თამო ვაშალომიძე კანის კინოფესტივალზე იმყოფება და გამომწერეს ემოციებს სოციალურ ქსელში უზიარებს:
"ვერ აღგიწერთ რა ემოცია მაქვს ახლა. კანის კინოფესტივალი სულ სხვაა" - ამბობს თამო ვაშალომიძე. აღსანიშნავია, რომ თამოს ქართული ბრენდის, Temo Chérie-ის კაბა ეცვა, რომელიც თემურ თვალავაძის დიზაინითაა შექმნილი. მის იმიჯზე კი მარიკა კაციტაძემ იზრუნა.
"და, აი, ისიც, რასაც ამდენ ხანს გიმალავდით. კანის კინო ფესტივალზე წარსდგა ჩემი შექმნილი ულამაზესი თამო ვაშალომიძე. სიამაყით აღსავსე და ემოციების ქვეშ ვარ.
არ ვიცი, საიდან დავიწყო. ერთი ის ვიცი, რომ არსებობს სურვილები, რაზეც ფიქრობ, რომ წლების შემდეგ, იქნებ მოხდეს სასწაული და მეც მოვხდე აქ. მაგრამ მე თუ წითელი ხალიჩისთვის რამეს გავაკეთებდი, არც მიოცნებია. ახლაც ხელები ისევ მიკანკალებ ემოციებისგან. გახსოვდეთ ყველას, რომ შრომას ყოველთვის მოაქვს შედეგი. მადლობა ყველას, ვინც ყოველთვის ხართ და იქნებით ჩემ გვერდით და იზიარებთ ჩემს კიდევ ერთ დიდი წარმატებას", - წერდა ის.
თამო ვაშალომიძის სახელი და გვარი პირველად საზოგადოებამ წლების წინ გაიგო, როცა მან ყურადღება თამამი ფოტოსესიებითა და განცხადებებით მიიპყრო. ის ფოტომოდელია და ხშირად ჩანს სხვადასხვა კამპანიაში. ამის გარდა, ის სოციალურ ქსელში თავადაც აქტიურია, აქვს "ფეისბუკის", "ინსტაგრამისა" და "ტიკ-ტოკის" საკუთარი არხები და გამომწერებს ცხოვრების საინტერესო დეტალებს ამ გზით უზიარებს.
თამო დაქორწინებულია ბიზნესმენ აკა სამხარაძეზე. წყვილს ერთი საერთო შვილი, მაქსიმე ჰყავს, ხოლო თამოს პირველ ურთიერთობაში გოგონა შეეძინა.
კანის საერთაშორისო კინოფესტივალი ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კინოფესტივალია მსოფლიოში.
პირველად ჩატარდა 1946 წლის 20 სექტემბრიდან 5 ოქტომბრამდე საკურორტო ქალაქ კანში, საფრანგეთის სანაპიროზე. მას შემდეგ ყოველწლიურად ტარდება მაისის თვეში.
ყველაზე საპატიო პრიზი „ოქროს პალმის რტო“ ენიჭება საუკეთესო ფილმს. არსებობს სხვა ჯილდოებიც: გრან-პრი, ჯილდო საუკეთესო მსახიობ ქალსა და მამაკაცს, რეჟისორსა და სცენარისტს, ჟიურის პრიზი, „ოქროს პალმის რტო“ მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის და „ოქროს კამერა“ საუკეთესო დებიუტისთვის.
წლევანდელი ფესტივალი გამორჩეულია იმით, რომ ფესტივალი გაიხსნა ფრანგი რეჟისორის, ამელი ბონინის კომედიით "Partir un jour", ხოლო ჟიურის თავმჯდომარე გახდა ფრანგი მსახიობი ჟულიეტ ბინოშე. მთავარ კონკურსში მონაწილეობს 22 ფილმი, მათ შორის ვეს ანდერსონის, რიჩარდ ლინკლეიტერისა და ჯაფარ პანაჰის ნამუშევრები.
კინოფესტივალის წლიური საორგანიზაციო ბიუჯეტი დაახლოებით 20 მილიონ ევროს შეადგენს. ამ თანხის ნახევარს აფინანსებენ საფრანგეთის საჯარო სტრუქტურები, მეორე ნახევარს კი კერძო სპონსორები. ქალაქი კანი თავადაც გამოიმუშავებს 2 მილიონ ევროზე მეტ პირდაპირ ინვესტიციას და დამატებით 4.5 მილიონ ევროდ ითვალისწინებს ლოგისტიკურ და ინფრასტრუქტურულ დახმარებას, რაც საერთო ჯამში 6.5 მილიონ ევრომდე აღწევს.