ჯენიფერ შრეიდერ ლოურენსი დაიბადა 15 აგვისტოს 1990 წელს ლუისვილში, სამშენებლო ფირმის მუშაკის ჰარი ლოურენსისა და საბავშვო ბანაკის მასწავლებლის, კარენ ლოურენსის ოჯახში. 14 წლის იყო, როცა მტკიცედ გადაწყვიტა მსახიობობა. სკოლის დამთავრებამდე მშობლებს ნიუ-იორკშ წაყვანა და აგენტის პოვნა სთხოვა. სააგენტოებმა მისი სამსახიობო უნარებს მაღალი შეფასება მისცეს...
კარიერის განმავლობაში ჯენიფერმა არა ერთი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა, ფართო აუდიტორიამ ის ფილმ “შიმშილის თამაშებიდან” გაიცნო, სადაც ვარსკვლავი კეტნის ევერდინის როლს ასრულებდა.

კარიერა
ფილმებმა, რომლებშიც ჯენიფერი თამაშობდა მსოფლიოს მასშტაბით 6 მილიარდი დოლარის გამომუშავება შეძლეს. 2013 წელს ის ჟურნალ Time–ის 100 ყველაზე გავლენიან ვარსკვლავთა შორის მოხვდა.. 2015 და 2016 წლებში ყველაზე მაღალანაზღაურებად მსახიობ ქალად დასახელდა.
აღსანიშნავია, რომ ჯენიფერს ფილმ Twilight–ში ბელა სვონის როლის შესრულება სურდა, თუმცა როლი საბოლოოდ კრისტენ სტუარტს ერგო.

პირადი ცხოვრება
2010 წელს, „იქს-ადამიანები: პირველი კლასის“ გადაღებების დროს , ლოურენსმა დაიწყო ურთიერთობა თავის კოლეგასთან, ნიკოლას ჰოლტთან. იმავე წელს ინტერნეტში მსახიობის შიშველი ფოტოები გავრცელდა, როგორც აღმოჩნდა ეს ჰაკერების დანაშაული იყო. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფოტოები არასდროს იყო განკუთვნილი საჯაროდ გასავრცელებლად, გაჟონვას „სექსუალურ დანაშაულს“ და „სექსუალურ ძალადობას“ უწოდებდა და აღნიშნავდა, რომ ფოტოები ჰოლტისთვის იყო განკუთვნილი.
მსახიობის მეუღლე კუკ მარუნია. წყვილს ორი საერთო შვილი ჰყავს.

“ჯენიფერს ოჯახის შექმნა და ბავშვის გაჩენა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში სურდა, მთელი ცხოვრება ოცნებობდა თავისთვის შესაფერისი ადამიანი ეპოვა. სულიერი მეგობარი და ამავდროულად მოსიყვარულე ქმარი.
მას ძალიან მოსწონს მეუღლესთან ერთად ცხოვრება, კუკი და ჯენიფერი დიდი ხანი ელოდებოდნენ ამ დღეებს. მათ, როგორც მსახიობებმა იპოვეს ბალანსი კარიერულ საქმიანობასა და პირად ცხოვრებას შორის, ამიტომ ზუსტად ვიცი, რომ ისინი შესანიშნავი მშობლები იქნებიან.” – ამბობდა ოჯახთან დაახლოებული პირი უცხოურ გამოცემა People-თან საუბრისას.