ნინა მარი დანიელი, ცნობილია როგორც "ნინა დრამა", ჟურნალისტი და UFC-ს პრომოუტერია. იგი MMA-ს შესახებ გასართობ კონტენტს ქმნის. ის და მერაბ დვალიშვილი მეგობრები არიან. ერთად ჩაწერეს რამდენიმე ვიდეო, სადაც ვარჯიშობენ. როცა მერაბმა შონ ო'მალი დაამარცხა, ნინამ დაწერა: "შენ არ ხარ ნორმალური. შენ ჩემპიონი ხარ. ყველას დაუმტკიცე, რომ ცდებოდნენ".
ნინა 1988 წლის 27 დეკემბერს, ნიუ-იორკში დაიბადა. მისი დედა იტალიელია, მამა კი - ბრაზილიელი. იზრდებოდა მეგობრულ და მხარდამჭერ ოჯახში, ჰყავს და და ძმა.
კოლეჯში კრეატიული წერა ისწავლა, თუმცა 2011 წელს სამოდელო კარიერა დაიწყო და 2017 წლის აპრილში Playboy-ის მოდელი გახდა. ამჟამად, ნინა ცხოვრობს კალიფორნიაში და აქტიურად ქმნის კომედიურ ვიდეოებს სოციალური ქსელებისთვის, განსაკუთრებით TikTok-ზე და Instagram-ზე აქტიურობს, სადაც მას მილიონობით გამომწერი ჰყავს.
ქართველი გულშემატკივრის ნაწილი ფიქრობს, რომ ნინასა და მერაბს შორის რომანტიკული ურთიერთობაა, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება.
ნინას პარტნიორია ჟანელ კასტილიო, კრეატიული დირექტორი, მოდელი და ფოტოგრაფი. წყვილი ერთმანეთს 2010 წლიდან ხვდება.
მერაბ დვალიშვილი ვანის რაიონის სოფელ სულორში იზრდებოდა, სწავლობდა სულორის საშუალო სკოლაში, მოგვიანებით სწავლა განაგრძო თბილისში.
ახალგაზრდულ ასაკში დაიწყო ვარჯიში ქართულ ჭიდაობაში, სამბოსა და ძიუდოში. მერაბი შეერთებულ შტატებში 21 წლის ასაკში გადავიდა საცხოვრებლად, რათა გამხდარიყო MMA-ს მებრძოლი და ვარჯიში რეი ლონგოსა და მეტ სერას ხელმძღვანელობით დაიწყო.
2019 წელს დვალიშვილმა სამბოს მსოფლიო ჩემპიონატზე, 68 კგ წონით კატეგორიაში მეორე ადგილი დაიკავა.
2024 წლის 14 სექტემბერს, დაამარცხა მოქმედი ჩემპიონი შონ ო’მალი და ზემსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა. 2025 წლის 18 იანვარს მერაბ დვალიშვილმა UFC-ის ზემსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი შეინარჩუნა, როდესაც რუსეთის სახელით მოასპარეზე მანამდე დაუმარცხებელი უმარ ნურმაგომედოვი მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. ამასთან, ქართველმა მებრძოლმა ჟორჟ სენ-პიერის რეკორდი გააუმჯობესა, მას UFC-ის ისტორიაში მეტოქე მიწაზე (თეიქდაუნი) ყველაზე მეტჯერ, 92-ჯერ ჰყავს გადაყვანილი.
მერაბ დვალიშვილს შერეულ ორთაბრძოლებში გამართული 24 შეხვედრის შემდეგ 20 გამარჯვება და 4 მარცხი აქვს