სანდრო შელია და ნინა ხუბუტია მშობლები გახდნენ. მათ ვაჟი შეეძინათ, რომელსაც ნიკოლა დაარქვეს. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ჟურნალისტმა ნანუკა ქაჯაიამ გამოაქვეყნა: "ნინა დედიკო და სანდრო მამიკო, გილოცავთ. ვერც კი ვიჯერებ, რომ ის ნინა, ვისთან ერთადაც 14 წელია ვიცინი, ვტირი, ახლა უკვე დედიკოა. მიყვარხარ და სულ შენთან ვარ - ყველა უძილო ღამესა თუ მამიმუნჩიკის პირველ სიცილში. ნიკოლა შელია", - წერს ნანუკა ქაჯაია.

სანდრო შელია და ნინა ხუბუტია
ცოტა ხნის წინ პიანისტმა და ტელეწამყვანმა თათია შარანგიამ და პოლიტოლოგმა სანდრო შელიამ განქორწინების გადაწყვეტილება მიიღეს, ამის შესახებ კი სოციალურ ქსელშიც დაწერეს. დაშორების შემდეგ თათია ახალ რჩეულთან, ჯარჯი თორაძესთან ერთად გამოჩნდა და საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღებაც დაიმსახურა, რადგან რამდენიმეთვიანი ქორწინების შემდეგ თათიამ, მოულოდნელად, დაშორების შესახებ დაწერა.
თათია შარანგიასთან განქორწინების შემდეგ სანდრო შელიამაც იქორწინა. სანდრო შელიას რჩეული „მთავარი არხის“ საინფორმაციო გამოშვების წამყვანი ნინა ხუბუტიაა. "და მან თქვა კი" - წერდა სანდრო სოციალურ ქსელში და ფოტოებს ნიშნობიდან აქვეყნებდა.
სანდრო შელია ნინა ხუბუტიასთან ქორწინებამდე ორჯერ იყო დაოჯახებული. პირველი ცოლი უცხოელი ჰყავდა, მასთან ქორწინებისას ერთი შვილი ეყოლა; შემდეგ კი ცნობილ პიანისტზე, თათია შარანგიაზე იქორწინა, რომელთანაც კიდევ ერთი ვაჟი შეეძინა.
წყვილის განქორწინება მოულოდნელი აღმოჩნდა საზოგადოებისთვის, მალე კი ცნობილი გახდა, რომ შარანგია მესამედ ჯარჯი თორაძეს მიჰყვებოდა ცოლად. ყოფილი ცოლის ქორწილიდან რამდენიმე თვეში იქორწინა შელიამაც.
"არ მომწონს სანდროს წარსულთან ჩემი დაკავშირება. მეც მაქვს წარსული ცხოვრება და ეს არის ნორმალური. უფრო სანდროზეა ნეგატიური კომენტარები, ამან რამდენი ცოლი უნდა მოიყვანოსო და ა.შ. იყო მომენტები, როდესაც წერდნენ, რომ როგორც ამას ექცევა, ისე ექცეოდა ყოფილ ცოლსაცო. პირად შეტყობინებაშიც კი მომწერეს, ვიდეო მქონდა გაზიარებული და მომწერეს, ზუსტად ასე მოაწერა ხელი ყოფილ ცოლთანო...“ - ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში ნინა ხუბუტია.
შელია-ხუბუტიას წყვილი ბედნიერად ცხოვრობს. ისინი ბევრს მოგზაურობენ და როგორ ჩანს, ბიზნესმენი სანდრო შელია მესამე ცოლთან თანაცხოვრებისას საჯაროობას ამჯობინებს, რადგან ხშირად უხსნის სოციალური ქსელით სიყვარულს.