TOP 7 ქართველი ქალი, რომლებსაც უნდა იცნობდეთ: ნულიდან დაწყებული საქმე დიდ წარმატებამდე - Marao

TOP 7 ქართველი ქალი, რომლებსაც უნდა იცნობდეთ: ნულიდან დაწყებული საქმე დიდ წარმატებამდე

2025-06-13 14:36:52+04:00

ქალების როლი მსოფლიოში მუდმივად ვითარდება და მრავალფეროვანია. ისტორიულად, ქალები ხშირად იყვნენ შეზღუდულები გენდერული სტერეოტიპებისა და კულტურული ნორმების მიერ, თუმცა დღეს, ყველა სფეროში უფრო აქტიური და მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. ჩვენ არაერთხელ მოგვიყოლია იმ ქალების შესახებ, რომლებიც ამსხვრევენ სტერეოტიპებს და ამტკიცებენ, რომ ქალების ადგილი არის ყველგან, ყველა სფეროში, სადაც  ისინი  მოინდომებენ საქმიანობას, იქნება ეს ეკონომიკის, პოლიტიკის, განათლების, მეცნიერების, ხელოვნებისა თუ სპორტის მიმართულება. 

  • ქართველი ქალები, რომლებიც საქართველოდან წავიდნენ და უცხოეთში დიდ წარმატებას მიაღწიეს 

თათა ვარდანაშვილი - DEMETRE 96

tata

  • ქართველი გოგოები მსოფლიო სცენაზე: ყველაზე წარმატებული ახალგაზრდა მოდელები 

დიზაინერი თათა ვარდანაშვილი მოდის ასპარეზზე 90-იან წლებში გამოჩნდა. ის იყო პირველი, ვინც აღიარება საკუთარი დიზაინით შექმნილი ფეხსაცმელების წარმოებით მოიპოვა.

ნინო ელიავა - MORE is LOVE

ნინო ელი­ა­ვა ერთ-ერთი პირ­ვე­ლი იყო, რო­მელ­მაც სა­ქარ­თვე­ლო მსოფ­ლიო მო­დის ინ­დუსტრი­ას გა­აც­ნო და ახლა წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი ქალ­ბა­ტო­ნია, საქ­მი­ა­ნო­ბა 16 წლის ასაკ­ში, ჯერ კი­დევ სტუ­დენ­ტო­ბი­სას, და­ი­წყო.

აკა ნანიტაშვილი - Capriccio და K Studio

aka

აკა ნანიტაშვილმა თავისი პირველი ბუტიკი „Capriccio“ 2001 წელს დააარსა. შემდეგ ბიზნესი გააფართოვა და 2006 წელს რამდენიმე სხვა დიზაინერთან პარტნიორობით დააარსა „K Studio“. ამჟამად ის საკუთარ მოდის სახლს მართავს.

ტატუნა ნიკოლაიშვილი - TATUNA

tatuna

  • უმშვენიერესი ქართველი მოდელის, თათია ახალაიას წარმატების გზა: „ჩემი მშობლები აფხაზეთიდან არიან... მახსოვს ჩემი სახლი და ყოველთვის მენატრება" 

მისი ტანსაცმელი იყიდება საქართველოში, საფრანგეთში, გაერთიანებულ სამეფოში, იაპონიაში, ჩინეთში, სამხრეთ კორეასა და უკრაინაში.

თეონა გარდაფხაძე - TEYÓ

tena

მის ტანსაცმელს ბევრი ცნობილი ადამიანი ირჩევს, მათ შორის შეიხა მოზა ; უკრაინელი მომღერალი, მსახიობი, სიმღერების ავტორი, ევროვიზიის სიმღერის კონკურსის 2016 წლის გამარჯვებული - ჯამალა ; მომღერალი და ჯგუფ A-Studio- ს ამჟამინდელი ვოკალისტი - ქეთი თოფურია ; რუსი ჟურნალისტი ეველინა ხრომჩენკო და სხვები. 

ლელა ელოშვილი - ELOSHI

lela

ბრენდი ჯერ თბილისის მოდის კვირეულებზე ჩნდებოდა, შემდეგ წლების განმავლობაში “მერსედეს ბენცის” ჩვენების აქტიური მონაწილე იყო. დღეს ELOSHI-ს სამოსს საქართველოშიც და უცხოეთშიც ბევრი ცნობილი ადამიანი ატარებს.

მარიამ გვასალია - GVASALIA

gvasalia

"ტანსაცმელი ბავშვობიდან მაინტერესებდა, სულ მინდოდა რაღაც განსხვავებული მომერგო. დედაჩემი ცდილობდა ასაკისა და სკოლის შესაბამისად მცმოდა, რომ ძალიან ამოვარდნილი არ ვყოფილიყავი. სტანდარტული ჩაცმულობა არც ახლა მიყვარს. სამსახურშიც ყოველდღიურად ფერადი და განსხვავებული ტანსაცმელი მაცვია." - ამბობდა მარიამი.