"ფრთხილად იყავით, ცილისწამებასა და მუქარას კარგი არავისთვის მოუტანია" - რაზე საუბრობს ნანა ლორთქიფანიძე და რატომ წერენ მუქარის შემცველ ტექსტებს - Marao

"ფრთხილად იყავით, ცილისწამებასა და მუქარას კარგი არავისთვის მოუტანია" - რაზე საუბრობს ნანა ლორთქიფანიძე და რატომ წერენ მუქარის შემცველ ტექსტებს

2025-05-13 15:52:34+04:00

"ბოლო დროს ძა­ლი­ან გახ­შირ­და და რა­ღაც სეგ­მენ­ტში ტრენ­დუ­ლიც კი გახ­და დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა და ადა­მი­ა­ნის­თვის ტყუ­ი­ლის დაბ­რა­ლე­ბა, ცი­ლისმწა­მებ­ლუ­რი კამ­პა­ნი­ე­ბის აგო­რე­ბა და, რაც მთა­ვა­რია, მეც ვარ ერთ-ერთი მსხვერ­პლი ამ­გვა­რი ცი­ლის­წა­მე­ბის. ამას უკვე მი­ვეჩ­ვიე, რომ მეც და ჩემს ოჯახ­საც გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი თვა­ლე­ბით, ჩა­საფ­რე­ბუ­ლე­ბი, გა­მა­დი­დე­ბე­ლი შუ­შით გვაკ­ვირ­დე­ბი­ან და გვი­ყუ­რე­ბენ, მაგ­რამ ახლა ხდე­ბა ის, რომ პირ­და­პირ და ხე­ლა­ღე­ბით მაბ­რა­ლე­ბენ და ავ­რცე­ლე­ბენ, რომ მე ვარ სუს-ის მიერ და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი ტრო­ლი.

თით­ქოს, სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­შიც სხვა სა­ხელს და გვარს ვარ ამო­ფა­რე­ბუ­ლი. ეს კამ­პა­ნია დიდი ხა­ნია გრძელ­დე­ბა ჩემ წი­ნა­აღ­მდეგ, თუმ­ცა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად გამ­წვავ­და ბოლო პე­რი­ოდ­ში, ბოლო დღე­ებ­ში და გა­მო­ი­ყე­ნეს ჩემს და­ბა­დე­ბის დღე­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი ვი­დეო, სა­დაც ჩემი მე­გობ­რე­ბი მა­დღეგ­რძე­ლე­ბენ და ხუმ­რო­ბით იმ ქალ­ბა­ტო­ნის სა­ხე­ლით მომ­მარ­თა­ვენ, გა­გი­მარ­ჯო­სო - მე­უბ­ნე­ბი­ან, რად­გან სწო­რედ იმ დღე­ებ­ში გა­ვი­გეთ რა­საც მაბ­რა­ლებ­დნენ.

  • "ქალები ათასნაირ პროცედურებზე დადიან, უამრავი საშუალება არსებობს, მაგრამ არაფერს ვიყენებ" - ნანა ლორთქიფანიძე 

ჯერ მარ­თლა სა­სა­ცი­ლოდ არ მყოფ­ნი­და, ამა­ზე ვხუმ­რობ­დით მე და ჩემი მე­გობ­რე­ბი და და­ბა­დე­ბის დღე­საც კი მი­ლო­ცავ­დნენ, ამ ქალ­ბა­ტო­ნის სა­ხე­ლით მომ­მარ­თავ­დნენ, მაგ­რამ თან­და­თან მი­ი­ღო ამან ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი სახე და და­ი­წყეს უკვე სტა­ტუ­სე­ბის წერა, პირ­და­პირ ხე­ლის და­დე­ბა, რომ თით­ქოს ასი პრო­ცენ­ტით იცი­ან, რომ ვარ სუს-ის მიერ და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი ტრო­ლი, ეს ბრალ­დე­ბე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში არა­მარ­ტო სტა­ტუ­სებ­შია, კო­მენ­ტა­რებ­შიც კი ერ­თმა­ნეთ­თან სა­უბ­რო­ბენ - "კი, კი, უკვე დად­გინ­და, რომ ეს ნამ­დვი­ლად ნა­ნაა..."

