"ხატია ბუნიათიშვილთან არანაირი ურთიერთობა არ მაქვს და არც მინდა მქონდეს" - ელისო ბოლქვაძე - Marao

"ხატია ბუნიათიშვილთან არანაირი ურთიერთობა არ მაქვს და არც მინდა მქონდეს" - ელისო ბოლქვაძე

2025-05-08 13:58:45+04:00

ცნობილი პიანისტი ელისო ბოლქვაძე "ნიკოლოზის კითხვებს" პასუხობს და ხატია ბუნიათიშვილთან ურთიერთობაზე საუბრობს:

"არსებობს რამდენიმე ადამიანი, რომელსაც არასდროს არასდროს ვაპატიებ. მიღალატეს და ჩემს წინააღმდეგ ცუდად მოიქცნენ. შეიძლება ადამიანი შეცდე, თუმცა როცა ამას რამდენჯერმე აკეთებენ, ამის პატიება ძნელია. ვკითხავდი - ნეტა როგორ გაქვს სინდის-თქო... ბევრს შეიძლება ხელი გაუმართო, თუმცა ცოტამ დამიფასა. 

ხატია ბუნიათიშვილთან არანაირი ურთიერთობა არ მაქვს და არც მინდა მქონდეს. მასთან პირადი კონფლიქტი არ მაქვს. ეს რთული სიტუაციაა. 10 წლის იყო, როცა ავსტრიაში მე წავიყვანე,  ახლა კი ამბობს, რომ არავინ დამხმარებიაო", - ამბობს ელისო ბოლქვაძე.

ელისო ბოლქვაძე

ელისო ბოლქვაძე ჟურნალისტების ოჯახში დაიბადა. დედა ნანა დარჩია-ბოლქვაძე ჟურნალ "საუნჯის" რედაქტორი გახლდათ, მამა ზაურ ბოლქვაძე, სატირული ჟურნალ "ნიანგის" მთავარი რედაქტორი. ელისო წყვილის ერთადერთი შვილი იყო, ამიტომ მშობლებისგან ყურადღება არ აკლდა. 2 წლის იყო, როდესაც მუსიკალური ნიჭი აღმოუჩინეს და როგორც მოგვიანებით იხსენებდა, ამ ასაკშიც კი ტაში და ოვაცია არ აკლდა. ფორტეპიანოს შესწავლა რომ დაიწყო, სულ რაღაც სამწლინახევრის იყო, 7 წლის ასაკში კი პირველი სოლო-კონცერტი ჰქონდა. შემდეგ იყო მნიშვნელოვანი მუსიკალური წარმატებები კარიერის გზაზე...

  • ჟურნალისტი მშობლები, ბიზნესმენი ქმარი და წარმატებული კარიერა - ელისო ბოლქვაძე 

90-იან წლებ­ში, რო­დე­საც სე­რი­ო­ზუ­ლი კა­რი­ე­რის და­სა­წყე­ბად ამე­რი­კა­ში უნდა წა­სუ­ლი­ყო, თბი­ლის­ში ომი და­ი­წყო. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შეც­ვა­ლა და პა­რიზ­ში მარ­გა­რი­ტა ლონ­გის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სზე გა­ემ­გზავ­რა. კონ­კურ­სზე ცნო­ბი­ლი მუ­სი­კო­სი მი­შელ სონი, ელი­სოს ნი­ჭით აღ­ფრთო­ვან­და და ავ­სტრი­ა­ში თა­ვის სას­წავ­ლე­ბელ­ში მი­იწ­ვია. პა­რი­ზი მა­ინც საყ­ვა­რელ ქა­ლა­ქად დარ­ჩა და მუ­სი­კო­სი სამი წლის შემ­დეგ უკან, ბედ­ნი­ე­რე­ბის ქა­ლაქ­ში დაბ­რუნ­და.

  • ჟურნალისტი მშობლები, შეცვლილი გეგმები და ჩაკეტილი პირადი ცხოვრება - პარიზზე შეყვარებული ქართველი პიანისტის ცხოვრების საინტერესო დეტალები 

"საფ­რან­გეთ­ში ცხოვ­რე­ბა ძა­ლი­ან მომ­წონს. მგო­ნია, რომ პა­რი­ზი ყვე­ლას ქა­ლა­ქია. ის სა­ო­ცა­რია, და­უს­რუ­ლებ­ლად შე­იძ­ლე­ბა მისი აღ­მო­ჩე­ნა. ისე­თი მაგ­ნი­ტუ­რი ველი აქვს, გგო­ნია, მთე­ლი მსოფ­ლიო იქ არის. ელი­სეს მინ­დვ­რებ­ზე რომ გავ­დი­ვარ, ვფიქ­რობ, რა ბედ­ნი­ე­რე­ბაა ცხოვ­რე­ბა. შე­გიძ­ლია უზო­მოდ იარო ფე­ხით. თუმ­ცა სა­მე­ცა­დი­ნოდ ძა­ლი­ან ცუდი ქა­ლა­ქია – სულ გას­ვლა­ზე გი­ჭი­რავს თვა­ლი.

  • 17-22 სექტემბერს ბათუმი მეოთხე საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს - BATUMI MusicFest-ს უმასპინძლებს 

ყო­ველ­თვის ეჩ­ვე­ვი რა­ღა­ცებს. პა­რი­ზი კი სა­ო­ცა­რია, ყვე­ლა გას­ვლა­ზე თა­ვი­დან იწყებ მის გაც­ნო­ბას. ყვე­ლა­ზე მე­ტად აქ პა­ტა­რა, ძვე­ლი ქუ­ჩე­ბი მოს­წონს, ლა­თი­ნურ კვარ­ტალ­სა და ძველ უბ­ნებ­ში, რომ­ლე­ბიც ფე­ხით არის გა­სავ­ლე­ლი და არ თავ­დე­ბა. უკ­ვირს, ფრან­გებ­მა ამ­დე­ნი ლა­მა­ზი სახ­ლი რო­გორ აა­შე­ნეს და მერე მათი შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა მო­ა­ხერ­ხეს..." - ამ­ბობ­და წლე­ბის წინ "ტა­ბუ­ლას­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში.