ცოტა ხნის წინ ქართველი მომღერალი, მარიამ როინიშვილი მეორე შვილის დედა გახდა. მას დამის მეუღლეს, ვახო კანდელაკს, გოგონა შეეძინათ, რომელსაც კირა დაარქვეს. მშობლები ხშირად აქვეყნებენ ახალშობილის კადრებს, თუმცა მისი სახის გამოჩენას ერიდებიან.
მშობიარობიდან ერთი თვის თავზე მარიამ როინიშვილი პროფესიას დაუბრუნდა - ის ბოლო დროს აქტიურადაა დაკავებული მიუზიკლებში, სადაც არაჩვეულებრივ ხმასთან ერთად, მისი შთამბეჭდავი სამსახიობო მონაცემების ნახვაც შეგიძლიათ.
მარიამის მიერ შესრულებულმა ველმამ მიუზიკლში "ჩიკაგო" ორი წლის წინ ფურორი მოახდინა. ახლა კი ის "ვერის უბნის მელოდიებში" მთავარ როლს განასახიერებს და ვარდოს როლშია.
როგორ მოახერხა მარიამ როინიშვილმა მშობიარობის შემდეგ ფორმაში ჩადგომა, ამის შესახებ მან საკუთარ გვერდზე დაწერა:
"ბევრი არ მომიმატია ორსულობის პერიოდში, თუმცა კიდევ დამრჩა რამდენიმე კილოგრამი დასაკლები.
"არც ელენეზე და არც კირაზე ბევრი არ მომიმატია. ხანდახან ვაკონტროლებდი კვებას, მაგრამ ხშირად ვერ ვახერხებდი, რადგან არ შემიძლია უარის თქმა ნაყინზე და სწრაფ კვებაზე".
"მნიშვნელოვანი ფიზიკური აქტივობა. უბრალოდ შევისწავლე საკუთარი ორგანიზმი და ვხვდებოდი, რა მმატებდა წონას და ვამცირებდი მის რაოდენობას".
უზადო ხმა და გარეგნობა მომღერალი მარიამ როინიშვილის სავიზიტო ბარათია. ახალგაზრდა ვარსკვლავმა ცოტა ხნის წინ დიდი ხნის ოცნება აისრულა, მიუზიკლების მსახიობიც გახდა და მის მიერ შესრულებულ "ველმაზე" დღესაც ბევრს საუბრობენ.
ქართველი სოპრანო, მარიამ როინიშვილი 1989 წლის 9 დეკემბერს დაიბადა. ის მომღერალ თამრიკო ჭოხონელიძისა და მსახიობ გიორგი როინიშვილის ქალიშვილია. დაამთავრა თბილისის ვანოს სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია. მონაწილეობას იღებს სხვადასხვა სპექტაკლებშიც. მარიამს ოპერა, დედამ შეაყვარა. თამრიკოს ორივე შვილი პატარაობიდანვე ხშირად დაჰყავდა ოპერაში. 2014 წელს მარიამ როინიშვილი ასევე იყო „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მონაწილე. დღეს კი აქტიურადაა დაკავებული თეატრში და მონაწილეობას იღებს მიუზიკლებშიც. მისი ბოლოდროინდელი ყველაზე გამორჩეული "ჩიკაგოში" ველმას როლია. მიუზიკლის რეჟისორი ზალიკო ჩიქობავაა. წარმოდგენაში ცნობილი სახეები მონაწილეობენ. მათ შორის არიან: ანა ქურთუბაძე, თინათინ წულაძე და სხვ.
მარიამ როინიშვილმა 2010 წელს მსახიობ გიორგი მახარაძეზე იქორწინა. მათ ერთი შვილი ელენე შეეძინათ. ელენე, მშობლების მსგავსად, ხელოვნების სფეროშია და, მიუხედავად ასაკისა, მას უკვე არაერთი როლი აქვს შესრულებული. გიორგი და მარიამი რამდენიმეწლიანი ქორწინების შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ, თუმცა მეგობრული ურთიერთობა შეინარჩუნეს.
დღეს გიორგი მახარაძეს საკუთარი ოჯახი აქვს - მარიამ ნადირაძესთან მეორე ქორწინებაში მას მეორე ქალიშვილი, ნიკა შეეძინა. მარიამ როინიშვილი მეორედ არ დაქორწინებულა, თუმცა ის მსახიობ და ტელეწამყვან ვახო კანდელაკზეა შეყვარებული: "არსებობს პიროვნება, რომელზეც შეყვარებული ვარ", - ამბობდა კანდელაკი გასულ წელს. მარიამი და ვახო ერთად გადაღებულ კადრებს სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებენ და მეგობრებისგან უამრავ კომპლიმენტსაც იღებენ...