პირ­და­პირ გვწე­რენ პი­რად­ში მეც და ჩემს ფეხ­მძი­მე ქა­ლიშ­ვილს მტკი­ცე­ბით ფორ­მა­ში, რომ, თით­ქოს, მე ვარ ეს ადა­მი­ა­ნი და გვა­ყე­ნე­ბენ სა­ში­ნელ შე­უ­რა­ცხყო­ფას და, რაც მთა­ვა­რია, ეს წე­რი­ლე­ბი არის მუ­ქა­რის შემ­ცვე­ლიც. აყე­ნე­ბენ შე­უ­რა­ცხყო­ფას ჩემს გარ­დაც­ვლილ მშობ­ლებს, ჩემს უსაყ­ვარ­ლეს მა­მი­დას, წყევ­ლა-კრულ­ვა­საც არ იშუ­რე­ბენ, სხვა­თა შო­რის.

მოკ­ლედ, მე ვა­პი­რებ შე­ვი­ტა­ნო სა­ჩი­ვა­რი კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, მე მათ სა­ხე­ლებ­სა და გვა­რებს აქ არ და­ვა­სახ­ლებ, დიდი პა­ტი­ვი იქ­ნე­ბა ამ ეთე­რი­დან ჩემ­გან მათი სა­ხე­ლე­ბის და გვა­რე­ბის წარ­მოთ­ქმა. მინ­და, მივ­მარ­თო ყვე­ლას, ჩემი ოჯა­ხის გულ­შე­მატ­კივ­რებს, რომ მე ვარ ნანა ლორ­თქი­ფა­ნი­ძე, რა­საც ვამ­ბობ ან ვწერ, ვა­კე­თებ, მხო­ლოდ ჩემი, ნანა ლორ­თქი­ფა­ნი­ძის სა­ხე­ლით და არა­ფერ­ში მჭირ­დე­ბა, რომ ამო­ვე­ფა­რო ფსევ­დო სა­ხელს. მე და ჩემს ოჯახს ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი და მო­რა­ლუ­რი ზი­ა­ნი მოგ­ვად­გა და, ამი­ტომ, მე ვუ­პა­სუ­ხებ კა­ნო­ნის გზით. შე­სა­ბა­მი­სად, ამ ადა­მი­ა­ნებს, ცი­ლისმწა­მებ­ლებს, მო­უ­წევთ, რომ სა­სა­მარ­თლო­ში მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი წა­რად­გი­ნონ ჩემ წი­ნა­აღ­მდეგ" - თქვა "იმედის" ეთერში მსახიობმა ნანა ლორთქიფანიძემ. 

ამ განცხადებას გამოეხმაურა მისი ქალიშვილი, მსახიობი ქეთი წიქვაძეც: "ფრთხილად იყავით, ცილისწამებასა და მუქარას კარგი არავისთვის მოუტანია", - დაწერა მან. 

ნანა ლორთქიფანიძის ოჯახი

მსახიობი ქეთი წიქვაძე მაყურებელმა სერიალიდან „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ გაიცნო, სადაც ის ჩიკას მეგობრის, ლეკას როლს ასრულებდა. ქეთი ხელოვანი ადამიანების ოჯახში გაიზარდა - ის ცნობილი ქართველი რეჟისორის, გიგა ლორთქიფანიძის შვილიშვილი და მსახიობი ნანა ლორთქიფანიძის შვილია.

"ჩემი ოჯახი ჩემი სიამაყეა. ბაბუ, ვიცი, რომ ძალიან მკაცრი იყო გადაღებებზე, თუმცა მისი პროფესიონალიზმიდან გამომდინარე სიმკაცრის გამო არავის სძულდა. პირიქით, მსახიობებს ის სწორედ ამის გამო უყვარდათ", - ამბობდა ქეთი.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ქეთი წიქვაძე და ნიკა არველაძე შვილს ელოდებიან. ქეთი გიგა ლორთქიფანიძისა და ქეთევან კიკნაძის შვილიშვილია. ნიკა თეონა თავართქილაძისა და რეზი არველაძის უფროსი ვაჟია.

"მე და ნიკა ბევრი წელია ერთმანეთს ვიცნობთ, დიდი ხანია ერთად ვართ. ერთმანეთი ოჯახების მეშვეობით არ გაგვიცნია, თუმცა, ჩვენი ოჯახები ახლობლობენ და ზუსტად ეს ახლობლობა იყო იმის მიზეზი, რომ ჩვენი ერთად ყოფნა უფრო საპასუხისმგებლო და მოსაფრთხილებელი ყოფილიყო. იგივე პასუხისმგებლობა გვქონდა ჩემი შვილების მიმართ; არ გვინდოდა ჩემი პირადი ცხოვრება, ჩემი ბიჭებისთვის, რაიმეთი მტკივნეული ყოფილიყო. ამიტომ ძალიან ფრთხილად მოვეკიდეთ ამ ყველაფერს და ასეც მოხდა..." - წაიკითხეთ სრულად