მოდა - ეს არ არის მხოლოდ ტანსაცმელი, ტრენდები ან ბრენდები. ეს არის კულტურის, ინდივიდუალობისა და დროის ანარეკლი, რომელსაც თავისი გმირები ჰყავს. საქართველო, როგორც კულტურულად მდიდარი და გეოგრაფიულად მრავალფეროვანი ქვეყანა, ბოლო წლებში სულ უფრო აქტიურად იკავებს ადგილს მსოფლიო მოდის რუკაზე. აქედან წამოსული ახალი თაობის მოდელები კი უკვე არა მხოლოდ ადგილობრივ პოდიუმებს ამშვენებენ, არამედ საერთაშორისო კამპანიების სახეებად გვევლინებიან, ჩნდებიან მსოფლიოს წამყვან ჟურნალებში, მონაწილეობენ მაღალი მოდის კვირეულებში და ქმნიან თავიანთ უნიკალურ იდენტობას გლობალურ მოდის ინდუსტრიაში.
ახალგაზრდა ქართველ მოდელებს გამოარჩევთ ბუნებრივი სილამაზე, გამორჩეული ხასიათი და პროფესიისადმი ერთგულება. ამ სტატიაში მიმოვიხილავთ იმ ახალგაზრდა ქართველ მოდელებს, რომლებმაც უკვე მოიპოვეს აღიარება ან ახლა იკვლევენ გზას ამ სამყაროში.
ნინი გალოგრე
ახალგაზრდა მოდელის სახელი ჯერჯერობით ყველასთვის ცნობილი არ არის. თუმცა ნინი მოდის სფეროში აქტიურად მოღვაწეობს და სოციალურ ქსელში სიახლეებს ხშირად აქვეყნებს.
2021 წელს, როდესაც ლიზა 16 წლის იყო, მილანის მოდის კვირეულზე, Dolce & Gabbana-ს ჩვენებაზე გამოვიდა. ლიზა სამოდელო სააგენტო "ნატალის“ მოდელია. სააგენტოს კრეატიულმა დირექტორმა მარიამ გიორგობიანმა იმ პერიოდში სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ლიზას შესახებ წერდა.
"ლიზა ამ ყველაფრის მთავარი გმირია. ლიზა ნატალიდან / ნატალის ლიზა, 12 წლის იყო, როცა "ნატალის" დიდ ოჯახში შემოაბიჯა, დანახვის წუთიდან Top გოგოს ვეძახდი. დიდი გზა გავიარეთ, დიდი შრომა ჩადო, აქამდე რომ მოვსულიყავით. ჯერ დავიწყეთ საქართველოთი (რადგან როგორც ნატა იტყოდა: ჯერ შენს ქვეყანაში უნდა შედგე და შემდეგ სხვაგან დაიმკვიდრო თავი), შემდეგ იტალია “Smart Bambina” იყო 13 წლის ლიზას მეტსახელი, შემდეგ - დიდი ტოკიო, კორეა და ახლა მილანი, ერთ-ერთი დიდი სააგენტოს წევრი გახდა და დღეს მილანის მოდის კვირეულს ამშვენებს ჩემი "Top გოგო“.
ნინას მონაწილეობა აქვს მიღებული მოდის რამდენიმე ჩვენებაში. ნინა გადაიღეს ასევე სარეკლამო ვიდეორგოლშიც. ის დამწყები მოდელია. გოგონა ცნობილი ოჯახიდან არის: მამა, კახაბერ ნინუაა, ხოლო დედა - რუსუდან ჩერგოლეიშვილი, ბიზნესვუმენი. ნინას დეიდა "ტაბულას" დამფუძნებელი და ცნობილი პოლიტიკოსი, "ევროპული საქართველოს" ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილია.
დიანა მახარაძე
მოდის სამყაროში დიანა მახარაძე ამომავალი ვარსკვლავია, გოგონა უმეტესად ქართულ, ჩინურ და კორეულ კომპანიებთან თანამშრომლობს. დიანა სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია და გამომწერეს სიახლეებს ხშირად უზიარებს.
ნია იაკობიძე
სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა ნია იაკობიძეც. მართალია, სამოდელო სფეროში ახალი სახეა, თუმცა განსაკუთრებული გარეგნობის წყალობით უკვე არაერთ ცნობილ ბრენდთან თანამშრომლობს.