"კეკეს პირველი ფოტოსესია" - გიორგი კეკელიძე ოჯახურ კადრებს გვიზიარებს - Marao

"კეკეს პირველი ფოტოსესია" - გიორგი კეკელიძე ოჯახურ კადრებს გვიზიარებს

2025-06-16 12:00:39+04:00

სულ ცოტა ხნის წინ მწერალი გიორგი კეკელიძე პირველი შვილის მამა გახდა. მას და მის მეუღლეს, მარიამ სოსელიას გოგონა შეეძინათ, რომელსაც კეკე დაარქვეს. კეკეს შესახებ გიორგი ხშირად წერს საკუთარ გვერდზე - შვილმა მისი ცხოვრება მთლიანად შეცვალა და, როგორც თავად ამბობს, გაზაფხული მათთვის სწორედ პატარა კეკემ მოიყვანა. 

ამჯერად გიორგი კეკელიძე შვილთან ერთად გადაღებულ უსაყვარლეს ფოტოებს გვიზიარებს. 

kekeidze

kekelidze

kekelidze

  • "ამ ცხრა თვის ყველა დღე სხვადასხვანაირი გამოდგა - ტკივილით, უძილობით, ცრემლით, ღიმილით, სიხარულით..." - გიორგი კეკელიძის ახალი ამპლუა და ახალი ცხოვრება 

გიორგი კეკელიძე

გიორგი კეკელიძე ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, ესეისტი და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილი გენერალური დირექტორია. გიორგი სოციალურ ქსელშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს. მისი პოსტები საზოგადოების ყურადღებას ყოველთვის იმსახურებს.

გიორგი კეკელიძე ცოტა ხნის წინ დაოჯახდა - ამის შესახებ მწერალმა სოციალურ ქსელში დაწერა. მისი რჩეული მარიამ სოსელიაა. 

  • "ქვეყნის დამოუკიდებლობის და ერთმანეთზე დამოკიდებულის დღე"- გიორგი კეკელიძე შვილთან გადაღებულ კადრებს აზიარებს 

გიორგი კეკელიძე დაიბადა ქალაქ ოზურგეთში 1984 წელს. სწავლობდა ოზურგეთის ეგნატე ნინოშვილის სახელობის N1 საშუალო სკოლაში. ბავშვობაში დიდ დროს ატარებდა წინაპრების სოფლებში, სურებსა და ნატანებში. 2001–2009 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. მიღებული აქვს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი.

2006 წელს უნივერსიტეტში მეგობრებთან ერთად დაიწყო გამოშვება ჯერ გაზეთის, შემდეგ კი უკვე ჟურნალის, სახელწოდებით „ლილ“. მისი მიზანი იყო, სტუდენტებისთვის ყოფილიყო დამოუკიდებელი ლიტერატურული ჟურნალი, რომელიც არ იქნებოდა მიბმული უნივერსიტეტის და სტუდკავშირის დაფინანსებაზე. მისი არქივი ახლა ეროვნულ ბიბლიოთეკაში ინახება. 

  • "შენ გაიზრდები და სხეული ამ სიზმრების მალვას ისწავლის, როგორც ჩვენ ვმალავთ" - გიორგი კეკელიძე 

2012 წელს კეკელიძე გახდა სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი. იგი 27 წლის ასაკში საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ყველა დროის ყველაზე ახალგაზრდა ხელმძღვანელი გახდა.

2024 წლის 17 იანვარს დაინიშნა „ბიბლუსის“ შემოქმედებით დირექტორად და დააფუძნა წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოება.

მარიამ სოსელია

გიორგი კეკელიძე და მარიამ სოსელია  2024 წლის აპრილში დაქორწინდნენ, 2025 წლის მაისში კი შეეძინათ პირველი შვილი, სახელად კეკე კეკელიძე. მარიამი საჯაროდ იშვიათად ჩნდება, გიორგი კი, პროფესიული საქმიანობისა თუ პირადი ცხოვრების გამო საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა. თავადაც აღნიშნავს, რომ ჩრდილში ყოფნა არ გამოსდის და, საქმის გარდა, ოჯახზე საუბარიც უწევს.