"ნიჭის ზეიმი. სოფიკო ხარობს იმიერ საქართველოში..." - რა ვიდეოს აქვეყნებს ვახო კანდელაკი - Marao

"ნიჭის ზეიმი. სოფიკო ხარობს იმიერ საქართველოში..." - რა ვიდეოს აქვეყნებს ვახო კანდელაკი

2025-06-11 10:20:23+04:00

სულ ცოტა ხნის წინ ქართველი მომღერალი, მარიამ როინიშვილი მეორე შვილის დედა გახდა. მას და მის მეუღლეს, ვახო კანდელაკს გოგონა შეეძინათ, რომელსაც კირა დაარქვეს. მშობიარობიდან ერთი თვის თავზე მარიამი პროფესიას დაუბრუნდა და აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა მუსიკალურ დადგმასა თუ სპექტაკლში. ამჯერად აფიშაში მიუზიკლი "ვერის უბნის მელოდიებია", სადაც მარიამი ვარდოს როლს ასრულებს. უზადო ხმასა და გარეგნობასთან ერთად, მარიამი სცენაზე განსაკუთრებული სამსახიობო ნიჭითაც გამოირჩევა. კადრებს მიუზიკლიდან მარიამ როინიშვილის მეუღლე, ვახო კანდელაკი გვიზიარებს: 

"ნიჭის ზეიმი... სოფიკო ხარობს იმიერ საქართველოში... მიყვარხარ" - წერს ვახო კანდელაკი.

მარიამ როინიშვილი

ქართველი სოპრანო, მარიამ როინიშვილი 1989 წლის 9 დეკემბერს დაიბადა. ის მომღერალ თამრიკო ჭოხონელიძისა და მსახიობ გიორგი როინიშვილის ქალიშვილია. დაამთავრა თბილისის ვანოს სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია. მონაწილეობას იღებს სხვადასხვა სპექტაკლებშიც. მარიამს ოპერა, დედამ შეაყვარა. თამრიკოს ორივე შვილი პატარაობიდანვე ხშირად დაჰყავდა ოპერაში. 2014 წელს მარიამ როინიშვილი ასევე იყო „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მონაწილე. დღეს კი აქტიურადაა დაკავებული თეატრში და მონაწილეობას იღებს მიუზიკლებშიც. მისი ბოლოდროინდელი ყველაზე გამორჩეული "ჩიკაგოში" ველმას როლია. მიუზიკლის რეჟისორი ზალიკო ჩიქობავაა. წარმოდგენაში ცნობილი სახეები მონაწილეობენ. მათ შორის არიან: ანა ქურთუბაძე, თინათინ წულაძე და სხვ. 

  • მარიამ როინიშვილის საოცარი პერფორმანსი - მომღერლის ახალი კადრები დიდ მოწონებას იმსახურებს

roinishvili

მარიამ როინიშვილმა 2010 წელს მსახიობ გიორგი მახარაძეზე იქორწინა. მათ ერთი შვილი ელენე შეეძინათ. ელენე, მშობლების მსგავსად, ხელოვნების სფეროშია და, მიუხედავად ასაკისა, მას უკვე არაერთი როლი აქვს შესრულებული. გიორგი და მარიამი რამდენიმეწლიანი ქორწინების შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ, თუმცა მეგობრული ურთიერთობა შეინარჩუნეს.

  • მარიამ როინიშვილი და ვახო კანდელაკი პატარა კირასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებენ 

დღეს გიორგი მახარაძეს საკუთარი ოჯახი აქვს - მარიამ ნადირაძესთან მეორე ქორწინებაში მას მეორე ქალიშვილი, ნიკა შეეძინა. მარიამ როინიშვილი მეორედ არ დაქორწინებულა, თუმცა ის მსახიობ და ტელეწამყვან ვახო კანდელაკზეა შეყვარებული: "არსებობს პიროვნება, რომელზეც შეყვარებული ვარ", - ამბობდა კანდელაკი გასულ წელს. მარიამი და ვახო ერთად გადაღებულ კადრებს სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებენ და მეგობრებისგან უამრავ კომპლიმენტსაც იღებენ...

roinishvili

  • "ჩემი გოგოები" - რა ფოტოებს აქვეყნებს მარიამ როინიშვილი

უზადო ხმა და გარეგნობა მომღერალი მარიამ როინიშვილის სავიზიტო ბარათია. ახალგაზრდა ვარსკვლავმა ცოტა ხნის წინ დიდი ხნის ოცნება აისრულა, მიუზიკლების მსახიობიც გახდა და მის მიერ შესრულებულ "ველმაზე" დღესაც ბევრს საუბრობენ. მარიამი აქტიურადაა ჩართული შვილების აღზრდაში და აქტიურად აგრძელებს კარიერასაც.