ნახეთ მარიამ შენგელიას გამოსვლა Eurovision 2025-ზე - Marao

ნახეთ მარიამ შენგელიას გამოსვლა Eurovision 2025-ზე

2025-05-16 00:10:29+04:00

სულ ცოტა ხნის წინ მომღერალი მარიამ შენგელია საქართველოს სახელით Eurovision Song Contest 2025-ზე წარსდგა. მან საკონკურსო სიმღერა FREEDOM (თავისუფლება) შეასრულა.

ნახეთ აქ

მარიამ შენგელია - Eurovision Song Contest 2025

სიმღერა ქეთი გაბისიანმა დაწერა, ხოლო ტექსტი ბუკა კარტოზიას ეკუთვნის. მუსიკალური კლიპი კახა ბუხრაშვილმა გადაიღო, კოსტიუმის დიზაინი იზა ნადარეიშვილს ეკუთვნის.

ოფიციალურ ვიდეორგოლში მონაწილეობა მიიღეს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „ერისიონის“ მოცეკვავეებმა და გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდულმა ორკესტრმა.

„ძალიან ახალგაზრდა დედ-მამა მყავს... დედად ბებოს უფრო აღვიქვამდი“ - მარიამ შენგელია ეკრანს მიღმა: ოჯახი, განვლილი გზა და კრიტიკა 

ევროვიზია 2025 შვეიცარიის ქალაქ ბაზელში 13, 15 და 17 მაისს გაიმართება. საქართველოს წარმომადგენელი, მარიამ შენგელია ევროპის წინაშე 15 მაისს, მეორე ნახევარფინალში წარდგა.

ვინ არის მარიამ შენგელია

22 წლის მარიამ შენგელია პირველი არხის ორი პროექტის – „საქართველოს ვარსკვლავის“ და „ვოისის“ მონაწილეა. მომღერალი 2020 წელს ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენლის, თორნიკე ყიფიანის ბექვოკალისტი იყო. კონკურსი კოვიდპანდემიის გამო გაუქმდა. ამჯერად მარიამი საქართველოს თავად წარადგენს. 

მარიამი გადაცემაში „არტ-FM“-ში იმყოფებოდა ოჯახზე და კონკურსის სამზადისზე ისაუბრა:

მარიამ შენგელია 2002 წლის 14 მაისს დაიბადა. ბავშვობაში მსახიობობა უნდოდა, მაგრამ როდესაც პროფესიული არჩევანის წინაშე დადგა, მიხვდა, რომ ცხოვრება სიმღერის გარეშე არ შეეძლო და ამ მიმართულებით სწავლაზე უნდა ეფიქრა. 

  • ზღაპრული გარეგნობა, საოცარი ხმა და ქარიზმა: როგორია ახალგაზრდა მომღერალი, ნუცა თოფურია ეკრანს მიღმა 

14 წლის იყო, როდესაც ფილარმონიის დიდ სცენაზე (კონკურსზე "X ფაქტორი") გავიდა. როგორც თავად იხსენებდა, ეს სასწაული წუთები იყო, ძალიან ინერვიულა, ლამის გადაიფიქრა კიდეც, მაგრამ როგორც კი სცენაზე გავიდა, მიხვდა, ის ადგილი იყო, სადაც უნდა ყოფილიყო და ნერვიულობაც მომენტალურად მოეხსნა.

მარიამ შენგელია ჯგუფი “მიქსტურის” სოლისტია.

ცოტა ხნის წინ ის გადაცემაში „არტ-FM“-ში იმყოფებოდა, სადაც ოჯახზე და კონკურსის სამზადისზე ისაუბრა:

„უკვე 5 წელია, რაც დედა ემიგრაციაშია. ეს ჩემთვის ძალიან რთული იყო. დედა ძალიან ახალგაზრდაა, 17 წლის იყო, როდესაც გამაჩინა და ახლა 39 წლის არის. დედაჩემის წასვლა თითქოს ჩემი ნახევრის მოგლეჯის მსგავსი იყო, ძალიან რთული იყო და დღემდე ძალიან რთულია, თუმცა ყველაფერს ეჩვევი. თავიდანვე პროტესტის გრძნობა მქონდა, არ მინდოდა, რომ წასულიყო.

  • „რაც მარიამი შეყვარებულია, ძალიან შეიცვალა" - მარიამ შენგელიასა და ნუცა თოფურიას ვარსკვლავური დუეტი 

დედასთან რამდენჯერმე ჩავედი, თუმცა როდესაც შეჩვეული ხარ, რომ შორს არის, ბევრად უკეთესია, ვიდრე ჩადიოდე და ჩამოდიოდე, იმიტომ, რომ მივხვდი, როდესაც მისგან ვბრუნდები, ისევ ვეჩვევი მდგომარეობას, როცა ჩემს გვერდითაა და ეს ძალიან რთულია, მაგრამ ახლა შეჩვეული ვარ, რამდენადაც მტკივნეული უნდა იყოს ეს ჩემთვის“, – თქვა მარიამ შენგელიამ.