დერმატოლოგები თანხმდებიან, რომ მზისგან დამცავი კანის მოვლის რუტინის მთავარი პროდუქტია, რომელიც არასდროს უნდა უგულებელვყოთ.
ის გვეხმარება ნაოჭების, წვრილი ხაზების, პიგმენტაციისა და რაც მთავარია, მელანომის პრევენციაში. იმის გათვალისწინებით, რომ ულტრაიისფერი გამოსხივება დაბერების ერთ-ერთი წამყვანი მიზეზია, მზისგან დამცავის რეგულარულად გამოყენება ეფექტურად დაიცავდა თქვენს კანს.
დერმატოლოგები გვირჩევენ, რომ მზისგან დამცავი საშუალებები დავიტანოთ როგორც გარეთ ყოფნისას, მათ შორის ღრუბლიან ამინდში, ისე შენობაშიც, სადაც UVA/UVB გამოსხივება მარტივად აღწევს.
UVA – (Ultraviolet A Rays) - ულტრაიისფერი A სხივები განსაკუთრებით აქტიურია 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, ღრმად აღწევს კანის შრეებში, აჩქარებს დაბერებას, იწვევს მუტაციურ პროცესს, რაც შემდგომში შეიძლება უჯრედების გადაგვარებისა და მათ შორის სიმსივნური პროცესების დაწყების მიზეზი გახდეს.
UVB – (Ultraviolet B Rays) - ულტრაიისფერი B სხივები UVA-ს მსგავსად 10:00-დან 16:00 საათამდეა განსაკუთრებით აქტიური, ამიტომ დერმატოლოგები გვირჩევენ, ამ პერიოდში პირდაპირი მზის სხივების ზემოქმედებას მოვერიდოთ. სწორედ UVB სხივებისგან ვიღებთ დამწვრობასა და რუჯს. მზისგან დამცავი საშუალება კი ზიანის გარკვეულწილად შემცირებაში გვეხმარება.
მზისგან დამცავი საშუალებები სხვადასხვა ფორმულისგან იქმნება და სხვადასხვანაირად „ანეიტრალებს“ UVA/UVB სხივებს. არსებობს ქიმიური და მინერალური (ფიზიკური) მზისგან დამცავები და ორივე მათგანი 15>-ის გამოყენების შემთხვევაში ეფექტურად გვიცავს.
ქიმიური ფორმულისგან შექმნილი დამცავი იწოვება კანში ფილტრავს მზის სხივებს, გარდაქმნის და გამოდევნის მათ ორგანიზმიდან. აღნიშნული ფორმულით შედგენილი პროდუქტების ტექსტურა თხელია, გაცხიმოვნების გარეშე ატენიანებს კანს. სწორედ ამიტომ სახის კანის ყოველდღიურ რუტინაში დამატენიანებელ საშუალებასთან ერთად შეიძლება ის უფრო კომფორტული არჩევანი იყოს და მაკიაჟის ბაზადაც გამოგვადგეს.
რაც შეეხება მინერალურ მზისგან დამცავს, ის წარმოქმნის ბარიერს, რომელიც აირეკლავს მზის სხივებს და გვიცავს მისი ზემოქმედებისგან. ამგვარი დამცავი, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ თეთრ ლაქებს ტოვებს, შეიძლება ნაკლებად კომფორტული იყოს ყოველდღიურ რუტინაში, თუმცა ეფექტურად დაგვიცავს სანაპიროსა თუ აუზზე, სადაც ინტენსიური მზის სხივების ზემოქმედების ქვეშ ვართ.
თუ მთელს დღეს გარეთ ვატარებთ, პროდუქტი ყოველ 2 საათში ერთხელ უნდა დავიტანოთ კანზე და კარგად გადავინაწილოთ. ასეთ დროს განსაკუთრებით კომფორტულია მყარი, ე.წ Stick-ის ფორმის მზისგან დამცავის გამოყენება, რადგან მარტივად ვიცავთ ჰიგიენას და ნებისმიერ ადგილზე შეგვიძლია მისი წასმა, ქუჩაში, სანაპიროზე, ტრანსპორტში თუ სხვა.
მყარ მზისგან დამცავ საშუალებებს შორის ერთ-ერთი საუკეთესოა ფრანგული ბრენდის „კოდალის“ (Caudalie) კომპაქტური პროდუქტი 50-იანი ფაქტორით, რომელიც ერთდროულად გამოიყენება სახის კანსა და ტუჩზე, არ ტოვებს კვალს, არ აქვს ზეთოვანი სტრუქტურა და მარტივად იწოვება.
როგორც წესი, ქიმიურ ფორმულაზე დაფუძნებული პროდუქტები (ავობენზონი, ოქსიბენზონი და ოქტოკრილენი) უფრო უკეთ ერგება ცხიმიან და კომბინირებულ კანს. ფიზიკური დამცავები დაფუძნებულია ტიტანის დიოქსიდსა და თუთიის ოქსიდზე და როგორც წესი, უფრო სქელი კონსისტენცია აქვს, ამიტომ შეიძლება იდეალური იყოს მშრალი და ნორმალური კანისთვის.
თუ პიგმენტური ლაქებისკენ მიდრეკილი კანი გაქვთ და ეს პრობლემა გაზაფხული-ზაფხულის სეზონზე კიდევ უფრო მწვავდება, გირჩევთ, ერთდროულად გამოიყენოთ სპეციალური შრატი და მზისგან დამცავი ფაქტორი, რომლისგანაც ორმაგ სარგებელს მიიღებთ.
კოდალის შრატი Vinoperfect-ის ხაზიდან ეფექტურად შეგიმცირებთ პიგმენტურ ლაქებს, რაც მთავარია, არის არაკომედოგენური და არ შეიცავს სილიკონს, პარაბენებსა და ცხოველური წარმოშობის ინგრედიენტებს. მზისგან დამცავი ფილტრი კი უზრუნველყოფს, არ წარმოიქმნას ახალი პიგმენტური ლაქები და წვრილი ხაზები.
მნიშვნელოვანია ზაფხულის სეზონს მომზადებულები შევხვდეთ, რათა ჩვენი კანი დავიცვათ დაბერებისა და რთული ქრონიკული დაავადებებისაგან, მზისგან დამცავი ფილტრები კი ამაში აუცილებლად დაგვეხმარება.
R