4 ფილმი, რომელსაც 2025 წლის კანის კინოფესტივალზე უნდა მიაქციოთ ყურადღება - Marao

4 ფილმი, რომელსაც 2025 წლის კანის კინოფესტივალზე უნდა მიაქციოთ ყურადღება

2025-05-15 11:00:06+04:00

კანის საერთაშორისო კინოფესტივალი ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კინოფესტივალია მსოფლიოში. 

პირველად ჩატარდა 1946 წლის 20 სექტემბრიდან 5 ოქტომბრამდე საკურორტო ქალაქ კანში, საფრანგეთის სანაპიროზე. მას შემდეგ ყოველწლიურად ტარდება მაისის თვეში.

ყველაზე საპატიო პრიზი „ოქროს პალმის რტო“ ენიჭება საუკეთესო ფილმს. არსებობს სხვა ჯილდოებიც: გრან-პრი, ჯილდო საუკეთესო მსახიობ ქალსა და მამაკაცს, რეჟისორსა და სცენარისტს, ჟიურის პრიზი, „ოქროს პალმის რტო“ მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის და „ოქროს კამერა“ საუკეთესო დებიუტისთვის.

წლევანდელი ფესტივალი გამორჩეულია იმით, რომ ფესტივალი გაიხსნა ფრანგი რეჟისორის, ამელი ბონინის კომედიით "Partir un jour", ხოლო ჟიურის თავმჯდომარე გახდა ფრანგი მსახიობი ჟულიეტ ბინოშე. მთავარ კონკურსში მონაწილეობს 22 ფილმი, მათ შორის ვეს ანდერსონის, რიჩარდ ლინკლეიტერისა და ჯაფარ პანაჰის ნამუშევრები.

  • "ორი სამყარო, ერთი სიცოცხლე" - ყველაფერი, რაც ახალი თურქული სერიალის შესახებ უნდა იცოდეთ 

შეუსრულებელი მისია: საბოლოო ანგარიშსწორება

mission

ქალის ხმა კინოში: 10 ქართველი ქალი, რომლების შესახებაც უნდა იცოდეთ 

„შეუსრულებელი მისია - საბოლოო ანგარიშსწორება“ სერიის უახლესი ნაწილია, რომელსაც გლობალური კინოვარსკვლავი ტომ კრუზი საბოლოოდ წარუდგენს მსოფლიოს. იგი წლის ყველაზე განხილვადი ფილმია მთელ მსოფლიოში. 

რეჟისორი: კრისტოფერ მაკკუორი (შეუსრულებელი მისია - Fallout, შეუსრულებელი მისია - Dead Reckoning)

როლებში: ტომ კრუზი, ჰეილი ეტველი, ვინგ რეიმსი, საიმონ პეგი, ვანესა კირბი, ესაი მორალესი, პომ კლემენტიევი...

ფინიკიური სქემა

wes

ვეს ანდერსონის ფილმის სიუჟეტი მოგვითხრობს თავგადასავლებით სავსე მილიონერ ჟა-ჟა კორდზე — ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანზე ევროპაში. მთავარი გმირი გადაურჩა ექვს ავიაკატასტროფას და ჰყავს ათი შვილი: ცხრა ვაჟი და ერთი ქალიშვილი — მონაზონი სახელად ლიზლი. იგი იღებს მონაწილეობას დიდ ბიზნეს-ინტრიგებში და საკუთარი გარემოცვის ღალატთან უწევს გამკლავება.

მსახიობები:  მაიკლ სერა, ჯეფრი რაიტი, ტომ ჰენქსი, ბენედიქტ კამბერბეტჩი და სკარლეტ იოჰანსონი.

ოსტატი

ვიეტნამის ომისა და ქალთა განმათავისუფლებელი მოძრაობის ფონზე მიმდინარე ფილმი გასული წლის ბოლოს გადაიღეს: ამ ეტაპზე ეს არის ყველაფერი, რაც ვიცით, თუმცა, სავარაუდოდ, მომდევნო კვირებში სხვა დეტალებიც გახმაურდება. 

  • ქალები, რომლებმაც შექმნეს ეპოქა: ბრიჯიტ ბარდო, სოფიკო ჭიაურელი, სოფი ლორენი 

ალფა

movies

  • ძველი ჰოლივუდის ვარსკვლავები“ - ოქროს წლები და 10 ლეგენდარული მსახიობი 

ფილმი 1980-იანი წლების შიდსის ეპიდემიის ალეგორიული ინტერპრეტაცია, ეს რეჟისორის პირველი ინგლისურენოვანი ნამუშევარია და მისი მთავარი გმირი 11 წლის გოგონაა.