და ამდენი ტყუილი საკმარისია. „ვტოვებ ტელეკომპანია იმედს. ძალიან ბევრი მიზეზია იმისა, აქამდე ეს რატომ არ გავაკეთე. თუმცა ყველაფერს აქვს საზღვარი. მორჩა საკმარისია ამდენი ტყუილი“, – წერდა რუსკა მაყაშვილი. ამის შემდეგ მის მიმართ ნეგატიური კომენტარებისა და კრიტიკის დიდი ტალღა წავიდა, თუმცა რუსკამ არაერთხელ განმარტა, რომ ეს მასსა და მის არჩევანზე გავლენას არ ახდენს.