ცოტა ხნის წინ მუსიკოსი, დირიჟორი, გორის ქალთა გუნდის ხელმძღვანელი, 46 წლის თეონა ცირამუა დედა გახდა. მას და მის მეუღლეს გოჩა ჭანტურიას ტყუპი შეეძინათ. გოგონებს კირა და თუთა დაარქვეს.
თეონამ 2019 წელს იქორწინა. როგორც თავად აღნიშნავდა, ამ ნაბიჯის გადადგმა გვიან გადაწყვიტა, რადგან ადრე დიდ დროს კარიერას უთმობდა:
"ჩემი მეუღლე გოჩა ჭანტურია სენაკიდანაა.სენაკის მუნიციპალიტეტში მუშაობს, ქალაქში მერის რწმუნებულია. ვხუმრობ ხოლმე - შაბათ-კვირის ცოლ-ქმარი ვართ-მეთქი.მე ჩემს საქმეს ვერ ვანებებ თავს და ის - თავისას...გვიან გადავდგი ეს ნაბიჯი. ალბათ იმიტომ, რომ ჩემნაირი გადატვირთული რეჟიმის ქალი ოჯახში რთულია.ყველა კაცს, რაც არ უნდა თქვას, არაო, მეუღლე ქვეცნობიერად მაინც შინ უნდა რომ ჰყავდეს. მეც ვეძებდი ისეთ ადამიანს, ვინც მარტო მე კი არა, ჩემს საქმესაც შეიყვარებდა. გოჩას შემთხვევაში სწორი არჩევანი გავაკეთე. ჩემი აბსოლუტური გულშემატკივარია, აქტიურად არის ჩემს საქმეში ჩართული... რჩევებს მაძლევს. თუ გუნდი მაბრაზებს და ვჩხუბობ, მაწყნარებს...ვისაც ვეძებდი, ის ვიპოვე... პროფესიით მშენებელ-ინჟინერია. რაც ცხოვრება მე დამიკავშირა, გუნდური მუსიკის მოსმენა მას მერე დაიწყო", - ჰყვებოდა თეა ერთ-ერთ ინტერვიუში.
დედობა
"მანამდე მქონდა შეწყვეტილი ორსულობა, გარე ორსულობა - 5 წელი ვიწვალე. ასეთი წარუმატებელი ორსულობის მერე ხომ არ ელოდები ტყუპს... დეპრესიაში არასდროს ჩავვარდნილვარ. არ ვარ ასეთი ადამიანი. ფსიქოლოგიურად ვეგუებოდი, რომ თუ შვილი არ მეყოლებოდა ეს ჩემთვის ტრაგედია არ უნდა ყოფილიყო" - ამბობს მუსიკოსი.
თეონა ცირამუა
თეონა წარმოშობით სამეგრელოდანაა, თუმცა თბილისში დაიბადა. ბავშვობის ნათელი წერტილი ის იყო, რომ ყოველ ზაფხულს სამეგრელოში ისვენებდა. მე-14 მუსიკალური სკოლა დაამთავრა, მაგრამ მუსიკაზე, სულ ძალით დაჰყავდათ. არც გუნდზე დადიოდა, მასწავლებელიც არ იცოდა, ვინ იყო. ერთ დღესაც, დერეფანში გუნდის მასწავლებელი ესმა მათიაშვილი შემხვდა. იცნო- თეონა ცირამუა არ ხარო? აბა წამოდი, მოგისმინოო. დარბაზში შეიყვანა. მაშინ მერაბ სეფაშვილის პოპულარული სიმღერა "თეთრი რაში“ ამღერა. ორი მუსიკალური ჯგუფი ჰყავდა, - დიდი გუნდი და ანსამბლი. ორივეგან ჩასვა. თეონა ჩემი ჯილააო, - ამბობდა.