რა ინფორმაციას ავრცელებს ნუკი კოშკელიშვილი Met Gala-ს შესახებ - Marao

რა ინფორმაციას ავრცელებს ნუკი კოშკელიშვილი Met Gala-ს შესახებ

2025-05-07 12:59:03+04:00

ნუკი კოშკელიშვილი ნიუ-იორკში იმყოფება. როგორც ცნობილია, გუშინ ნიუ-იორკში Met Gala გაიმართა. ნუკი ვიდეოს სწორედ იმ ადგილიდან ავრცელებს, სადაც ცნობილი ვარსკვლავები იკრიბებიან და გამომწერებს ღონისძიების შესახებ ინფორმაციას უზიარებს:

  • "სასწაულად უხდები ამ ქალაქს" - ნუკი კოშკელიშვილი ნიუ-იორკის ქუჩებში გადაღებულ კადრებს გვიზიარებს 

Met Gala

Met Gala დაარსდა 1948 წელს მოდის პიარ-სპეციალისტ ელეონორ ლამბერტის მიერ. met gala იმართება მანჰეტენზე მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმში. Met Gala მიიჩნევა მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ და გლამურულ მოდის ღონისძიებად. დამსწრეებს ეძლევათ შესაძლებლობა, გამოხატონ საკუთარი თავი მოდის საშუალებით. სამოსი, რომელიც წარმოდგენილია ღონისძიებაზე, ინსპირირებულია საღამოს თემატიკით. ღონისძიება ცნობილია როგორც „მოდის უდიდესი ღამე".

  • Met Gala 2025: ვინ იყო საუკეთესოდ ჩაცმული ვარსკვლავი წლის მთავარ ღონისძიებაზე? დეტალები და ფოტოები 

ღონისძიებაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს არ შეუძლია. Met Gala-ზე წარმოდგენილია ისეთი პიროვნებები, რომლებიც აღიქმებიან კულტურულად მნიშვნელოვან პიროვნებებად თანამედროვე საზოგადოებაში. მიწვეული სტუმრები მოღვაწეობენ სხვადასხვა სფეროში, მათ შორის მოდა, კინო, ტელევიზია, მუსიკა, თეატრი, ბიზნესი, სპორტი, სოციალური მედია და პოლიტიკა. აღნიშნულ ღონისძიებას ორგანიზებას უწევს მოდის ჟურნალი Vogue.

  • Met Gala 2025-ის ყველაზე ცუდი ლუქები 

Met Gala იმართება ყოველწლიურად მაისის პირველ ორშაბათს. აღსანიშნავია, რომ ღონისძიების სპეციფიკური თემა წინასწარ იგეგმება. სტუმრები ვალდებულნი არიან გაითვალისწინონ თემატიკა და ისე შეარჩიონ კოსტიუმები.

1995 წლიდან დღემდე Met Gala-ს ორგანიზების საკითხებს ხელმძღვანელობს Vogue-ის აღმასრულებელი დირექტორი ანა ვინტური. 

გამოფენას ყოველ წელს ენიჭება კონკრეტული თემა, რომელსაც სტუმრები უნდა მიჰყვნენ, თუმცა ეს არ არის სავალდებულო. ღონისძიება მოიცავს კოქტეილის საათსა და ოფიციალურ სადილს. კოქტეილის საათის განმავლობაში, სტუმრები წითელ ხალიჩაზე გადიან, ათვალიერებენ წლის სპეციალურ თემატურ გამოფენას, ხოლო შემდეგ იკავებენ ადგილებს. წვეულებაზე წარმოდგენილია ცნობილი შემსრულებლების გამორჩეული გამოსვლები.

ნუკი კოშკელიშვილი

ნუკი (ანნა) კოშკელიშვილი დაიბადა 1990 წლის 9 ივნისს. კარიერა მან “მის საქართველოს” კონკურსში მონაწილეობით დაიწყო, რამაც მისცა ბიძგი სატელევიზიო სფეროში შესვლისთვის. მალე ის გახდა “იმედის” დილის გადაცემის წამყვანი და მონაწილეობა მიიღო პოპულარულ სერიალში “კლინიკა”. ნუკის პროფესიული გამოცდილება მოიცავს როგორც პირდაპირ ეთერში მუშაობას, ასევე ჩაწერილი გადაცემების წაყვანას. საზოგადოებამ იგი ერთი-ორად შეიყვარა ტელეშოუ “ცეკვავენ ვარსკვლავების”  შემდეგაც.

ნუკი, მიუხედავად იმისა, რომ ორ სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობს, ქართულ მეგაშოუებსა და პროექტებში მაინც აქტიურად მონაწილეობს. ის ბოლო წლებში არაერთი პოპულარული შოუს წამყვანად ვიხილეთ. ნუკიმ კულინარიულ შოუშიც მიიღო მონაწილეობა, სადაც, მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვება ვერ მოიპოვა, დიდი ენთუზიაზმი და მონდომება გამოავლინა.