კორტნი კოქსი დაიბადა 1964 წლის 15 ივნისს ბირმინგემში, ალაბამას შტატში. იგი ბიზნესმენ რიჩარდ ლევის კოქსისა და მისი ცოლის, კორტნი კოპელენდის შვილია. მსახიობი წარმოშობით ინგლისელია.
აღსანიშნავია, რომ კორტნი პროფესიით არქიტექტორია. სწავლის დასრულებისთანავე მან სამოდელო და სამსახიობო კარიერა დაიწყო და არქიტექტორად არასდროს უმუშავია.

კარიერა
1994 წელს კორტნი კოქსი დაამტკიცეს კომპანია NBC-ის სერიალ „მეგობრების“ ექვსი მთავარი პერსონაჟიდან ერთ-ერთის — მონიკა გელერის როლზე. სერიალის გადაღებები 2004 წლამდე მიმდინარეობდა.
ცნობილია, რომ თავდაპირველად იგი რეიჩელ გრინის როლზე იყო დამტკიცებული, რომელიც შემდგომში ჯენიფერ ენისტონმა შეასრულა. მხოლოდ მონიკა გელერის როლისათვის იგი 23 სამსახიობო ჯილდოზე იყო ნომინირებული, რომელთაგან სამში გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ ბოლო ორ სეზონში მას თითოეულ სერიაში მონაწილეობისათვის 1 მილიონ აშშ დოლარს უხდიდნენ.
1999 წლის 12 ივნისს სან-ფრანცისკოს დიდ კათედრალში კორტნი კოქსი დაქორწინდა მსახიობ დევიდ არკიტზე. 2004 წლის 13 ივნისს მისგან გოგონა გააჩინა, სახელად კოკო, რომელიც შემდგომში თავის კოლეგასა და მეგობარ ჯენიფერ ენისტონს მოანათვლინა. ცნობილია, რომ კორტნის ბავშვის გაჩენის შემდგომი ექვსი თვის განმავლობაში პოსტ-სამშობიარო დეპრესია ჰქონდა.

„მომწონს რეალური ადამიანური ისტორიები და, დიახ, რთული პერიოდი მქონდა. მუცელი ბევრჯერ მომეშალა და არ ვფიქრობ, რომ ეს ისეთი რამაა, რაზეც ხალხმა უნდა ისაუბროს, რადგან ეს... სამწუხაროა, მაგრამ ხდება. არ მინდოდა დანებება... უბრალოდ ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია, ყველაფერი საჯაროდ გავაზიაროთ, რათა ხალხმა გააცნობიეროს, რომ მარტო არ არიან“- იხსენებდა მსახიობი.
პლასტიკური ქირურგია
მსახიობს სილამაზის ინექციებისა და მათი უარყოფითი შედეგების შესახებ არაერთხელ უსაუბრია.
"თუ ვიტყვი დაბერება მარტივია-მეთქი ტყუილი გამოვა, პირიქით ამასთან შეგუება ძალიან რთულია, თუმცა ერთი პლუსი აქვს, ბევრს სწავლობ. დიდი ხნის განმავლობაში ვცდილობდი შემეჩერებინა დაბერების პროცესი და ბევრი შეცდომა დავუშვი, ხანდახან როდესაც საკუთარ თავს ვუყურებ ხანდახან ვფიქრობ, ნუთუ ეს მე ვარ? ასე საშინლად გამოვიყურები? მაგრად ამასობაში ისიც ვისწავლე, რომ უნდა მოდუნდე და მიიღო ის, რაც სინამდვილეში არის.

"იყო დრო, როცა ვფიქრობდი: 'უი, ვიცვლები. ვბერდები'. და მერე წლების განმავლობაში ვცდილობდი, ახალგაზრდულ გარეგნობას დავწეოდი... მაშინ ვერ ვიაზრებდი, რომ, რეალურად, ძალიან უცნაურად გამოვიყურებოდი ამ ინიექციებისა და იმ ყველაფრის შემდეგ, რასაც საკუთარ სახეს დღევანდელი გადმოსახედიდან არასდროს გავუკეთებდი" - ამბობდა მსახიობი.