"ოჯახი მხოლოდ მაშინ უნდა შექმნა, როცა ხვდები, რომ მეორე ადამიანი ნამდვილად გიყვარს" - ანა სანაია - Marao

"ოჯახი მხოლოდ მაშინ უნდა შექმნა, როცა ხვდები, რომ მეორე ადამიანი ნამდვილად გიყვარს" - ანა სანაია

2025-06-05 11:25:47+04:00

ბავშვობიდან იცოდა, რომ მსახიობი გახდებოდა, რადგან სცენაზე დგომა ძალიან უყვარდა! როგორც ყველა ბავშვი, ისიც დადიოდა ცეკვაზე, მუსიკაზე, მერე კი თეატრალურ სტუდიაში, სადაც მისი გზა კიდევ უფრო გამოიკვეთა, რაშიც უდიდესი როლი ითამაშა არაჩვეულებრივმა პედაგოგმა - გოგი თოდაძემ: მან ამ პროფესიის დადებითი მხარეებიც დაანახა და უარყოფითიც. ჰქონდა საოცარი უნარი, სულ პატარა ბავშვშიც კი აღმოეჩინა ნიჭი და მისთვის საკუთარი თავის რწმენა ჩაენერგა. ანას შემთხვევაშიც ასე მოხდა და სულ თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტობაზე ოცნებობდა. მეორე არჩევანიც ჰქონდა - ჟურნალისტიკა, მაგრამ მისი გული სცენისკენ მიიწევდა... ბოლოს, მაინც თეატრალურში ჩააბარა, სადაც შალვა გაწერელიას ჯგუფში მოხვდა და სცენის სიყვარული კიდევ უფრო გაუმძაფრდა.

ანა სანაია 

ანა სანაია ქართველი მსახიობი და სცენარისტია, რომელიც ფართო საზოგადოებამ პირველად სერიალიდან „ჩვენი ოფისი“ გაიცნო (2008–2010). შემდგომში იგი მარჯანიშვილის თეატრის დასს შეუერთდა და აქტიურად მონაწილეობს თეატრალურ წარმოდგენებში.

" ჩვენი პროფესია მართლა რთულია, მაგრამ თუ გულით გიყვარს, ეს გრძნობა გაძლევს უნარს, ყველაფერი შეძლო, ყველაფერი მოასწრო და მაინც ყველაზე ბედნიერი იყო. სიყვარული უდიდესი ენერგიის წყაროა. როცა შეყვარებული ხარ, სცენაზეც სულ სხვა განწყობით გამოდიხარ, შეგიძლია ბოლომდე დადნე და დაიხარჯო... ეს გრძნობა ენთუზიაზმსაც გმატებს, რომელიც ჩემს პროფესიას ნამდვილად სჭირდება. სიყვარული, ჩემი აზრით, ყველასა და ყველაფერზე მაღლა მდგომი გრძნობაა. ის უსასრულობაა და ამ უსასრულობაში შენი სულის ანარეკლს ხედავ... ამ გრძნობის გარეშე ჩვენი სიცოცხლე უფერული და უსიცოცხლო იქნებოდა! მეც, სიყვარული მაკავშირებს თეატრთან, ჩემს მაყურებელთან, ქუჩასთან, სადაც ვცხოვრობ და ადამიანებთან, რომლებიც ჩემ გვერდით არიან... სიყვარული ყველაფრის სათავე და მიზეზია - მიზეზი იმისა, თუ რატომ შეიძლება ადამიანი იყოს ბედნიერი ან უბედური; ეს არის გრძნობა, რისთვისაც უნდა იცოცხლო... არ ვიცი, რამდენად სწორად ჩამოვაყალიბე, მაგრამ მე ასე ვფიქრობ. ალბათ, ასეთი სიყვარული არ შეიძლება ადამიანს ბევრჯერ ეწვიოს. მართალია, ზოგს ეს გრძნობა ერთჯერადი ცელოფანი ჰგონია, რომელიც შეიძლება ბევრჯერ გამოცვალო, მაგრამ სიყვარული სულ სხვაა. რამდენჯერ შეიძლება შეგიყვარდეს? - ალბათ, ამას ვერავინ დაადგენს და გამოთვლის. ითვლება ტკივილები, ითვლება დღეები და თვეები, მაგრამ რამდენჯერ შეიძლება ადამიანს გულით უყვარდეს? - ამის თქმა ძნელია" - ამბობს მსახიობი ანა სანაია. 

  • TOP 10 ქართველი ქალი, რომლებიც 60+ ასაკის შემდეგაც აქტიურად აგრძელებენ კარიერას 

sanaia

  • TOP 10 ქართველი ქალი, რომლებზეც ვერასდროს იფიქრებდით, რომ ბებიები არიან 

პირადი ცხოვრება

ანა სანაია წლების წინ მუსიკოს გიგი დედალამაზიშვილზე იყო დანიშნული, თუმცა მსა­ხი­ობ­მა ქორ­წი­ნე­ბა ცე­რე­მო­ნი­ამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე გა­ა­უქ­მა.მოგვიანებით, 2013 წელს ცნობილი გახდა, რომ ანა გოგა გა­ბე­და­ვაზე დაინიშნა. 

  • „ცეკვა არ არის სოლო საქმიანობა; ეს ეხება კომუნიკაციას და იმას, თუ როგორ აირეკლავთ ერთმანეთს" - ანნა ციგანკოვა 

თავად პირად ცხოვრებაზე იშვიათად ლაპარაკობს, დროსა და სივრცეს უფრო მეტად კარიერული წარმატებებისა და სიახლეების გაზიარებას უთმობს. თუმცა ერთ-ერთ ინტერვიუში მსახიობმა საკუთარი შეხედულებების შესახებ ისაუბრა:

"ოჯახი მხოლოდ მაშინ უნდა შექმნა, როცა ხვდები, რომ მეორე ადამიანი ნამდვილად გიყვარს. თუმცა, თანამედროვე ქალს შეუძლია დამოუკიდებლადაც კარგად იყოს. შეიძლება ვიღაცამ იფიქროს, რომ ფემინისტური იდეები მაწუხებს, მაგრამ ქალები ბევრად ძლიერები, ბევრად ლამაზები და მოტივირებულები არიან. უფრო მეტიც - დღეს საქართველო თუ არსებობს, ეს სწორედ ქალების დამსახურებაა. აი, ასეთი ქალები გვყავს, მაგრამ მათი საპირწონე მამაკაცები ცოტანი არიან. ალბათ, ამიტომაა ამდენი ლამაზი და ჭკვიანი ქალი მარტო. ეს ჩვეულებრივი ამბავია: ლამაზი, შემდგარი, ჭკვიანი ქალი არ აირჩევს შეუმდგარ, დედის კალთას გამოკერებულ კაცს, რომელსაც ოჯახის კი არა, საკუთარი თავის მოვლაც არ შეუძლია. მიუხედავად ამისა, ბანალური ფრაზაა, რომ "სიყვარული ყველას უნდა". ვინც ამბობს, რომ სიყვარული არ სჭირდება და არ უნდა, ალბათ ძალიან დაიბნა და დაიკარგა, რადგან ცხოვრების გზაზე მისთვის სასურველ ადამიანს ვერ შეხვდა", - ამბობდა ანა.