საქართველოში, სადაც ოჯახური ტრადიციები ხშირად უმნიშვნელოვანეს ღირებულებად აღიქმება, ადრეული ქორწინება ერთგვარი ტენდენცია იყო და დღემდე არაერთ რეგიონსა თუ სოფელშია შემორჩენილი. საბედნიეროდ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენს თანამედროვეობაში ქალებმა უფრო მეტად გაიაზრეს განათლების მნიშვნელობა, აქვთ რეალიზების, დასაქმებისა და საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღების მეტი შესაძლებლობა. ცხადია, საქართველო ამ მიმართულებით იდეალური მაგალითი არ არის, თუმცა ჩვენ გარშემო უამრავი შემდგარი და წარმატებული ქალია, რომლებიც არანაკლებ წარმატებულები არიან ოჯახშიც.
ამ სტატიაში მოგიყვებით იმ ცნობილი ქართველი ქალების შესახებ, რომლებმაც ოჯახი ადრეულ ასაკში შექმნეს და, ამავე დროს, წარმატებული კარიერის შექმნაც მოახერხეს:
ლიკა შენგელია ძველი თაობის მოდელებს მიეკუთვნება. ბევრისთვის დაუჯერებელია, თუმცა ულამაზეს ქართველ ქალს ხუთი შვილი ჰყავს – ორი – ბიჭი და გოგონა, პირველი ქორწინებიდან, სამი ბიჭი – მეორე ქორწინებიდან.
ლიკას ქალიშვილი ქეთი ჟღენტი სოციალურ ქსელში, დედის მსგავსად, პოპულარულია. ის ხშირად აქვეყნებს საკუთარი ყოველდღიურობის ამსახველ კადრებს.
ქეთი ასევე მრავალშვილიანი დედაა - ის მეუღლესთან, ბიზნესმენ თოშა ქებურიასთან ერთად სამ შვილს, ბუბას, კატერინასა და ლიანას ზრდის. ლიკა შვილიშვილების ცხოვრებაში აქტიურადაა ჩართული და მათთან დიდ დროს ატარებს.
ლიკა კვარაცხელიას ორი შვილი, ელენე და ანა შელიები ჰყავს. ანა უკვე დაოჯახებულია მორაგბე ლაშა ლომიძეზე და მათ ორი შვილი შეეძინათ. ანა მშობლებისგან შორს ცხოვრობს, თუმცა ლიკა ბებიის ამპლუით მაინც ტკბება და, როგორც თავად ამბობს, შვილიშვილები აძლევენ მოტივაციას, მუდმივად ფორმაში იყოს: "ბებიობამ უფრო ახალგაზრდობისკენ წამიყვანა, უფრო მომანდომა, ვიყო ფორმაში, მეტი ვივარჯიშო“.
ტელეწამყვანის ერთადერთ ვაჟს ამიკო ხაზალიას ქალიშვილი ნოა შეეძინა. ესპანელ ნურია ლორდზე ამიკომ ორი წლის წინ იქორწინა. წყვილმა ერთმანეთი თბილისში გაიცნო. მოგვიანებით, ჟურნალისტი მედიასთან ამბობდა, რომ ნოამ მათ ოჯახში უდიდესი სიხარული შემოიტანა...
მაკა ზამბახიძეს ერთადერთი ქალიშვილი, სალომე, პირველი ქორწინებიდან ჰყავს, რომელმაც 2021 წელს რჩეულზე, ირაკლი ცაბაძეზე იქორწინა. ირაკლის და სალომეს ერთი შვილი, მიქაელი ჰყავთ, რომელიც ცნობილი დედისა და ბებიის მეგობრებისგან ყოველთვის უამრავ სითბოსა და კომპლიმენტს იმსახურებს. მაკა ხშირად ამბობს, რომ ბებიობამ ახალი ენერგია შესძინა.
ცნობილი დიზაინერი და ლამაზი ქართველი ქალი 45 წლის ასაკში პირველად გახდა ბებია, როდესაც უფროს ვაჟს კახი ჟორდანიას ქალიშვილი ლეა შეეძინა.
ნინო ნადირაძე ბებია რამდენიმე წლის წინ გახდა, მის უფროს ქალიშვილის, ბაია კუზანოვას ვაჟი შეეძინა, ნინო სოციალურ ქსელში შვილიშვილის ფოტოებსაც ხშირად აქვეყნებს.
2021 წელს ჟურნალისტი ეკა მიშველაძე კიტა გაგუას ბებია გახდა. ეკას უმცროს ქალიშვილს, მაკო კვიტაიშვილს შვილი შეეძინა. მაკო „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტია და მშობიარობის ბოლო დღეებამდე პირდაპირ ეთერში მიყავდა გადაცემა.
ნათია ბანძელაძის ოჯახს საზოგადოება კარგად იცნობს. მისი და გოგიჩას ორ ულამაზეს ქალიშვილს, ნინისა და ნანუკას სოციალურ ქსელში უამრავი მიმდევარი ჰყავთ. ორივე საზღვარგარეთ ცხოვრობს და ულამაზეს კადრებს ხშირად აქვეყნებს. ნანუკა უკვე ორი შვილის, ავასა და აივი-ნიკოლის დედაა. მიუხედავად იმისა, რომ პატარები ბებიისგან შორს იზრდებიან, ნათია მათთან მუდმივ კავშირზეა.
თეა დარჩიას ქალიშვილი, "სუხიშვილების" მოცეკვავე მარიამ მათიაშვილი ცოტა ხნის წინ პირველი შვილის დედა გახდა - მას გოგონა შეეძინა, რომელსაც ლეა დაარქვეს.
რეზი არველაძისა და თეონა თავართქილაძის შვილიშვილი, სოფია სოციალურ ქსელში დაბადებიდან დიდი პოპულარობით სარგებლობს. პატარა გოგონას ფოტოებს ხშირად აზიარებენ მშობლებიც.