"ამ ცხრა თვის ყველა დღე სხვადასხვანაირი გამოდგა - ტკივილით, უძილობით, ცრემლით, ღიმილით, სიხარულით..." - გიორგი კეკელიძის ახალი ამპლუა და ახალი ცხოვრება - Marao

"ამ ცხრა თვის ყველა დღე სხვადასხვანაირი გამოდგა - ტკივილით, უძილობით, ცრემლით, ღიმილით, სიხარულით..." - გიორგი კეკელიძის ახალი ამპლუა და ახალი ცხოვრება

2025-06-09 14:50:46+04:00

სულ ცოტა ხნის წინ მწერალი გიორგი კეკელიძე პირველი შვილის მამა გახდა. მას და მის მეუღლეს, მარიამ სოსელიას გოგონა შეეძინათ, რომელსაც კეკე დაარქვეს. კეკეს შესახებ გიორგი ხშირად წერს საკუთარ გვერდზე - შვილმა მისი ცხოვრება მთლიანად შეცვალა და, როგორც თავად ამბობს, გაზაფხული მათთვის სწორედ პატარა კეკემ მოიყვანა. 

მამობის გამოცდილებაზე, ახალ ამპლუასა და შეცვლილ ცხოვრებაზე გიორგი კეკელიძე  Fortuna-ს ესაუბრა. გთავაზობთ მცირე ამონარიდს ინტერვიუდან: 

"მშობიარობა დავესწარი, ვფიქრობ, რომ რომ მხარდაჭერის იმ მცირე შესაძლებლობიდან, რაც ამ დროს კაცს აქვს, ეს ერთ-ერთია. მშობიარეს თავთად დგახარ და ხვდები, რა შირს ხარ ამ მისტერიასთან - შიშთან, ტანჯვასთან... ეს გმირობაა. კაცობრიობის ნახევრისთვის მუდამ გამოუცდელი გმირობა და მანძილი, რომელსაც ვერასდროს დავფარავთ და ვერასდროს დავეწევით. სულ უკან მიდევნებული ვიქნებით.

ამ ცხრა თვის ყველა დღე სხვადასხვანაირი გამოდგა - ტკივილით, უძილობით, ცრემლით, ღიმილით, სიხარულით, ძალით. კეკე 7 მაისს, ნაშუადღევს, ხუთი ნახევრისკენ დაიბადა, მინდა, რომ საინტერესო და შეძლებისდაგვარად მშვიდი ცხოვრება ჰქონდეს. საინტერესო – თუნდაც ჩემსავით და მშვიდი – ჩემგან განსხვავებით. თუ ამ ორი რამის მორიგება შეიძლება, ცხადია" - თქვა გიორგი კეკელიძემ Fortuna-სთან ინტერვიუში. 

kekelidze

გიორგი კეკელიძე და მარიამ სოსელია 

გიორგი კეკელიძე და მარიამ სოსელია  2024 წლის აპრილში დაქორწინდნენ, 2025 წლის მაისში კი შეეძინათ პირველი შვილი, სახელად კეკე კეკელიძე.მარიამი საჯაროდ იშვიათად ჩნდება, გიორგი კი, პროფესიული საქმიანობისა თუ პირადი ცხოვრების გამო საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა. თავადაც აღნიშნავს, რომ ჩრდილში ყოფნა არ გამოსდის და, საქმის გარდა, ოჯახზე საუბარიც უწევს. 

  • "ქვეყნის დამოუკიდებლობის და ერთმანეთზე დამოკიდებულის დღე"- გიორგი კეკელიძე შვილთან გადაღებულ კადრებს აზიარებს 

გიორგი კეკელიძე ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, ესეისტი და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილი გენერალური დირექტორია. გიორგი სოციალურ ქსელშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს. მისი პოსტები საზოგადოების ყურადღებას ყოველთვის იმსახურებს.

  • "9 წლის მანძილზე ველოდებოდი შვილიშვილს..." - ორიგინალური სახელი, ოჯახის ახალი წევრი და ზურა მანჯავიძის დიდი სიხარული 

2006 წელს უნივერსიტეტში მეგობრებთან ერთად დაიწყო გამოშვება ჯერ გაზეთის, შემდეგ კი უკვე ჟურნალის, სახელწოდებით „ლილ“. მისი მიზანი იყო, სტუდენტებისთვის ყოფილიყო დამოუკიდებელი ლიტერატურული ჟურნალი, რომელიც არ იქნებოდა მიბმული უნივერსიტეტის და სტუდკავშირის დაფინანსებაზე. მისი არქივი ახლა ეროვნულ ბიბლიოთეკაში ინახება. 

  • გიორგი უშიკიშვილი და ნანუკა კუპატაძე მეორე შვილს ელოდებიან 

2012 წელს კეკელიძე გახდა სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი. იგი 27 წლის ასაკში საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ყველა დროის ყველაზე ახალგაზრდა ხელმძღვანელი გახდა.

2024 წლის 17 იანვარს დაინიშნა „ბიბლუსის“ შემოქმედებით დირექტორად და დააფუძნა წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოება.