TOP 10 ახალგაზრდა ქართველი დედა, რომლებიც იდეალურად აბალანსებენ კარიერასა და ოჯახს - Marao

TOP 10 ახალგაზრდა ქართველი დედა, რომლებიც იდეალურად აბალანსებენ კარიერასა და ოჯახს

2025-06-15 23:32:23+04:00

ამ სტატიაში ნახავთ იმ ცნობილ ქართველ ქალებს, რომლებიც დედები სულ ახლახან გახდნენ. ჩამონათვალიდან ზოგი ახალბედა, ზოგი კი - გამოცდილი დედაა. როგორია მათთვის ეს ამპლუა, ამის შესახებ ქვემოთ წაიკითხავთ: 

ქეთი ხატიაშვილი

KETI

 ქეთი ხატიაშვილს ურთიერთობა ყოფილ მორაგბე დავით კაჭარავასთან აქვს, რომელიც ამ დროისთვის "ქართული ოცნების" დეპუტატია. წყვილი რომანტიკულ კადრებს სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებდა, ბევრს მოგზაურობდა და მეგობრებისგან კომპლიმენტებსაც ხშირად იღებდა. 

  • "ნიჭის ზეიმი. სოფიკო ხარობს იმიერ საქართველოში..." - რა ვიდეოს აქვეყნებს ვახო კანდელაკი 

სულ ცოტა ხნის წინ დავითსა და ქეთის პირველი საერთო შვილი შეეძინათ, რომელსაც ილია დაარქვეს. ახლა კი გულშემატკივრებს სასიხარულო ინფორმაცია გაუზიარეს - ისინი კვლავ შვილს ელოდებიან - ისინი გოგონას მშობლები გახდებიან. 

  • ვასო ფხაკაძის უმშვენიერესი მეუღლის საინტერესო ინტერვიუ: "ჩემი ცხოვრების თანმდევი კითხვაა, მოდელმა იურისტობა რატომ გადავწყვიტე" 

ლელა მებურიშვილი

lel

მსახიობმა 2013 წელს ბაჩო საგანელიძეზე იქორწინა და მათ ორი შვილი, ლილიკო და ალექსანდრე ჰყავთ. წარმატებული კარიერის, საზოგადოების სიყვარულისა და პოპულარობის მიუხედავად, ცოტა ხნის წინ ლელამ ოჯახთან ერთად ლონდონში წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. მსახიობი მეუღლესა და შვილებთან ერთად ახლა იქ ცხოვრობს, თუმცა საქართველოსაც ხშირად სტუმრობს. 

  • ქეთი ხატიაშვილი 30 კვირის ორსულია - რა ფოტოს აქვეყნებს ტანმოვარჯიშე 

სალომე ღვინიაშვილი

salome

სალომეს მეორე ქმარი ცნობილი ფეხბურთელი, ზურა ხიზანიშვილია. მოდელი 21 წლის იყო, როდესაც ზურა გაიცნო. წყვილს ორი შვილი, ნიტა და ტასუნა ჰყავს..

"ზურა მარ­თლა შე­სა­ნიშ­ნა­ვი მა­მაა და ალ­ბათ, ბევ­რად უკე­თე­სი მშო­ბე­ლი, ვიდ­რე მე. გა­მო­რი­ცხუ­ლია, რა­ი­მე მი­ზე­ზით ყუ­რა­დღე­ბა მო­აკ­ლოს შვი­ლებს ან რა­ი­მე გა­მორ­ჩეს მათი ცხოვ­რე­ბი­დან. ბავ­შვებ­საც მე­გობ­რუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვთ მა­მას­თან.“ - ამ­ბობ­და ჟურ­ნალ Ok-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში სა­ლო­მე ღვი­ნი­აშ­ვი­ლი. 

ლიკა ევგენიძე

lika

ევგენიძეების ოჯახს საზოგადოება უკვე წლებია, კარგად იცნობს. დათო ევგენიძემ მუსიკალური კარიერა ადრეულ ასაკში დაიწყო და დღემდე იღებს მონაწილეობას სხვადასხვა პროექტში. მაყურებლისთვის საყვარელი ტელესახეა მისი ქალიშვილი ლიკა ევგენიძეც, რომელიც უმშვენიერესი ქართველი მსახიობის, კირა ანდრონიკაშვილის შვილიშვილია.

ლიკა ევგენიძეს ურთიერთობა მუსიკოს ნიკა კოჩაროვთან აქვს. ლიკა და ნიკა უკვე წლებია, ერთად არიან და ცოტა ხნის წინ საერთო შვილის მშობლებიც გახდნენ.

წყვი­ლი ერ­თმა­ნეთს შო­რი­დან იც­ნობ­და. ერთ დღეს, ლი­კას მა­მამ, მუ­სი­კოს­მა დათო ევ­გე­ნი­ძემ სიმ­ღე­რა და­წე­რა და გა­და­წყვი­ტა მისი შეს­რუ­ლე­ბა შვი­ლის­თვის და ნიკა კო­ჩა­რო­ვის­თვის ენდო. ისი­ნი მა­შინ და­ახ­ლოვ­დნენ.

„ძნე­ლია აღ­წე­რო და მოყ­ვე ის, რაც ორ ადა­მი­ანს შო­რის ხდე­ბა, რა კოს­მო­სუ­რი ენერ­გია ახ­ვედ­რებს ამ ადა­მი­ა­ნებს ერ­თმა­ნეთს. ერთი შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ახ­ლოა ჩემ­თან, ჩემი ოჯა­ხი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. ირ­გვლივ სულ ხე­ლო­ვა­ნი ხალ­ხი მყავ­და, მთე­ლი ბავ­შვო­ბა ისე ვერ ვი­ძი­ნებ­დი, თუ სახ­ლში სი­ჩუ­მე იყო. სულ მუ­სი­კის ხმა უნდა ყო­ფი­ლი­ყო. ჩემი და ნი­კას ამ­ბა­ვი, თით­ქოს სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბას ჰგავს, ბავ­შვო­ბა­ში.“ - ჰყვე­ბო­და ლიკა მოგ­ვი­ა­ნე­ბით.

მარიამ სანოგო

mariam

მარიამ სანოგო 2018 წელს დაინიშნა. მან რჩეულთან ერთად გადაღებული ფოტო, წარწერით I said yes გამოაქვეყნა. მარიამის მეუღლე გიორგი ლაშქარაძეა და წყვილს ერთი შვილი, ზუკა ჰყავს.

გვანცა დარასელია

gvanca

გვანცას მეუღლე ყოფილი მორაგბე, ვახო მჭედლიძეა. ამჟამად ის ბიზნესმენია და ბედი პოლიტიკაშიც სცადა. წყვილმა ერთმანეთ ერთ-ერთი საღამოზე გაიცნეს, სადაც გვანცაც მღეროდა. ტელეწამყვანის გარეგნობითა და ხმით მოხიბლულმა ვახომ მისი გაცნობა გადაწყვიტა და ყველაფერი ასე დაიწყო. 

მანიკა ასათიანი

manika

მანიკა ასათიანი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ახალგაზრდა ტელეწამყვანი და მოდელია. მანიკა თავისი პროფესიონალიზმითა და ქარიზმით ქართული მედიასივრცის გამორჩეული სახეა.

ანიკა უკვე 15 წელია კალათბურთელ ბექა წივწივაძეზეა დაქორწინებული და როგორც ჩანს, მათი შვილი, 10 წლის გიორგიც, მამის კვალს მიჰყვება.

ლიკუნა მეტრეველი

likuna

ლიკუნა მეტრეველი სამოდელო სფეროში 2012 წელს გაიცნეს და მას შემდეგ ამ მიმართულებით არაერთი წარმატებაც ჰქონია, თუმცა ფართო საზოგადოებისთვის მის შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც მსახიობ ვასო ფხაკაძეზე იქორწინა. 

მარიამ როინიშვილი

mariam

სულ ცოტა ხნის წინ ქართველი მომღერალი, მარიამ როინიშვილი მეორე შვილის დედა გახდა. მას და მის მეუღლეს, ვახო კანდელაკს გოგონა შეეძინათ, რომელსაც კირა დაარქვეს. მშობიარობიდან ერთი თვის თავზე მარიამი პროფესიას დაუბრუნდა და აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა მუსიკალურ დადგმასა თუ სპექტაკლში. 

რუსკა ქარქაშაძე 

ruska

რუსკა ქარქაშაძე ბევრისთვის საყვარელი მსახიობი და ტელესახეა. ის ფართო საზოგადოებამ ჯერ კიდევ პატარა ასაკში, სერიალიდან "ხელოვნური სუნთქვა" გაიცნო, სადაც მელანოს როლს ასრულებდა. სულ ცოტა ხნის წინ, მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, სერიალი ეკრანებს ახალი სეზონით დაუბრუნდა და მაყურებელმა კვლავ იხილა რუსკა მსახიობის ამპლუაში, თუმცა მას ამ ხნის მანძილზე მუშაობა არ შეუწყვეტია და სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემაში, ფილმსა თუ სპექტაკლში აქტიურად იღებდა მონაწილეობას.

ცოტა ხნის წინ რუსკა პირველად გახდა დედა. მას და მის მეუღლეს, ლაშა მოწონელიძეს ბიჭი შეეძინათ.