" გოგოც ულამაზესი იყო, შესრულებაც - შესანიშნავი, უბრალოდ "ჩვენს გოგოს" ვერ ვწერ... ჩვენი არა - ქოცებისაა," - მაია დარსმელიძის შეფასება - Marao

"გოგოც ულამაზესი იყო, შესრულებაც - შესანიშნავი, უბრალოდ "ჩვენს გოგოს" ვერ ვწერ... ჩვენი არა - ქოცებისაა," - მაია დარსმელიძის შეფასება

2025-05-16 15:25:32+04:00

"ობიექტურად: ევროვიზიაზე გოგოც - “ჩვენს გოგოს” ვერ ვწერ, რადგან ჩვენი არა - ქოცებისაა, სამწუხაროდ - ჰოდა, გოგოც ულამაზესი იყო, შესრულებაც მართლა შესანიშნავი. უბრალოდ, ის არ არის თავისუფალი, ძლიერი და ევროპული საქართველოს წარმომადგენელი... რუსულ ჭაობში ჩაძირული “მშვიდობიანი” საქოცეთი კი წიხლზე კიდია და სუუულ ეკიდება მხოლოდ ევროვიზიას კი არა - სრულიად ცივილიზებულ გლობუსს", - წერს სოციალურ ქსელში მუსიკოსი მაია დარსმელიძე. 

darsmelidze

მარიამ შენგელია - Eurovision Song Contest 2025  

სულ ცოტა ხნის წინ მომღერალი მარიამ შენგელია საქართველოს სახელით Eurovision Song Contest 2025-ზე წარსდგა. მან საკონკურსო სიმღერა FREEDOM (თავისუფლება) შეასრულა. 

  • ნახეთ მარიამ შენგელიას გამოსვლა Eurovision 2025-ზე 

სიმღერა ქეთი გაბისიანმა დაწერა, ხოლო ტექსტი ბუკა კარტოზიას ეკუთვნის. მუსიკალური კლიპი კახა ბუხრაშვილმა გადაიღო, კოსტიუმის დიზაინი იზა ნადარეიშვილს ეკუთვნის.

ოფიციალურ ვიდეორგოლში მონაწილეობა მიიღეს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „ერისიონის“ მოცეკვავეებმა და გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდულმა ორკესტრმა.

სამწუხაროდ, მარიამ შენგელიამ ფინალში გადასვლა ვერ შეძლო და საქართველო კონკურსს 15 მაისს, ნახევარფინალურ ეტაპზე გამოეთიშა. 

ვინ არის მარიამ შენგელია

22 წლის მარიამ შენგელია პირველი არხის ორი პროექტის – „საქართველოს ვარსკვლავის“ და „ვოისის“ მონაწილეა. მომღერალი 2020 წელს ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენლის, თორნიკე ყიფიანის ბექვოკალისტი იყო. კონკურსი კოვიდპანდემიის გამო გაუქმდა. ამჯერად მარიამი საქართველოს თავად წარადგენს. 

მარიამი გადაცემაში „არტ-FM“-ში იმყოფებოდა ოჯახზე და კონკურსის სამზადისზე ისაუბრა:

მარიამ შენგელია 2002 წლის 14 მაისს დაიბადა. ბავშვობაში მსახიობობა უნდოდა, მაგრამ როდესაც პროფესიული არჩევანის წინაშე დადგა, მიხვდა, რომ ცხოვრება სიმღერის გარეშე არ შეეძლო და ამ მიმართულებით სწავლაზე უნდა ეფიქრა. 

  • „რაც მარიამი შეყვარებულია, ძალიან შეიცვალა" - მარიამ შენგელიასა და ნუცა თოფურიას ვარსკვლავური დუეტი 

14 წლის იყო, როდესაც ფილარმონიის დიდ სცენაზე (კონკურსზე "X ფაქტორი") გავიდა. როგორც თავად იხსენებდა, ეს სასწაული წუთები იყო, ძალიან ინერვიულა, ლამის გადაიფიქრა კიდეც, მაგრამ როგორც კი სცენაზე გავიდა, მიხვდა, ის ადგილი იყო, სადაც უნდა ყოფილიყო და ნერვიულობაც მომენტალურად მოეხსნა.

მარიამ შენგელია ჯგუფი “მიქსტურის” სოლისტია.

ცოტა ხნის წინ ის გადაცემაში „არტ-FM“-ში იმყოფებოდა, სადაც ოჯახზე და კონკურსის სამზადისზე ისაუბრა:

„უკვე 5 წელია, რაც დედა ემიგრაციაშია. ეს ჩემთვის ძალიან რთული იყო. დედა ძალიან ახალგაზრდაა, 17 წლის იყო, როდესაც გამაჩინა და ახლა 39 წლის არის. დედაჩემის წასვლა თითქოს ჩემი ნახევრის მოგლეჯის მსგავსი იყო, ძალიან რთული იყო და დღემდე ძალიან რთულია, თუმცა ყველაფერს ეჩვევი. თავიდანვე პროტესტის გრძნობა მქონდა, არ მინდოდა, რომ წასულიყო...გაგრძელება