წაიკითხეთ სტატია და გაიგეთ, რომელი საკვებია კარგი სახის ბზინვარებისთვის!
სახლში დამზადებული ნიღბები ხშირად შედგება ბუნებრივი ინგრედიენტებისგან, როგორებიცაა: თაფლი, იოგურტი, ავოკადო, ლიმონი, შაქარი, ზეთები და სხვ. ეს ნიშნავს, რომ ისინი არ შეიცავენ ქიმიურ დანამატებს, კონსერვანტებს ან სინთეზურ არომატიზატორებს, რაც ამცირებს ალერგიული რეაქციებისა და კანის გაღიზიანების რისკს.
სახლში შეგიძლია შეარჩიო ინგრედიენტები შენი კანის ტიპისა და საჭიროებების შესაბამისად – იქნება ეს ცხიმიანი, მშრალი, შერეული თუ მგრძნობიარე კანი. მაგალითად:
ბუნებრივი პროდუქტები ხშირად შეიცავს A, C, E ვიტამინებსა და ანტიოქსიდანტებს, რომლებიც აუმჯობესებენ კანის ტონს, იცავენ უჯრედებს თავისუფალი რადიკალებისგან და ხელს უწყობენ კოლაგენის სინთეზს.
სახლში ნიღბის გაკეთება გაცილებით იაფია, ვიდრე მაღაზიაში კოსმეტიკური საშუალებების შეძენა. ბევრი ინგრედიენტი უკვე გვხვდება სამზარეულოში. ჩვენ დღეს სწორედ ისეთ პროდუქტებს გთავაზობთ, რომლებიც მარტივად მოიძებნება თქვენს მაცივარში და თან აგიხსნით, რატომაა ისინი სასარგებლო თქვენი კანისთვის. თქვენ კი შეგიძლიათ, თქვენი საჭიროებისამებრ, აარჩიოთ და გამოიყენოთ ისინი:
ფორთოხალი, გრეიფრუტი, ლიმონი და ლაიმი ერთმანეთს იდეალურად ავსებენ კოქტეილში და ხელს უწყობენ კანის მდგომარეობის გაუმჯობესებას. ვიტამინი C ხელს უწყობს კოლაგენის გამომუშავებას, იცავს კანს მზისგან და ხელს უშლის პიგმენტაციას. შეგიძლიათ მიირთვათ ციტრუსები, ან სახეზე წაისვათ მათი შემცველი ნიღბები და შრატები.
გარდა ამისა, ფიტონციდების შემცველობის წყალობით ანტიმიკრობული თვისებებიც აქვს. მანდარინის წვენის გარეგანი გამოყენება კარგია რძიანასა და სოკოვანი ინფექციების დროს. ასევე ცნობილია მისი შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედება.
მდიდარია ანტიოქსიდანტებით, განსაკუთრებით ანტოციანინით და ბიოფლავონოიდებით, რომლებიც ხელს უწყობენ ანთების წინააღმდეგ ბრძოლას.
ცხელი მწვანე ჩაი შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ხელს უშლიან კანის ანთებას და აუმჯობესებენ სისხლის მიმოქცევას. სასმელის გაცივებასთან ერთად, მათი რაოდენობა მცირდება.
ომეგა-6 ცხიმოვანი მჟავები კანის შესანიშნავი დამატენიანებელია. ზეთი თავისთავად კარგი დამარბილებელი საშუალებაა და ხელს უწყობს ჭრილობებისა და ბზარების შეხორცებას.
ზაფრანა შეიცავს ეთერზეთებს, ცხიმოვან ზეთებს, კაროტინოიდებს, გლიკოზიდებს, ლიკოპენს, ფლავონოიდებს, ასკორბინის მჟავას. შეიცავს B ვიტამინებს, ცვილს, თიამინს, შაქარს, აზოტოვან ნივთიერებებს, კალიუმს, კალციუმს, ფოსფორს. კალორიული შემცველობა 310 კკალ 100 გრამ პროდუქტზე.
ზეთი არის დამამშვიდებელი საშუალება არომათერაპიაში, ბლოკავს ნერვულ შეტევებს და ისტერიას;
ძალიან მდიდარია კოლაგენით, რომელიც სასარგებლოა არა მხოლოდ სახის კანისთვის, არამედ ძვლების, კუნთებისა და მყესებისთვისაც.
მდიდარია E ვიტამინით და ბეტა-კაროტინით, რომლებიც იცავს უჯრედის მემბრანებს თავისუფალი რადიკალებისგან (ეს უკანასკნელი ხელს უწყობს ნაოჭების გაჩენას და მონაწილეობს კანის კიბოს განვითარებაში).
ლიკოპენი, რომელიც პომიდვრის წითელ ფერს განაპირობებს, ზემოთ ხსენებულ თავისუფალ რადიკალებთან ბრძოლაში გვეხმარება.
შეიცავს სელენს, რომელიც კანს ელასტინის შენარჩუნებაში ეხმარება. ეს ცილა კანს მკვრივსა და კაშკაშა იერს სძენს. გარდა ამისა, ცხიმოვანი მჟავები ხელს უშლის ანთებას.