ხატია შამუგიას შვილი, ნიკუშა უკვე რამდენიმე წელია ამერიკაში ცხოვრებს. ამჯერად მან კალიფორნიის უნივერსიტეტი დაამთავრა. ხატია შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს სოციალურ ქსელში აქვეყნებს:

ხატია შამუგიას პირადი ცხოვრება
გურამ ლომიძე და ხატია შამუგია ერთ-ერთი იმ წყვილთაგანი იყო, რომელზეც საზოგადოება ბევრს საუბრობდა. უამრავი ჭორი გავრცელდა მათი დაშორების შესახებაც.
„თამამად ვიტყვი, რომ ძალიან ვარსკვლავი ქმარი მყავდა, ამიტომ რთული იყო სადარბაზოში დაწერილი წარწერები, გოგონები, საჩუქრები… ამას მორალური სიძლიერე სჭირდება. ძალიან პატარები ვიყავით, როდესაც ოჯახი შევქმენით. ახლა მეცინება იმ ერთი პატარა მესიჯის გამო, რომელსაც ჩვენი ოჯახი შეეწირა, თუმცა სწორი გადაწყვეტილება იყო. ერთ შეცდომას მეორე მიემატება, მეორეს – მესამე და დასანგრევი ოჯახი მაინც დაინგრევა.
ეს ძალიან დიდი სიყვარული, მეგობრული, ჩვენ შორის ახლა უფრო არის – მეტ პატივს ვცემთ ერთმანეთს. ამ ქვეყანაზე არ ვიცი, ვინ დადის გურამიკოზე ძვირფასი. ჩვენ სწორ დროს დავიშალეთ, სანამ მონასტერი ბოლომდე აირეოდა…“ - ამბობდა ხატია შამუგია.
"პირადი ცხოვრება არასდროს მქონია ხმაურიანი. ჩემი პირველი ოჯახი იმდენად საჯარო იყო და იმდენად ბევრი ადამიანის განხილვის საგანი ხდებოდა, რომ ამან გარკვეულწილად დააზიანა კიდეც ურთიერთობა, ამიტომ შემდეგ ვისწავლე რომ პირადი ცხოვრების გასაჯაროება არ არის კარგი. უფლის წყალობით ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი კარგად არის.
სამომავლოდ არ არის გამორიცხული, უცხოეთში გადავიდე საცხოვრებლად, თუმცა ახლა – არა. 18 წლიდან ვმუშაობ და გამიჭირდება, ასე ადვილად დავთმო ყველაფერი და საცხოვრებლად უცხო მხარეში გადავბარგდე, მიუხედავად იმისა, რომ ქმარი გვერდით მეყოლება. თან, მიყვარს ჩემი ქვეყანა და არც მეტოვება, ისიც ვერ ჩამოდის აქეთ საცხოვრებლად. კაცი რომ 20 წელი ირლანდიაში ცხოვრობს და მუშაობს, როგორ უნდა ვუთხრა და ვაკადრო, მიატოვე ყველაფერი და ჩემთან ჩამოდი-მეთქი.