გადაცემას "ყავა ბათუმურად" ნიკოლოზ წულუკიძე სტუმრობდა:
"საერთოდ, ყველაზე რთული მგონია, რომ შვილის გაზრდაა. დღევანდელ ბავშვებში ყველაზე მთავარი პრობლემა ისაა, რომ ოცნება აღარ აქვთ. ჩემთვის ექსკურსიაზე წასვლა რა იყო იცი? - მთელი წელი ველოდებოდი. სადღაც მოხვედრა იყო უდიდესი მოლოდინი. ახლა ყველაფერია, ეს რა საკვირველია, კარგია, მაგრამ ის აღფრთოვანებული თვალები, რაც გვქონდა, ამ თაობაში ბევრს არ აქვს" - ამბობს ნიკოლოზ წულიკიძე.
ნიკოლოზ წულიკიძე
ნიკოლოზ წულუკიძემ 2013 წელს იქორწინა. მისი რჩეული თეკლა კოსტავაა. თეკლასა და ნიკოლოზს ქალიშვილი სესილია ჰყავთ. სესილია 10 წლისაა, თუმცა უკვე შეძლო სამსახიობო კარიერაში პირველი ნაბიჯების გადადგმა.
"სესილიამ "ჩემი ცოლის დაქალებში" მიიღო მონაწილეობა. მე არ მინდა, მსახიობი იყოს. ერთხელ ვკითხე, ვინ გინდა გამოხვიდე-მეთქი. მსახიობი არაო", - ამბობდა ნიკოლოზ წულუკიძე.
"ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შეიძლება საკუთარ თავს ვუსურვო, ალბათ, არის ის, რომ არასდროს დაკარგო შენი თავის გარედან ყურების უნარი. შეძლო თვითშეფასება კონტექსტში, რათა ზუსტად იცოდე, რა ადგილი გაქვს იმ დროსა და სივრცეში, სადაც იმ წუთას ხარ. არ გაექცე და არ გაგაბოროტოს საკუთარმა ტრაგედიამ. სულ გახსოვდეს, როცა შენი წილი ბედნიერება მთავრდება, უნდა იზრუნო სხვის წილ ბედნიერებაზე. და მთავარი – იცხოვრო ისეთ საქართველოში, სადაც ადამიანებს ერთმანეთი ეყვარებათ და ადამიანის შესაფასებლად მთავარი ინდიკატორი გულწრფელობა და ღირსება იქნება...“ - ეს სიტყვები ნიკოლოზ წულუკიძეს ეკუთვნის, რომელიც მან საკუთარ თავს მომავავალში გაუგზავნა. ეს სიტყვები განსაკუთრებით ემოციური მოსასმენი აღმოჩნდა მკითხველისთვის იმ ტრაგედიის შემდეგ, რაც ნიკოლოზის ოჯახში 2022 წელს დატრიალდა, მისი მცირეწლოვანი შვილი მე-10 სართულიდან გადმოვარდა და, სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
„ჩემს ცხოვრებაში ცალმხრივი სერიოზული სიყვარული არ ყოფილა და რაღაც მოწონება შეიძლება იყო. თუ ვიგრძნობდი, რომ ცალმხრივობისთვის იყო განწირული, იმას შევეშვებოდი ხოლმე. სანამ დავოჯახდებოდი, არ მგონია, სერიოზულად მყვარებოდა ვინმე. იმ მომენტში, ყოველთვის გგონია, რომ ეს ნამდვილია, მაგრამ დრო რომ გადის და აფასებ, მერე ხვდები, რომ ასე არ არის. სიყვარული სითამამეა. მთავარია, შენს თავში მიხვდე, რომ მის გარეშე არ შეგიძლია სიცოცხლე და მერე ყველაფერს აკეთებ...", - ამბობდა ნიკოლოზი.