"სხვა საზრუნავები დამემატა ცხოვრებაში ჩემი შვილიშვილის სახით, ოჯახური ყოფითი გამოწვევების სახით" - ინგა გრიგოლია - Marao

ინგა გრიგოლიას ტრანსფორმაცია - როგორ შეცვალა ტელეწამყვანმა საკუთარი თავი და ცხოვრება: "რაც ადრე მაწუხებდა, ახლა აღარ მაწუხებს... შენი თავი შენ თუ არ მოგწონს, უბედური ხარ - არც საქმეში ვარგიხარ, არც სახლში..."

2025-05-22 11:19:41+04:00

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია "სხვა ნანუკას" სტუმარი იყო. ინგამ გადაცემაში ოჯახზე და შვილიშვილზე ისაუბრა:

"სხვა საზრუნავები დამემატა ცხოვრებაში, ჩემი შვილიშვილის სახით , ოჯახური ყოფითი გამოწვევების სახით, რაც ადრე საერთოდ არ მადარდებდა, ძალიან სასაცილოა მაგრამ პური როგორ მეყიდა და დენი გადამეხადა არ მაწუხებდა. 

ძალიან დაღლილი ვწევარ რამე, ჩემი შვილი მწერს, რომ ნინიას მაღალი სიცხე აქვს. ვერ დავიძინე, მთელი ღამე გავათენე და ამ დროს, როცა ცემი შვილი პატარა იყო, დედაჩემი ზრდიდა. სიგიჟემდე მიყვარდა ცემი შვილი, მაგრამ თითქოს რაღაცები მაკლდა მზრუნველობაში. ახლა, შვილიშვილზე რომ მითხრა, სიცხე აქვსო, კედლებზე ვიარე. ასეთია ნერვიულობა ამ ასაკში" - ამბობს ინგა გრიგოლია. 

  • ინგა გრიგოლია უსაყვარლესი შვილიშვილის ვიდეოს აქვეყნებს 

ინგა გრიგოლიას შვილიშვილი 

მარიამ გრიგოლია ინგა გრიგოლიას ერთადერთი ქალიშვილია. ის 2017 წელს დაქორწინდა ნიკოლოზ გამეზარდაშვილზე, რომელიც სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსის, ზურაბ გამეზარდაშვილის ვაჟია. 2023 წლის 4 იანვარს მარიამს და ნიკოლოზს შეეძინათ ქალიშვილი, რომელსაც ნინია დაარქვეს. სულ რამდენიმე დღის წინ ინგა გრიგოლიამ შვილიშვილთან ერთად გადაღებული კადრები გამოაქვეყნა და მას 2 წლის იუბილე საჯაროდ მიულოცა. 

  • "ჩემი ხმა აქვს ნინიას" - ინგა გრიგოლია უსაყვარლესი შვილიშვილის ვიდეოს აქვეყნებს 

"მას შემდეგ, რაც ეს პატარა გოგო შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში, უფრო მეტად დავიწყე ფიქრი მომავალზე, რა ჯობია ჩემი შვილიშვილისთვის, როგორი იქნება ჩვენი ხვალინდელი დღე, დავიწყე ისეთი ნივთების შეძენა, რაც მას სჭირდება, უფრო მეტად ორიენტირებული გავხდი მასზე. 2023 გამორჩეულად ბედნიერი წელია ჩემთვის, დადგა თუ არა 2023 წელი, 4 იანვარს გაჩნდა ნინია. წელს მისი პირველი ახალი წელია და მინდა იყოს ძალიან ლამაზი, ბრჭყვიალა და გადართული ვარ მთლიანად მასზე, ჩემს გულსა და ტვინში ახლა მხოლოდ მას უკავია ადგილი", - ამბობდა ინგა გრიგოლია. 

  • "ნინია 2 წლის" - ინგა გრიგოლია ბებიის ამპლუაში და ოჯახური კადრები შვილიშვილთან ერთად 

ინგა გრიგოლია

ინგა გრიგოლია არის ქართველი ჟურნალისტი, ტელეწამყვანი. იგი ცნობილია თავისი პირდაპირი, ობიექტური და კრიტიკული მიდგომით პოლიტიკურ და სოციალურ საკითხებზე. გრიგოლია მრავალი წელი მუშაობდა ქართულ ტელევიზიებში, მათ შორის იყო "რუსთავი 2", "იმედი", TV პირველი და სხვა წამყვანი მედიასაშუალებები.

ინგა გრიგოლიას კარიერაში გამორჩეულია მისი უნარი, წარმართოს მწვავე დისკუსიები. მისი ჟურნალისტური სტილი ხშირად არის პირდაპირი და ემოციური, რაც მისი დამახასიათებელი ნიშაა. 

ინგა გრიგოლიამ ჟურნალისტური საქმიანობა 1990-იან წლებში დაიწყო. კარიერის დასაწყისში ის მუშაობდა სხვადასხვა გაზეთსა და რადიოში, სადაც კონცენტრირებული პოლიტიკურ და სოციალურ თემებზე იყო. გრიგოლია მუშაობდა "რუსთავი 2"-ზე, სადაც წლების განმავლობაში მიჰყავდა პოპულარული საინფორმაციო და პოლიტიკური თოქ-შოუები. მოგვიანებით ის გადავიდა "იმედი" ტელევიზიაში, სადაც კვლავ გააგრძელა თოქ-შოუების წაყვანა. ბოლო წლებში ის მუშაობს "ტვ პირველზე". ის აქტიურად აშუქებს პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების მნიშვნელოვან მოვლენებს.