ჯანსაღი და ნოყიერი საუზმე წარმატებული დღის დასაწყისია. აღმოჩნდა, რომ არსებობს მთელი რიგი საკვები, რომელთა საუზმეზე ჭამა კატეგორიულად აკრძალულია.
უმი ბოსტნეული
უმი ბოსტნეული ჯანსაღ საკვებად ითვლება - და ეს სიმართლეა: ისინი შეიცავს ვიტამინებს, ბოჭკოვანას და მინერალებს. თუმცა, ისინი საუზმისთვის არც თუ ისე შესაფერისია. საქმე იმაშია, რომ ეს საჭმლის მონელებისთვის განსაკუთრებული ტვირთია და კუჭი შეიძლება გაღიზიანდეს.
იოგურტი
ჩვენს წარმოდგენაში, ხილით იოგურტი ტიპიური საუზმეა. თუმცა, უზმოზე იოგურტი მხოლოდ ნაწილობრივ სასარგებლოა. მიზეზი ის არის, რომ იოგურტში შემავალი სასარგებლო რძემჟავა ბაქტერიები უზმოზე სათანადოდ არ შეიწოვება. სამაგიეროდ, აგრესიული კუჭის მჟავა კლავს ყველა სასარგებლო ნივთიერებას, სანამ ის ნაწლავებში მოხვდება.
ბანანი
ბანანი ორგანიზმს მნიშვნელოვან საკვებ ნივთიერებებს აწვდის, მაგრამ მისი უზმოზე მიღება არ შეიძლება. ბანანი, ისევე როგორც გლუკოზის შემცველი სხვა საკვები, იწვევს სისხლში შაქრის დონის მატებას. თუმცა, გარკვეული დროის შემდეგ ის კვლავ სწრაფად ეცემა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მთელი დღის განმავლობაში არაჯანსაღი საჭმლისადმი ლტოლვის წინააღმდეგ ბრძოლა.
ფორთოხლის წვენი
ფორთოხლის წვენი ყველა ლამაზი საუზმის ფოტოზე ჩანს. თუმცა, ლამაზი არ ნიშნავს სასარგებლოს. ციტრუსოვან ხილში შემავალმა მჟავამ შეიძლება გულძმარვა გამოიწვიოს, ამიტომ ის უზმოზე არ უნდა მიირთვათ. დილით უმჯობესია ლიმონიანი წყლის დალევა